„რომელი პროდუქტები შეიცავენ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას და რით არის ეს ნივთიერება სასარგებლო? პატივისცემით, ნიკოლა ევგენევიჩი“
წერილს ტერნოპოლის სამედიცინო უნივერსიტეტში დერმატოვენეროლოგიის კურსის პროფესორი სვეტლანა გალნიკინა პასუხობს.
ისეთი ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავების, როგორიცაა ომეგა 3, მთავარ წყაროს ზღვის თევზი და ზღვის პროდუქტები წარმოადგენს. მსგავსი ცხიმოვანი მჟავები ზოგიერთ მცენარეში, კაკალში, თესლში, ასევე მცენარეულში ზეთში გვხვდება. ბევრ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს ჩრდილოეთის სახეობის თევზები (თევზები წყალმცენარეებს მოიხმარენ, რომლებიც ცხიმოვან მჟავებს შეიცავენ), სელის ზეთი, მოცხარის მარცვლების ზეთი, ენოთერას ზეთი და ნიგოზი.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის მთავარი უნარი ანთების გაქრობაა. თუ კანის თითქმის ყველა დაავადებას ანთებითი პროცესები ახლავს, ეს ცხიმოვანი მჟავები ქრონიკულ ანთებას ებრძვიან, რომელიც აკნეს წარმოქმნის მიზეზია. მაგალითად, სელის ზეთის დახმარებით შეგიძლიათ კანის სიმშრალეს გაუმკლავდეთ. კანის სიმშრალე F ვიტამინის დეფიციტის ერთ-ერთი შესამჩნევი ნიშანია. სელის ზეთი საკმაოდ ბევრ E ვიტამინს (80-95 მგ 100 მლ-ზე შეიცავს, რომლის ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით F ვიტამინი არ მჟავდება და თავის თვისებებს ინარჩუნებს.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ კანის დაბერების ძირითად მექანიზმს აფერხებს, ახალი კოლაგენის სინთეზს აღადგენს და მისი დარღვევის მოცულობას ამცირებს. სწორედ ამიტომ, კანის კოლაგენის ბარიერი თანდათანობით აღდგება და კანი ელასტიური და ლამაზი ხდება.