ტოქსოპლაზმოზის დროს სტიმულირება შეწყვიტეთ და იმუნიტეტი გააძლიერეთ

171
ფოტო: sciencedirect.com

„შეიძლება თუ არა ტოქსოპლაზმოზის ანტიბიოტიკებით განკურნება? შესაძლოა, რაიმე სხვა მეთოდი არსებობს ამ დაავადების სამკურნალოდ? პატივისცემით პეტრე სურმა“.

წერილს კლუბ „ჯანმრთელობის“ დირექტორი, ექიმი ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო პასუხობს.

ტოქსოპლაზმოზი უჯრედშიდა ინფექციით გამოწვეული იმუნიტეტის დეფექტია, რომლის გადამტანად ითვლება უმი და ხმელი თევზი, კატა და ა.შ. ტოქსკოპლაზმოზი ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად გვხვდება, ამიტომ იმუნიტეტის მხარდაჭერაზე მუდმივად უნდა იზრუნოთ.

კერძოდ, გოგოებმა, მომავალმა დედებმა ორსულობის დროს ტოქსოპლაზმოზის დაავადების თავიდან რომ აიცილონ და ამ ინფექციის მიმართ იმუნიტეტი გაიძლიერონ, სასურველია, მოზარდობის პერიოდში სახლის, მეზობლის ან ბებიის კატასთან 2-3 თვე კონტაქტი ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს და ადამიანებს დაავადების გამწვავების დროს. თუ ორგანიზმში ინფექციის კერა უკვე არსებობს და ორგანიზმი მას ვერ უმკლავდება, იმუნიტეტზე დამატებითმა დატვირთვამ შეიძლება მდგომარეობა მხოლოდ გააუარესოს.

ტოქსოპლაზმოზის გამწვავების პერიოდში, როცა სხეულის ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე იზრდება, შეგიძლიათ ექიმის მიერ გამოწერილი ანტიბიოტიკები მიიღეთ, რომელიც ინფექციებს დათრგუნავს.

დაავადების ქრონიკული მიმდინარეობის დროს იმუნური სისტემის სტიმულირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ორგანიზმში ქრონიკული ინფექციების არსებობა ადასტურებს, რომ ორგანიზმის დამცავი თვისებები უკვე ამოწურულია და სასწრაფო მხარდაჭერა და შევსება სჭირდება.

ამ მიზნით მიიღეთ მაგალითად, შვრიის ნახარში, რომელის საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აუმჯობესებს. 5-6 ს/კ შვრიას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 30-60 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ეს ცხელი ნახარში 1-2 მუჭა ჩირს დაასხით და დილამდე დააყენეთ. გადაწურვა საჭირო არაა. დღის განმავლობაში ნახარში მცირე პორციებით დალიეთ, ხოლო ჩირი შეჭამეთ. ასე საჭმლის მონელებას გააუმჯობესებთ, ღვიძლს და თირკმლებს გაწმენდთ, ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების გაზრდას ხელს შეუწყობთ და იმუნიტეტის ხარისხს გააძლიერებთ.

თუ შვრიის ნახარშით თერაპიის დროს დაავადების გამწვავებას შენიშნავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იმუნიტეტი იზრდება და ინფექციებთან ბრძოლას იწყებს. ამ დროს ანტიბიოტიკების მიღება გონივრული იქნება.

გირჩევთ, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ჭიების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებას. ეს შეიძლება იყოს გოგრის თესლის ზეთი, 1 ჩ/კ ზეთი ჭამის წინ, დღეში 2-ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში დალიეთ. ზეთი პარაზიტებს გამოდევნის და თირკმლებს და ღვიძლს გაწმენდს. შეგიძლიათ 1 ჩ/კ მრავალძარღვას დაქუცმაცებული ხმელი ან ახალი ფოთლები თაფლთან ერთად (1:1) მიიღოთ. სინთეტიკური საშუალებების გამოყენებას ორგანიზმის ინტოქსიკაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად არ გირჩევთ.

საჭმლის მომნელებელი სისტემების და ღვიძლის მუშაობის გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ პრეპარატი „ფორმულა-1“ გამოიყენოთ. თუ საჭმლის მონელების პრობლემა არ გაქვთ, მაშინ „ფორმულა-3“ გამოგადგებათ, რომელიც ღვიძლის მუშაობას ააქტიურებს და ძვლის ტვინის კვებას აძლიერებს იქ, სადაც იმუნური უჯრედები იწარმოება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს