ოჯახის შექმნა ადამიანს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო საზრუნავი, ან შეიძლება თქვენი მდგრადობა შეამოწმოს. იდეალური ოჯახები ფილმებშიც კი არ არსებობს, ოჯახს ერთი პრობლემა მაინც ყოველთვის აქვს. მეორე საკითხია – რა ხდის ოჯახს მეგობრულს?
თქვენი ინტუიცია გამოიყენეთ და ბევრი არ იფიქროთ. იმის განსაზღვრა სცადეთ, თუ რომელი ოჯახია ყველაზე მეგობრული.
ყველაზე მეგობრული ოჯახი
იმის გასარკვევად, ოჯახი მეგობრულია თუ არა, საკმარისია დეტალებს ყურადღებით დააკვირდეთ: ის, თუ როგორ იქცევა ოჯახი პარკში სეირნობის დროს, ცოლ-ქმარი რაზე საუბრობს, ბავშვთან როგორ იქცევიან. ზოგჯერ ოჯახზე რამდენიმე მეტრის დაშორებიდან შეხედვა საკმარისია, რომ მარტივად გაარკვიოთ, მათ შორის როგორი დამოკიდებულება არსებობს.
სურათების აღწერა წაიკითხეთ და დარწმუნდით, რომ თქვენ ყველაზე ძლიერი ოჯახური კავშირი აირჩიეთ.
ოჯახი № 1
სურათზე ჩანს, თუ დედას როგორი მზრუნველობით უჭირავს ბავშვის ხელი. ცხადია, რომ მათ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აქვთ, რასაც მამაკაცზე ვერ იტყვით. იქმნება შეგრძნება, რომ დედა ბავშვს მამისგან იცავს და თავადაც მას ყურადღებას არ აქცევს. შეიძლება ეს მამაკაცი ოჯახის წევრი სულაც არაა.
ოჯახი № 2
მშობლები, რომლებიც ოდნავ უკან მიდიან, ჩვეულებრივ ოჯახს მოგაგონებთ. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ იმის შემხედვარე, რომ ბავშვი მხიარულად წინ მიიწევს, შეიძლება ვერ შენიშნოთ, რომ თავად ცოლ-ქმარს ერთმანეთს შორის დისტანცია აქვთ შენარჩუნებული. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახი აბსოლუტურად ნორმალურია ან ცდილობს ასეთად თავი მოაჩვენოს.
ოჯახი № 3
რთულია ვერ შეამჩნიოთ, რომ ამ სურათზე ადამიანები ბედნიერები არიან. ოჯახი უბრალოდ ბედნიერებას ასხივებს: მოსიყვარულე მშობლებს ოჯახური ცხოვრების პერიოდში ერთმანეთის მიმართ სინაზე არ გაუქრიათ, ხოლო პატარა მათ გვერდით თამამად მიიწევს და მამის ხელი უჭირავს. აი ესეც- მეგობრული, ბედნიერი ოჯახი.
იდეალური ოჯახი არ არსებობს, უმეტესობა მათგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სირთულეებს აწყდება. ძლიერი ოჯახის განსხვავება სწორედ ახლობლების მხარდაჭერაა. უფრო ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ.
როგორ გავაძლიეროთ ოჯახში ურთიერთობა
1. ოჯახის წრეში ვახშმობა
მშობლები სამსახურში იღლებიან, ბავშვები სკოლაში. ცხოვრების დიდ ნაწილს ადამიანები სახლის გარეთ ატარებენ: სამსახური, სასწავლებელი, სავარჯიშო დარბაზი, წრეები და ა.შ. ოჯახისთვის დრო სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება, მაგრამ ოჯახურ ვახშამს მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა დაუთმოთ. ამ დროს ოჯახის თითოეული წევრი თავისი ფიქრების გაზიარებას, დღის მანძილზე გადამხდარ მოვლენებზე საუბარს შეძლებს.
2. სახლის საქმეების გადანაწილება
ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება გაიტანოთ ნაგავი ან ჭურჭელი გარეცხოთ პარტნიორის ნდობას იწვევს, თუმცა სანაცვლოდ შეგიძლიათ ვახშამი მოამზადოთ ან სახლი დაალაგოთ. გაცილებით უკეთესი იქნება, თუ თავიდანვე გაარკვევთ, თუ სახლში რა საქმის გაკეთება ევალება ქმარს და რა ცოლს. ასე, უსაფუძვლო უსიამოვნო საკითხებს და ჩხუბს თავიდან აიცილებთ.
თუ სახლში ბავშვი იზრდება, მას დახმარება უნდა ასწავლოთ. მოვალეობების გადანაწილება დისციპლინას და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას იწვევს.
3. ერთობლივი დასვენება
შეგიძლიათ ოჯახთან ერთად ბუნებაში გახვიდეთ ან სახლში უბრალოდ „მონოპოლია“ ითამაშოთ. მნიშვნელოვანია, რომ მასში ოჯახის ყველა წევრმა მონაწილეობა მიიღოს. ეს კარგი შესაძლებლობაა გულიანად ისაუბროთ, ერთმანეთს ფიქრები გაუზიაროთ. ასე ერთმანეთის მხარდაჭერას, თანაგრძნობას და მოსმენას ისწავლით.
4. ოჯახური ტრადიციები და დღესასწაულები
ტრადიციები თითოეული ოჯახის განსაკუთრებულობაა. ტრადიციების დაცვა ოჯახის წევრებში ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძნობას ავითარებს და სიახლოვის შეგრძნებას ზრდის.
5. სანდო საუბრები
ოჯახში საკუთარი გრძნობების გაზიარება და მათზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თავს ძალიან ცუდად ან ბედნიერად გრძნობთ, ეს გრძნობები ახლობლებს გაუზიარეთ. დარდის დროს მარტო არ იქნებით, ხოლო ბედნიერების ახლობლების განწყობის ამაღლებას შეძლებთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.