ექიმებმა დიაგნოზი დამისვეს: წითელი, ბრტყელი სირსველი. მედიკამენტებით მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. გთხოვთ, მითხრათ, არსებობს თუ არა ხალხური საშუალებები ამ დაავადების წინააღმდეგ. პატივისცემით, გ.ფ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი.
დაავადებას ახასიათებს რეციდივული გამონაყარი, რომელსაც თან ძლიერი ქავილი ახლავს. მკურნალობა უნდა დაიწყოთ კალციუმისა და B ჯგუფის ვიტამინების პრეპარატების მიღებით.
ქავილის მოსახსნელად, გირჩევთ ყოველ მეორე ღამით წაისვათ თხის ქონისა და კაკაოს ზეთის ნარევი მალამო (1:1).
შინაგანად უნდა მიიღოთ ფარსმანდუკისა და აფურცელას (1:1) ნარევის ნაყენი. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ მთელი ღამით. მეორე დღეს მიირთვით 1 ჭიქა ნაყენი ყლუპებად. ნაყენის მეორე ჭიქა გარეგანად უნდა გამოიყენოთ ღამით, თუმცა არა ზემოხსენებულ მალამოსთან ერთად.
თუ მათრობელა ლაგოჰილუსს იპოვით, მოამზადეთ ნახარში (3 ს.კ. 0.75 ლ მდუღარე წყალზე) და დააყენეთ თერმოსში მთელი ღამით. მიიღეთ შინაგანად 1/4 ჭიქა, 2 თვის განმავლობაში. ამავე ნაყენით დაიბანეთ დაზიანებული ადგილები დღეში სამჯერ.
თუ სირსველს წყლულოვანი ფორმა აქვს, დაზიანებული მონაკვეთები მრავალძარღვის წვენით უნდა დაიმუშავოთ, აფთიაქის გვირილის ნახარშთან ერთად (1:2).
აგრეთვე, გირჩევთ არყისა და ბერძნული კაკლის ფოთლების, შვრიის ღეროების ცხელი ნახარშის გადავლებას დღეში ორჯერ, 7-8 წუთით, ოღონდ არ გაიმშრალოთ. ღამით კი მიიღეთ აბაზანები ან შემადგენლობით.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.