ხახვის წვენი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და ნაერთებით ფაქტიურად გაჯერებულია. კერძოდ, მასში გხვდება:
- შაქარი – მასში უფრო მეტი შაქარია, ვიდრე ვაშლსა და მსხალში;
- ინულინი – პოლისაქარიდი;
- ნივთიერებათა ცვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი: ცილები, ცხიმები, ფერმენტები, ალკალოიდები, საპონინები, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და საკვები ბოჭკოები;
- ვიტამინები: კაროტინი, C, E, H, K, PP, B ჯგუფის ვიტამინები;
- მინერალები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, ნატრიუმი, ფოსფორი, ქლორი, რკინა, ალუმინი, ბორი, იოდი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, ნიკელი, რუბიდიუმი, ფთორი, ქრომი, თუთია და ა.შ.
გარდა ამისა, ხახვი შეიცავს ბევრ ფიტონციდს – ნივთიერებებს, რომლებიც მცენარის იმუნურ დაცვას უზრუნველყოფენ და სოკოს, ბაქტერიის და ვირუსის გამრავლებას აფერხებენ. სწორედ ამიტომ, როცა ხახვს ან მის წვენს ვიღებთ, ეს ფიტონციდები ჩვენს დაცვას იწყებენ: ისინი სტრეპტოკოკებს, ტუბერკულოზის, დიფტერიის და დიზენტერიის ჩხირებს, ასევე გრიპის ვირუსს და სხვა მწვავე ვირუსული ინფექციებს აქტიურად ანადგურებენ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადი ხდება, თუ ხალხური მკურნალები ამ ბოსტნეულს რატომ ვერ უგულებელყოფდნენ და თავის პრაქტიკაში, როგორც პროფილაქტიკის, ასევე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ ფართოდ იყენებდნენ.
ხახვის წვენის რეგულარული მიღება მადას და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების წარმოებას აუმჯობესებს, ქსოვილებიდან, მათ შორის კანიდან ტოქსინების აღმოფხვრას ხელს უწყობს. გრიპის და ხველის დროს ნახველის მოშორებას ხელს უწყობს. შარდკენჭოვანი დაავადების დროს მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, შეშუპებას აქრობს, ქვიშა და კენჭები გამოაქვს.
თუ ათეროსკლეროზის, განსაკუთრებით საწყის სტადიაზე, ხახვის წვენის და თაფლის ნარევის მიღებას დაიწყებთ, დაავადების განვითარება შეწყდება. ხახვის წვენი ბუასილის, ჭარბი ქოლესტერინის დროსაც სასარგებლოა.
ჩვეულებრივ, ხახვის წვენს ეპიდემიის და გაციების (გრიპი, ბრონქიტი, ანგინა) დროს იხსენებენ. გრიპის დროს ხალხურ მედიცინა გირჩევთ, რომ ცხვირის ლორწოვან გარსზე ხახვის წვენის რამდენიმე წვეთი წაისვათ – ასე გართულებებს თავიდან აიცილებთ.
სურდოს დროს სასარგებლოა ცხვირში მარლის ან ბამბის ტამპონების ჩადება და 10-15 წუთით გაჩერება. თუ წვის გაძლება ძალიან გიჭირთ, შეგიძლიათ თითოეულ ნესტოში მორიგეობით ჩაიდოთ. ბავშვებისთვის ამ პროცედურის გაკეთება არ ღირს, მათ შეგიძლიათ ხახვის წვენის, თაფლის და ადუღებული წყლის ნარევი ჩააწვეთოთ. გარდა ამისა, სურდოს დროს დიდებსაც და პატარებსაც ხახვის წვენის შიგნით მიღება დაეხმარებათ. ამისთვის 1:1 პროპორციით ხახვის წვენი თაფლს აურიეთ და 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ. ხახვის წვენს ანგინის დროსაც იღებენ, მაგრამ ის სუფთა სახით უნდა მიიღოთ, თაფლის დამატების გარეშე.
ბრონქიტის დროს 1 ს/კ ხახვის წვენი თაფლს 1:1 პროპორციით აურიეთ და ჭამის დროს 1 ს/კ ნარევი დალიეთ. ასე ნახველის ამოღება გაგიადვილდებათ.
ადენოიდები შეგიძლიათ განკურნოთ ასეთი ნარევით: 10 მლ ახალი ხახვის წვენი, 10 გრ თაფლი, 5 გრ გამდნარი პროპოლისი, 15 გრ კაკაოს ზეთი და 30 გრ ქაცვის ზეთი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ამ ნარევში მარლა ან ბამბა დაასველეთ და ცხვირის ნესტოებში 20 წუთით ჩაიდეთ – დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. ამ მეთოდს ბავშვებშიც იყენებენ. მიღებული ნარევი მწვავე წვას არ იწვევს.
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს რეკომენდებულია 1 თვის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 ს/კ ხახვის წვენის და თაფლის (1:1) ნარევი მიიღოთ. ეს ნარევი თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის დროსაც დაგეხმარებათ. ნარევი დღეში 2-ჯერ, 2 თვის განმავლობაში მიიღეთ.
ჰიპერტონიის დროს სასარგებლოა ასეთი მეთოდი: 3 კგ ხახვი გაწურეთ, 500 გრ თაფლს აურიეთ და 25 ცალი ნიგვზის უღელი დაუმატეთ. ქილაში მოათავსეთ, გაზავებული სპირტი ან არაყი დაასხით და 10 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ ნარევი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ.
შარდკენჭოვანი დაავადების დროს 2 ს/კ ხახვის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
სუსტ მხედველობას სწრაფად განკურნავთ, თუ ღამით ახალი ხახვის წვენის და თაფლის (1:2) ნარევს ქუთუთოებზე წაისვამთ. თვალებში ლიბრის განვითარების დროს 1-2 წვეთი ღამით თვალში ჩაიწვეთეთ. სხვათა შორის, ხახვის ან მისი წვენის რეგულარული მიღება მხედველობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
ბუასილის დროს 1 ჩ/კ ხახვის წვენის და თაფლის (1:2) ნარევი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ბუასილის გამწვავების დროს რეკომენდებულია, რომ ხახვის წვენი ანუსთან ახლოს, ანთების ადგილას წაისვათ.
შუა ყურის ანთების და ყურებში შუილის დროს რეკომენდებულია, რომ ყურში 4 წვეთი თბილი ხახვის წვენი ჩაიწვეთოთ. ბავშვებისთვის ხახვის წვენი თბილ, ანადუღარ წყალში 1:2 პროპორციით გააზავეთ. ამ პრობლემების დროს შეგიძლიათ ხახვის წვენში დასველებული ბამბა ყურში ჩაიდოთ და მთელი ღამე გაიჩეროთ.
ყურებში შუილის, კანკალის დროს ასეთი რეცეპტი გამოგადგებათ: დიდი ზომის ხახვი აიღეთ, ზედა ნაწილი მოაჭერით და მართკუთხედი ჩაღრმავება გააკეთეთ, აქ 1 ჩ/კ კვლიავი ჩაყარეთ და ზემოდან მოჭრილი ხახვის ნაწილი დააფარეთ. ამის შემდეგ ღუმელში გამოაცხვეთ და ჯერ კიდევ თბილი გაწურეთ. ამ წვენის რამდენიმე წვეთი დღეში 2-ჯერ ჩაიწვეთეთ. ჩვეულებრივ, ერთ დღეში დაავადების ყველა სიმპტომი გაქრება.
ყურადღება! ხახვის წვენს უკუჩვენებაც გააჩნია. მისი მიღება ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, კუჭის წყლულის, პანკრეატიტის და გულის მწვავე დაავადებების დროს არ შეიძლება.