როგორ გავზარდოთ და მოვუაროთ ბეგონიას

0
1236
ფოტო:publicdomainpictures

ბეგონია კონტეინერის ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეა. მისი ყვავილები, რომლებიც ვარდებსა და პიონებს, მიხაკებსა და ანემონებს გვაგონებს, სხვადასხვა შეფერილობისაა, თუმცა არა ლურჯი და ცისფერი. მისი მსხვილი და ჭრილიანი ფოთლებიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

ბეგონიის შეძენის დროს, პორველ რიგში, ყურადღებით დაათვალიერეთ მენარე. შეარჩიეთ მხოლოდ მკვრივი და გლუვი ბოლქვები, დაზიანების, მავნებლებისა და დაავადების კვალის გარეშე.

როგორ დავიცვათ ბეგონია დაავადებისგან

აპრილის შუა რიცხვებში, ანუ დარგვამდე 3-4 კვირით ადრე, ბეგონიის ბოლქვები უნდა ამოცენდეს. ამოცენებამდე, დაამუშავეთ ისინი ფუნგიციდით (ვიტაროსი, მაქსიმი), ინსტრუქციის მიხედვით. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ სოკოვანი დაავადების კერა გაანადგუროთ.

ბეგონიის ამოცენება ნიადაგში

ჩაყარეთ ჭურჭელში ნოტიო ნიადაგი 4-5 სმ სიმაღლეზე და დაალაგეთ ბოლქვები ზემოდან, უბრალოდ ოდნავ დააჭირეთ თითი. თუ ნიადაგის სისველის შენარჩუნებას მოახერხებთ, შეგიძლიათ, ზემოდან არაფერი დაახუროთ, თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, დაახურეთ პოლიეთილენის პარკი ან პლასტმასის კონტეინერის თავსახური. დადგით ნათელ და თბილ ადგილას.

ბოლქვების ამოცენება ტორფის ხავსში

არსებობს ბოლქვების ამოცენების სხვა მეთოდიც, მაგალითად, ტორფის ხავსში ამოცენება. საქმე ისაა, რომ სფაგნუმი მაღალი გიროსკოპიით გამოირჩევა და დიდხანს ინარჩუნებს სითხეს. გარდა ამისა, მას აქვს სადეზინფექციო და ანტიბაქტერიული თვისებები, რადგან შეიცავს ანტიბიოტიკებს, რომლებიც ბოლქვებს ბევრი დაავადებისა და დაზიანებისგან იცავს. შედეგად, ფუნგიციდებით დამუშავება საჭირო არაა.

მოათავსეთ ჭურჭელში 5-6 სმ სიმაღლის ხავსი და დაახურეთ სუფთა ქსოვილი. კარგად დაასველეთ. ჭარბი სითხე გადაღვარეთ.

მოათავსეთ ბოლქვები სველი ქსოვილის ზედაპირზე. შემდეგ მოიქეცით ისე, როგორც წინა მეთოდშია ნახსენები.

ყურადღება მიაქციეთ ტენიანობას, ბოლქვის ამოსაცენებლად, ისინი პულევიზატორით უნდა მორწყოთ, განსაკუთრებით, თუ ზემოდან არაფერი ახურავს.

2-3 კვირაში გაჩნდება პატარა ფუფხები და პირველი მორჩები 4-5 სმ-ს მიაღწევს. ეს იმის ნიშანია, რომ ბოლქვები კონტეინერში გადასარგავად მზადაა.

ბეგონიის გადარგვა კონტეინერში

როგორც თითქმის ყველა ბოლქვიანი მცენარე, ბეგონია ვერ იტანს წყლის შეკავებას. ამიტომ, კონტეინერის ფსკერზე აუცილებლად მოამზადეთ დრენაჟი დაფქული კერამზიტის აგურით, 5 სმ სიმაღლეზე. კონტეინერის დარჩენილი ნაწილი გაავსეთ მსუბუქი ნეიტრალური რეაქციის მქონე ნაყოფიერი ნარევით. შეურიეთ 1 წილი ტორფი, 1 წილი ნეშომპალა, 3 წილი ნაკელიანი ან ნაყოფიერი ბაღის მიწა და 0.5 წილი ქვიშა.

თუ მჟავე ტორფს იყენებთ, დაუმატეთ 1 ჭიქა ხის ნახშირი ან 3 ს.კ. ფქვილი 5 ლ მასაზე. ნიადაგის ნესტშეწოვის უნარის გასაუმჯობესებლად, დაუმატეთ 1 ჭიქა პერლიტი ან ცოტაოდენი დაქუცმაცებული სფაგნუმი. საუკეთესო შედეგს იძლევა ნიადაგში ჰიდროგელის გრანულების დამატება. დატკეპნეთ ნიადაგი, რათა მორწყვის დროს ზედმეტად არ დაიტკეპნოს. დასარგავი თხრილები იმ გათვლით გააკეთეთ, რომ ნიადაგის მასამ ბოლქვი არაუმეტეს 1 სმ-თი დაფაროს.

მორწყეთ ბეგონია მხოლოდ თბილი წყლით. ცივი წყლით მორწყვის შემთხვევაში, თხელი ქერქის უჯრედები იღუპება, რაც უარყოფითად მოქმედებს ბოლქვისა და მცენარის განვითარებაზე, თუმცა ამას მაშინვე ვერ შენიშნავთ.

ყინვების დასრულების შემდეგ, მოათავსეთ კონტეინერი ნახევარჩრდილში. მზის ქვეშ ფოთლები კარგავს დეკორატიულობას, ფერმკრთალდება, ბოლოები ხმება, ხოლო ყვავილები დროზე ადრე ცვივა. ეს განსაკუთრებით მსხვილყვავილიან სახეობებს ეხება. ძლიერი დაჩრდილვის დროს კი ბეგონია ძლიერად იწელება და სუსტად ყვავის.

ზრდის დასაწყისში, 2-3-ჯერ შეასუქეთ ბეგონია აზოტის სასუქით, 7-10-დღიანი ინტერვალებით. მას შემდეგ, რაც ბეგონია კვირტებს გამოიღებს, შეასუქეთ კომპლექსური მინერალური სასუქით (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და მიკროელემენტები), იმავე ინტერვალებით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი