იასამნის მოვლის წესები გულმოდგინე მებაღეებისთვის 

2941

შეიძლება იფიქროთ, რომ იასამანს თქვენი ყურადღება არ სჭირდება, რადგან ადამიანის ჩარევის გარეშე კარგად იზრდება და ყვავილობს. ხშირად გამოცდილ მებაღეებსაც უჩნდებათ კითხვა, თუ როგორ გაზარდონ იასამანი ისე, რომ სწორი ფორმა ჰქონდეს და ყოველ ზაფხულს სურნელს აფრქვევდეს.

იასამანზე რეგულარული მოვლით თქვენ ბაღის ან სახლის ნამდვილ, სუფთა და მიმზიდველ აქსესუარს მიიღებთ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ უზრუნველყოფთ ეს სურნელოვანი მცენარე ყველა ხელსაყრელი პირობით.

იასამანი მრავალწლიანი მცენარეა, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ზრუნვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მდგომარეობა გაუარესდება, ხე მის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-20 მმ რადიუსზე გაზრდას დაიწყებს, რომ საკუთარი თავის გადარჩენა შეძლოს. ამასთან, არათანაბრად გაიზრდება, ხოლო ყვავილები და ფოთლები კაშკაშა ფერს დაკარგავს და ძველებურად ფუშფუშა აღარ იქნება.

ზედმეტად გაზრდილი ბუჩქის ფესვების დამოკლება საკმაოდ რთულია. ამასთან დიდი ალბათობა არსებობს, რომ ზოგიერთი ფესვი დაავადდეს ან დალპეს. ასეთი რამ თავიდანვე რომ გამორიცხოთ, იასამანზე დარგვის შემდეგ სწორად უნდა იზრუნოთ.

იასამანზე მოვლა შემოდგომაზე

შემოდგომაზე მცენარეს დასაზამთრებლად და ყვავილობისთვის ვამზადებთ. ბაღში იასამნის დარგვის დროს, ყოველ კვირა მორწყეთ. არა მხოლოდ მცენარის ღეროს მდებარე ტერიტორია, არამედ ირგვლივ მიწაც მორწყეთ. შეგიძლიათ მიწას სასუქი დაუმატოთ. მუდმივად ამის გაკეთება რეკომენდებული არაა.

ბუჩქის ან ნერგის ზამთრისთვის მომზადებისას, დარწმუნდით, რომ მცენარე დაავადებით, პარაზიტებით დაინფიცირებული ან დამპალი არაა. აუცილებელია, რომ მცენარე ლპობაზე მუდმივად შეამოწმოთ და საწყის ეტაპზე მისი ნიშნები აღმოფხვრათ. არაჯანსაღი ნაწილი უნდა მოჭრათ და სპეციალური პრეპარატებით დაამუშაოთ. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ტოტის მოჭრა მხოლოდ შემოდგომაზე შეიძლება, ასე მომავალ წელს მის ადგილას ახალი ტოტი გაიზრდება.

მიწა, სადაც მცენარე იზრდება, მუდმივად იფიტება, ამიტომ მის გამოკვებას ყოველ წელს მხარი დაუჭირეთ. ნიადაგის გამოფიტვაზე იასამნის უფერულო გარეგნობა საუბრობს. მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლად, მიწა ბუნებრივი სასუქებით (მაგალითად, კომპოსტი ან ნეშომპალა) გამოკვებეთ. თუ ასეთ პროცედურას არ გააკეთებთ, საბოლოოდ ბუჩქი დაჭკნება.

იასამანზე მოვლა გაზაფხულსა და ზაფხულზე

გვიანი გაზაფხულიდან დაწყებული და მთელი ზაფხულის განმავლობაში იასამანი სუფთა, გამდინარე წყლით მინიმუმ კვირაში ერთხელ მორწყეთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ყოველდღე მორწყეთ, მაგრამ წყლის რაოდენობა შეამცირეთ, რომ ფესვების სისტემა არ დალპეს.

წყალთან ერთად შეგიძლიათ მიწა სასუქით გაამდიდროთ, როცა ხედავთ, რომ მცენარეს დამატებითი კვება სჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბუჩქის პერიოდულად განაყოფიერება აუცილებელია, რომ დაავადებების თავიდან აცილება შეძლოთ, რომელთა განკურნებაც რთული ან საერთოდ შეუძლებელია.

იასამანი სწორად რომ გაიზარდოს, ხოლო მისი ყვავილები ფუშფუშა და ფერადი იყოს, ტოტების და ღეროს მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლეთ. აქტიური ყვავილობის დროს არანაირი მანიპულაციის გაკეთება არ დაიშვება. ტოტების და ღეროს კორექტირებას სჯობს ყვავილობის შემდეგ დაუყონებლივ მიხედოთ. უფრო გვიან ამის გაკეთებამ შეიძლება მცენარე დააზიანოს. ამასთან მოჭრილი ადგილი არაბუნებრივად გამოიყურება.

მცენარის მოვლის ამ მარტივი წესებით შეიარაღდით, თქვენი იასამანი ყველას ჯინაზე უკვე გაზაფხულზე აყვავდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს