ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომლის დროსაც მისი ფუნქცია ქვეითდება. ეს დაავადება ჩვეულებრვი მტკივნეული შარდვით იწყება. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი, მუცლის ქვედა ნაწილში ჩხვლეტა, ქავილის შეგრძნება, ზოგჯერ ტემპერატურის მატება. ტუალეტში შარდზე გასვლა ხშირდება, მაგრამ შარდი მცირე პორციებით, თითქმის წვეთობით გამოდის. ცისტიტი ხშირად გაციების შემდეგ ვლინდება.
ხალხურ მედიცინაში ცისტიტის სამკურნალოდ სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ..
ხორბლის წყალი: 0,5 ჭიქა მარცვლეული სწრაფად გარეცხეთ და 2 ჭიქა თბილი წყალი დაასხით, ენერგიულად შეანჯღრიეთ. როცა სითხე მოთეთრო გახდება, შეგიძლიათ სამკურნალოდ მიიღოთ: ნახევარი ჭიქა ხორბლის წყალი დღეში 3-4-ჯერ, ჭამისგან დამოუკიდებლად დალიეთ.
შტოში და წითელი მოცვი: შტოშის და წითელი მოცვის ფოთლები როგორც ჩაი დააყენეთ და სურვილის მიხედვით დღის განმავლობაში დალიეთ.
ღვიის კენკრა: 2 ჩ/კ ღვიის დაქუცმაცებულ ნაყოფს 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, წყლის ორთქლზე 10 წუთით გააცხელეთ, გააგრილეთ და გადაწურეთ. 1 ჩ/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
ჭინჭარი: 1 ს/კ ხმელ ფოთლებს ან ფესვებს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი ყოველ 2 საათში დალიეთ (დღეში 150 მლ ნაყენი).
შვრია: ნებისმიერი ჭურჭლის ნახევარი შვრიით გაავსეთ და ბოლომდე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 30 წუთით საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, ამის შემდეგ გულყვითელას ყვავილები დაუმატეთ. თბილად შეფუთეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით გადაწურეთ და დღეში 1 ლიტრა ნაყენი 2 კვირის განმავლობაში დალიეთ.
კამის თესლი: კამის თესლი ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ. 1 ჩ/კ კამის ფქვილს 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1-1,5 საათით დააყენეთ. ნაყენი ჩენჩოსთან ერთად დღეში ერთხელ, უზმოზე, 1 კვირის განმავლობაში მიიღეთ.
მწვავე, ქრონიკული ცისტიტის და შარდის ბუშტის სისუსტის დროს არაყზე დაფუძნებული ვერხვის კვირტების ნაყენით იმკურნალეთ (1:10 პროპორცია, 1 კვირა დააყენეთ). 25-30 წვეთი ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ.