წიწიბურას ფაფა ცხოვრებას გაგიხანგრძლივებთ

0
465
ფოტო: Margo Lipa on Pixabay

სისხლძარღვებისთვის შეუცვლელია

ფაფების მეფის მომზადება და მოხმარება შეიძლება ჩინური ჩაის ცერემონიას შევადაროთ. წიწიბურას მიმართ რაც უფრო მეტ ყურადღებას და პატივისცემას გამოიჩენთ, მით უფრო მეტ სარგებელს და სიამოვნებას მიიღებთ. ითვლება, რომ წიწიბურა ნებისმიერ პროდუქტზე უფრო დიეტურია და ჯერჯერობით მასში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) არ გვხვდება.

ექიმები წიწიბურას რუტინის დიდი შემცველობის გამო აფასებენ. სწორედ ეს ნივთიერება სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს, სისხლდენას აფერხებს, ვენებზე, მაგალითად ვარიკოზულ გაფართოებულ ვენებსა და ბუასილზე პროფილაქტიკურ და სამკურნალო მოქმედებას ახდენს. ასევე რუტინი შემაერთებელ ქსოვილებში პატარა სისხლძარღვებს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, წიწიბურას ფაფა სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს ძალიან სასარგებლოა. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და იმუნურ სისტემას აძლიერებს. წიწიბურას მხედველობის შენარჩუნებას და ტვინში სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს.

დიაბეტიკებისთვის არა უბრალოდ საკვები, არამედ მედიკამენტია. ის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროსაც დაგეხმარებათ.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცილების, ცხიმების და ნახშიწყლების ყველაზე ოპტიმალური თანაფარდობა უძველესი დროიდან გავრცელებულ კერძს, რძეზე მომზადებულ წიწიბურას ფაფას აქვს. გასული საუკუნის დასაწყისში ფიზიოლოგების ჯგუფმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: 6 თვის განმავლოაბში ისინი მხოლოდ რძიანი წიწიბურას ფაფით (ამას დამატებული 2-3 ანტონოვის ვაშლი დღეში) იკვებებოდნენ. ყველა ფიზიოლოგიური მაჩვენებლით, საცდელი სუბიექტების შრომისმოყვარეობა და საერთო განწყობა არ ჩამოუვარდებოდა საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს, რომლებიც უფრო დაბალანსებულად და მრავალფეროვნად იკვებებოდნენ.

წიწიბურა რკინის შემცველობით ლიდერია, ამიტომ მისი მიღება ანემიის დროს რეკომენდებულია. მუქად შემწვარი მარცვლელი, ან უმი ღია მოყვითალო ფერის მარცვლები შეიძინეთ.

ასევე ღია, ჩალბობილ წიწიბურას მარცვლებს აკუპუნქტურის ბიოაქტიურ წერტილებზე ან ტკივილის ზონებზე იმაგრებენ. შეგიძლიათ 2 დღე ატაროთ, ამ დროში მარცვალი შინაგანი მერიდიანების საშუალებით დაავადებულ ორგანოს განკურნავს.

თავდახურულ ქვაბში ზეთით და სოკოთი მოხარშეთ

წიწიბურას მარცვლებს კარგი ბუნებრივი დამცავი საფარი აქვთ, ხარშვის დროს სახამებელი არ გამოდის და ბიოაქტიური ნივთიერებები თითქმის არ ნადგურდება – ყველა „სარგებელი“ შიგნით რჩება. სწორედ ამიტომ, მოხარშული ფაფის ცეცხლიდან დროულად აღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ წიწიბურას გადახარშვის საშუალებას არ მისცემთ, მასში არომატული ნივთიერებები დარჩება, რომელიც ფაფის სინაზეს და გემოს განსაზღვრავს.

„კერძის სიმარტივით და სიღრმით სიამოვნების მიღება მხოლოდ ამაღლებულ ადამიანებს შეუძლიათ! – ჩინური ანდაზა. თქვენ ნელა უნდა ჭამოთ, თვალები დაიფაროთ და არომატში ჩაიძიროთ.

წყლის და ახალი უმი მარცვლების პროპორცია 1:2, შემწვარი (მუქი) მარცვლების – 1:3. ეს პროპორცია ძალიან ზუსტად დაცული უნდა იყოს, რომ მოხარშული ნარევი მიიღოთ.

მოსახარშად გამოგადგებათ ქვაბი, რომელსაც ამოზნექილი ფსკერი აქვს: მასში წყალი უკეთ დუღდება და თანაბარი გათბობის ეფექტი იქმნება, რის გამოც ფაფის მარცვლები ერთნაირად იხარშება. ფაფა უფრო მეტად არა წყალზე, არამედ ორთქლზე იხარშება, ამიტომ მისი გამოდევნა საჭირო არაა. თავიდან წყლის ასადუღებლად ძლიერ ცეცხლზე დადგით, შემდეგ დუღილის შეწყვეტამდე ცეცხლს დაუწიეთ და ბოლოს მინიმუმამდე შეამცირეთ.

წიწიბურას ფაფის მოსართავად ხარისხიანი კარაქი, ხახვი და ხმელი, თეთრი სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს წიწიბურას ფაფის კლასიკური მოსართავია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო ფაფას ზემოდან მოაყარეთ, არ აურიოთ და სუსტ ცეცხლზე რამდენიმე წუთით მოხარშვა აცადეთ. სულ ფაფას მოსახარშად 12-15 წუთი დასჭირდება. გამორთეთ და პირსახოცით ნახევარი საათით შეფუთეთ.

სასარგებლო საკვები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი