პომიდორი მიწათმოქმედების საყვარელი ბოსტნეულია. მისი უხვი მოსავლის მისაღებად კი საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამ ნაზ ბოსტნეულს სჭირდება მოვლა, სასუქი და კარგი ნიადაგი. როგორ შევათავსოთ ეს ყველაფერი? ამის შესახებ დღეს ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
ჩვენმა რედაქციამ მოაგროვა სასარგებლო რეკომენდაციები პომიდვრის მოყვანასთან დაკავშირებით. პირველი, რითიც უნდა დაიწყოთ – ესაა ნაყოფიერი ნიადაგი. ჩვენ მოგიყვებით, როგორი სასუქი უნდა გამოიყენოთ და როგორ მოუაროთ ბოსტნეულს.
პომიდვრის მოსავალი
გასაგებია, რომ კარგი მიწათმოქმედი პომიდვრის დარგვისთვის გაცილებით ადრე ემზადება. აგრეთვე, გაზაფხულზე უნდა მომზადდეს ნიადაგიც: საჭიროა მისი დაბარვა და შესუქება. შედეგად, შესანიშნავ მოსავალს მიიღებთ. ახლა კი სასუქზე უფრო დავწრილებით ვისაუბროთ.
სასუქი
- ფოსფორისა და კალიუმის სასუქი
ისინი ნებისმიერი ნიადაგისთვის გამოგადგებათ. მოაბნიეთ სასუქი მიწის ზედაპირს და დაბარეთ თხრილები. მიწის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში, საჭიროა კირის დამატებაც.
- ფრინველების სკორე
საჭიროა მწყერის სკორე – იგი ყველა აუცილებელ ორგანულ სასუქსა და აზოტს შეიცავს. მოაყარეთ სასუქი თხრილებს, რომლებშიც პომიდვრის დარგვას აპირებთ. გარდა ამისა, მას შეგიძლიათ სუპერფოსფატებიც დაუმატოთ. ამ შემთხვევაში, თხრილები სრულყოფილად გამოიკვებება.
- ნეშომპალა და ხის ფერფლი
ამ სასუქების დახმარებით, ნიადაგი გაიჟღენთება მსუბუქი და სასარგებლო მიკროელემენტებით.
აგრეთვე, არ გამოიყენოთ მინერალური სასუქები. ისინი ნაყოფის ყვავილობის დროს თუ იქნება სასარგებლო. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მცენარის ფესვების ფორმირება, ამიტომ საგაზაფხულო სასუქი სავსებით საკმარისია. სასუქის სიჭარბე მცენარისთვის უფრო მავნეა, ვიდრე სასარგებლო.
- საფუვრის ხსნარი
ეს ხსნარი უნდა გამოიყენოთ გაზაფხულზე, დარგვის წინა დღეს. შეურიეთ კალიუმის პერმარგანატი (მარგანცოვკა) და 10 გ საფუარი 1 სათლ წყალს. საფუარი 1 დღე უნდა დაყენდეს. ერთ თხრილში 220 მლ ხსნარი უნდა ჩაღვაროთ.
- ხის ფერფლი და ჰუმუსი
უპირველეს ყოვლისა, მიწა ფერფლით უნდა დაამუშავოთ. იგი დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა ნიადაგის ნაყოფიერებისთვის. 100 გ ფერფლი 1 თხრილზე. ასევე, ნერგების ჩარგვის შემდეგ, მოაყარეთ ზემოდან შავი მიწა ან კომპოსტი. ამის შემდეგ, შეგიძლიათ ჰუმუსის გამოყენებაც. დარგვიდან 10 დღეში, დაამუშავეთ ნიადაგი წყლისა და ქათმის სკორეს ხსნარით. გამოიყენეთ 1:15 თანაფარდობა. მოასხით ხსნარი მიწას. ზემოდან მოაყარეთ ხის ფერფლი. შედეგად, მიიღებთ ორმაგ სასუქს.
- ხახვის ნაჭუჭი
დასარგავ თხრილებში უნდა მოათავსოთ მშრალი ხახვის ნაჭუჭი. პირველ რიგში, ნაჭუჭი ხელს უწყობს ნერგის ზრდას, აგრეთვე, იცავს მავნებლებისგან. მეორეც, იგი ეხმარება პომიდორს დაბალი ტემპერატურის ატანაში. აგრეთვე, ნაჭუჭი უზრუნველყოფს პომიდვრებს სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც მცენარის ნაყოფიერებაზე ახდენს გავლენას. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში ეთერზეთებიცაა, რომლებიც კარტოფილის ხოჭოებს ებრძვის.
პომიდვრის მოვლა
ივნისში კიდევ ერთხელ შეასუქეთ მცენარე საფუვრის ხსნარით. აიღეთ 50 გ 1 სათლ წყალზე. 1 ბუჩქზე საჭიროა 1 ლ ხსნარი. ივლისში შეზღუდეთ მორწყვა – კვირაში ერთხელ საკმარისია. ამრიგად, ნაყოფი არ დასკდება. გარდა ამისა, ნაყოფის სწრაფად გაწითლებისთვის, დაუმატეთ წყალს 1 ჩამჩა ნიშადურის სპირტი.
სულ ესაა, მალე პირველ მოსავალს მიიღებთ. წარმატებები!