73 წლის ასაკში დედა წაიქცა და მენჯბარძაყის სახსრის ძვალი მოიტეხა. გასწავლით ნარევს, რომელმაც ის ფეხზე დააყენა

0
68331

მსურს გაგიზიაროთ რეცეპტი, რომელმაც დედაჩემი ფეხზე დააყენა. 73 წლის ასაკში ის წაიქცა და მენჯბარძაყის სახსრის ძვალი მოიტეხა.

ექიმების მოსაზრებები გაიყო: ზოგი ოპერაციას მთავაზობდა, ზოგი კი ასაკის გათვალისწინებით ოპერაციულ ჩარევას არ მირჩევდა. მის ჯანმრთელობაზე ძალიან ვნერვიულობდი. ასეთ ასაკში ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა ხომ გულზე დიდ დატვირთვას წარმოადგენდა.

სწორედ ამიტომ, სხვა მეთოდის ძებნა დავიწყე და მცირე კონსილიუმი მოვაწყვე: ნაცნობი ექიმები და მოქანდაკე კოლეგები. მოქანდაკეები დაფიქრდნენ: თუ ქანდაკება გადატეხილია, მას როგორ აღვადგენთ? სპეციალურ ხსნარს ვამზადებთ, ნაწილებს ვაერთებთ და გარკვეული დროით უმოძრაო მდგომარეობაში ვაფიქსირებთ – ასე დეფექტი ქრება.

მენატურემ, რომლის პროფესიაც სხეულის სილამაზეს უკავშირდება, შესანიშნავი საშუალება მირჩია, რომელიც ძვლოვანი ქსოვილების სწრაფად შეერთებას ხელს შეუწყობდა. მისი შემადგენლობა ძალიან მარტივია: 3 ნიგოზი, 5 ქიშმიში და 1 ჭიქა ხაჭო. ყველაფერი აურიეთ და დღეში 2-ჯერ, ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად, 1 თვე მიიღეთ. კაკალს ვნაყავდი, რადგან დედას კაკალი ძალიან არ უყვარს, მაგრამ ასე მოსწონდა და ამასთან ახსოვდა, რომ „წამალი“ უნდა მიეღო.

კაკალი კალიუმის და თუთიის წყაროა, ქიშმიში მაგნიუმის, ხოლო ხაჭო კალციუმის. ეს ინგრედიენტები ძვლებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. მათ აძლიერებს და სამკურნალო პროცესს აჩქარებს. ეს ორგანიზმის მხარდასაჭერი საშუალება იყო.

დამატებით რაციონი გავამდიდრეთ ხმელი ყველით (ძვლებისთვის აუცილებელ უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე რძე) და რძემჟავა პროდუქტებით.

საქმე ნამდვილად გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა და ძვლები ნელ-ნელა ხორცდებოდა. ნახევარი წლის შემდეგ დედა ფეხზე დადგა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ყველაფერმა ოპერაციის გარეშე ჩაიარა.

თუ ადამიანს სუსტი ძვლები და მოტეხილობისკენ მიდრეკილება აქვს, შეუძლია ეს რეცეპტები პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება სხვებს დაეხმარა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი