„ჩემს მეუღლეს დაბალმჟავიანი გასტრიტი აწუხებს. გთხოვთ, მითხარით, როგორ ვიმკურნალოთ ხალხური მეთოდებით? პატივისცემით, ნ.ა.ზორინა“.
წერილს უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ა.ა. ბოგომოლვის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური და კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ივან ჩეკმანი პასუხობს.
ჰიპოაციდური გასტრიტის კლინიკურ სურათში დაავადების გამწვავების დროს დიარეა და მუცლის ტკივილი აღინიშნება. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვლინდება ავიტამინოზი, წონაში კლება, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და ნაწლავების პათოლოგიური პროცესები. კუჭის წვენში მარილმჟავას რაოდენობის შემცირება ან მისი სრულად ამოღება (აქილია) კუჭში მიკროორგანიზმების გასამრავლებლად პირობებს ქმნის, რაც პაციენტის მდგომარეობას აუარესებს. სწორედ ამიტომ, ფიტოთერაპიის მთავარი ამოცანა გასტრიტის გამომწვევი მიზეზების გაქრობა ან მისი გავლენის შემცირება, კუჭის ჯირკვლების სეკრეციის და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობის დარეგულირება, ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მკურნალობის ჩატარებაა.
ჰიპოაციდური გასტრიტის სამკურნალოდ ავოკადოს ნაყოფს (50-100 გრ ჭამამდე) და ხისებრი ალოეს წვენს (10 წვეთი ჭამის წინ) იღებენ. პრეპარატებს დღეში 3-ჯერ იღებენ.
ფორთოხალი. ფორთოხლის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, უჯრედის, კალიუმის, კალციუმის და ფოსფორის ნაერთებს, აზოტურ და საღებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს (A, C, B1, B2). ფორთოხლის წვენში შემავალი ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერება კუჭის ჯირკვლების ფუნქციებს აუმჯობესებს (ჭამის წინ 50-100 მლ წვენი დალიეთ).
ჭაობის კოთხუჯის ძირნაყოფის ნაყენი. 10 გრ ხმელ ძირნაყოფს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ და 50 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ამ ნაყენს ჰიპოაციდური გასტრიტის, ჰიპომენსტრუაციული სინდრომის, პათოლოგიური მენოპაუზის, დაქვეითებული ლიბიდოს და ნევრასთენიის დროს სვამენ. მცენარის ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (აქროლადი და ცხიმოვანი ზეთები, სესქვიტერპენები, მწარე და ფისოვანი ნივთიერებები, ტანინები, ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, ასკორბინის მჟავა, კაროტინი და ა.შ.). რეცეპტორები პირის ღრუს ლორწოვან გარსს აღიზიანებს, ამით კუჭის ჯირკვლების აქტივობას, ნაღვლის და კუჭქვეშა წვენის წარმოებას და გამოყოფას აძლიერებენ.
ჩვეულებრივი ფარმასნდუკის ბალახის ნაყენი. 2 ს/კ ნედლ მასალას 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 2-3 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ, 50-100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. 1 ჩ/კ მცენარის ახალი წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ (რეკომენდებულია თაფლს 1:1 პროპორციით აურიოთ). ფარსმანდუკი უფრო კარგ ეფექტს მოგცემთ, თუ აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში მოამზადებთ. დიდი დოზით ფარსმანდუკის მიღებამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ფარსმანდუკის მოხმარება უნდა შეწყვიტოთ.
კრაზანას ხშირად 99 დაავადების სამკურნალო ბალახს უწოდებენ. კრაზანას ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ანტისპაზმური, შემკვრელი, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, შარდმდენი, ნაღვლმდენი, ნაწილობრივ სისხლძარღვების გამაფართოებელი, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი და ქსოვილების აღმდგენი მოქმედება გააჩნია. კრაზანას ნახარში: 3 ს/კ ნედლ მასალას 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 10 წუთით ადუღეთ და 2 საათით დააყენეთ. 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. კრაზანას ნაყენი: ნედლს 40% ეთილის სპირტი 1:5 პროპორციით დაასხით, 10 დღე დააყენეთ და 40 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
თუ ჰიპოაციდურ გასტრიტს ტკივილი ახლავს, ასეთი ფიტორეცეპტის გამოყენებას გირჩევთ. სამკურნალო სალბის ფოთლების ნაყენი: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 100 მლ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. სამკურნალო სალბი თირკმლების ანთების და ხველის დროს უკუჩვენებულია.
ასეთი ბალახების ნარევის ნაყენიც დაგეხმარებათ: ასისთავას ბალახი, ყვითელი ნაღველას ბალახი, ჭაობის კოთხუჯის ძირნაყოფი, სამყურას ფოთლები, აბზინდას ბალახი, 40% ეთილის სპირტი 3:4:3:2:2:86 პროპორციით. ნაყენი ზოგადი წესით მოამზადეთ, 1-4 წვეთი მიიღეთ, პირში 2-3 წუთით დაიგუბეთ. ტკივილი 10-15 წუთში გაქრება. თუ არ დაგეხმარებათ 1-2 საათში გაიმეორეთ.