იწვევს თუ არა კბილის ქვის მოშორება კარიესის პროვოცირებას?

273
ფოტო: Authority Dental

„მართალია, რომ კბილის ქვის მოშორების შემდეგ, ძალიან მალე მის ადგილას კარიესი ჩნდება? პატივისცემით, ვიქტორია.“

წერილს პასუხობს ა.ა.ბოგომოლცის სახელობის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტში თერაპიული სტომატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი და სამედიცინო მეცნიერების დოქტორი ანატოლი ბორისენკო.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ კბილის ქვა კარიერისგან გვიცავს. ეს აბსოლუტურად  არაა ასე. აი, ის რომ, კბილის ქვამ შეიძლება პაციენტი საერთოდ უკბილოდ დატოვოს, უდავოდ დამტკიცებულია. ქვა იმავე კბილის დაფიდან წარმოიქმნება, რომლიდანაც კარიესი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის არა კბილის საღეჭ ზედაპირზე, არამედ ღრძილებთან ახლოს ილექება – აქ ნერწყვისა და წმენდისგან კარგად დაცულია. დროთა განმავლობაში დაფა მინერალიზდება – ეს არის ქვა.

ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არაა – ანაერობული მიკროორგანიზმები, რომლებიც დაფაში ცხოვრობენ, ტოქსინებს გამოყოფენ და ღრძილების ანთებას იწვევენ. თავად ქვა მექანიკურად მას აღიზიანებს – ჩნდება ანთება, ღრძილი იშლება და ე.წ. პაროდონტალური ჯიბე იქნება, სადაც ინფექციები ღრმად აღწევს. ამის შედეგად კბილის დამხმარე აპარატის, პაროდონტის ქსოვილების დაინფიცირება ხდება.

დაავადების განვითარება მის სრულ განადგურებას იწვევს, კბილი პათოლოგიურ მოძრაობას იწყებს და საბოლოოდ იშლება – მაშინაც კი, თუ ჯანმრთელია და კარიესით დაზიანებული არაა.

პაროდონტოზის პროფილატიკა ეფექტურია, ვიდრე მისი გვიანდელ სტადიაზე მკურნალობა. პროფილაქტიკა მოიცავს კბილების კარგად წმენდს, ყველა კბილის ნადების დროულად მოშორებას (წელიწადში მინიმუმ ერთხელ). მაშინაც კი, თუ შეუიარაღებელი თვალით მათ ვერ ამჩნევთ, იმას არ ნიშნავს, რომ კბილის ქვა არ გაქვთ – საიმედო დიაგნოზისთვის სპეციალური საღებავები არსებობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს