როგორ ავამაღლოთ გემოგლობინის დონე

3605

ანემია, ან სისხლნაკლებობა – ესაა მდგომარეობა, როცა სისხლში დაბალია გემოგლობინის – ერითროციტების რკინისშემცველი პიგმენტის დონე, რომელიც სისხლს წითელ ფერს აძლევს.

სისხლნაკლებობა შეიძლება ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ პერიოდში გაჩნდეს, ამისთვის კი სხვა დაავადებების არსებობა საჭირო არაა. ანემია შეიძლება გამოწვეული იყოს კლიმაქტიკური ცვლილებებით, ჰორმონალური დარღვევებით, არასწორი კვებით, საკვების მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებებით, ათვისების დარღვევებით, ავტოიმუნური მდგომარეობებით, ოპერატიული ჩარევითა და სხვა ფაქტორებით.

საკმაოდ ხშირად, ანემია დამოუკიდებელი ან თანმდევი სიმპტომია სხვა მრავალი შინაგანი დაავადების, ინფექციური ან ონკოლოგიური დაავადებების დროს.

ანემიის დროს უარესდება სისხლის უჯრედების სატრანსპორტო უნარი, რაც იწვევს მიმოცვლითი პროცესებისა და ფიზიკური ამტანობის დაქვეითებას. მათ, ვისაც ანემია აქვს, უჩქარდება გულისცემა, უჩნდება ხმაური გულში, აღენიშნება საერთო სისუსტე, უქვეითდება იმუნიტეტი.

როგორ ავამაღლოთ გემოგლობინის დონე? აი, რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც რეკომენდებულია პრაქტიკაში და სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

– დილით, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა (ზრასრულებისთვის, 0.5 ჭიქა – ბავშვებისთვის) ასკილის ნაყენის, ნახევარი ლიმონის წვენისა და 1 ჩ.კ. თაფლის ნარევი.

– საუზმემდე კარგად დაღეჭეთ და შეჭამეთ 1-2 ს.კ. ამონაცენი ხორბალი, შეგიძლიათ ჩირის (კურაგა, ქიშმიში), თაფლის ან თხილის დამატება.

– საუზმეზე მიირთვით ბოსტნეულის სალათი (მწვანე ხახვი, სტაფილო, კამა, ოხრახუში, კომბოსტო, ჭარხალი, ვაშლი, კვახი, ბულგარული ტკბილი წიწაკა, ბაბუაწვერას ფოთლები, ჭინჭარი).

– დღის განმავლობაში მიირთვით  თითო ს.კ. თაფლის, ბერძნული კაკლისა და შტოშის ნარევი. ყველაფერი კარგად დააქუცმაცეთ და შეურიეთ. პატარა ბავშვებისთვის დოზა უნდა გაანახევროთ.

– დალიეთ 500 მლ სტაფილოს, ვაშლის, ჭარხლის წვენების ნარევი 2:1:1 თანაფარდობით. შეიძლება მხოლოდ სტაფილოსა და ვაშლის წვენების ნარევის მიღებაც. იგი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ. წინასწარ მიირთვით 1 ს.კ. არაჟანი, რამდენადაც კაროტინი უცხიმოდ არ აითვისება. ბავშვს, ხშირად, უჭირს ამდენი წვენის მიღება, ამიტომ დაუყავით 2-3 მიღებად, ოღონდ ყოველ ჯერზე ახალი ნარევი უნდა მოამზადოთ. წვენი ჭამიდან ან ჭამამდე 20-30 წუთის ინტერვალით უნდა მიიღოთ.

– ყოველდღე მიირთვით წყალზე მოხარშული ფაფები კარაქთან, კამასთან ან სხვა მწვანილებთან ერთად, უშაქროდ. გაზარდეთ რაციონში წიწიბურისა და ფეტვის ფაფების რაოდენობა. მრავალფეროვნებისთვის, დაუმატეთ გოგრა და ქიშმიში.

– სასარგებლოა სტაფილოსა (270 მლ) და მუხუდოს (30 მლ) წვენების ნარევიც. ეს ულუფა დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ. უმჯობესია, ყოველ მიღებაზე ახალი ნარევი მოამზადოთ.

– გემოგლობინის დონის გაზრდაში დაგვეხმარება ქლიავიც. მისი მოხმარება შეგიძლიათ შეუზღუდავად. 2 თვის შემდეგ, გემოგლობინის დონე გაიზრდება, გარდა ამისა, დარეგულირდება წნევაც. რა თქმა უნდა, ეს მკურნალობა მხოლოდ მათ დაეხმარებათ, ვისაც საკვების მომნელებელ ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.

– შეგიძლიათ მოამზადოთ წვენი სტაფილოს, ჭარხლისა და ბოლოკისგან, 150 მლ თითოეული. შეინახეთ მაცივარში, მუქი შუშის ჭურჭლით. მიიღეთ 1 ს.კ. ჭამის წინ. კურსი – 3 თვე.

– ყავის საფქვავში დააფქვიეთ 1 ჭიქა წიწიბურის მარცვლები, 1 ჭიქა ბერძნული კაკალი, დაუმატეთ მასას 1 ჭიქა თაფლი. ყველაფერს კარგად მოურიეთ, მასა ხალვას უნდა გაგონებდეთ. მიირთვით 1 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ.

– რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და ყურადღება მიაქციეთ სუნთქვას: ეცადეთ, ამოსუნთქვა გაახანგრძლივოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს