დეკაბრისტი: მოვლისა და ყვავილობის თავისებურებები

0
2541
ფოტო: Peter coxhead on wikimedia

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ პუანსეტიას, იმავე დეკაბრისტის მოვლისა და ყვავილობის თავისებურებებს.

დეკაბრისტის მოვლის პირობები

მოვლის ოპტიმალური ტემპერატურა

ზამთარში დეკაბრისტის მოვლის ოპტიმალური ტემპერატურაა 16-18°С, თუმცა, არანაკლებ 15°С. საქმე ისაა, რომ მაღალ ტემპერატურაზე მცენარე არ იღუპება, თუმცა ყვავილოვან კვირტებს ვერ ისხამს.

17-20°С ტემპერატურა ხელს უწყობს ყვავილოვანი კვირტების გამოყოფას, თუმცა, მხოლოდ მოკლე დღეების შემთხვევაში. 10-15°С-ზე ყვავილოვანი კვირტები დღის ხანგრძლივობის მიუხედავად ჩნდება, 10°С-ზე ნაკლები ტემპერატურა კი ბუტონების გაჩენას ხელს უშლის.

ადგილი დეკაბრისტის მოსათავსებლად

დეკაბრისტი უპირატესობას ანიჭებს ნათელ, თუმცა არა მზიან ადგილს. გაზაფხულსა და ზაფხულზე მას ნახევარჩრდილი და გაფანტული სინათლე სჭირდება, ყვავილობის პერიოდში კი დადგით იგი სამხრეთ ფანჯარასთან, რომელიც მზის მკვეთრი სხივებისგანაა დაცული.

დეკაბრისტის ბუტონიზაციისა და ყვავილობის დროს, არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ ყვავილის გადადგმა ან სინათლისჯენ მიტრიალება, თორემ კვირტები და ყვავილები ჩამოსცვივდება.

შლუმბერგერას ყვავილობისა და ზრდის პერიოდში, თვეში ორჯერ უნდა შეასუქოთ მინერალური და ორგანული სასუქების ხსნარით და პერიოდულად შეაშხეფოთ ისინი.

ნიადაგი დეკაბრისტისთვის

ფოტო: Maja Dumat on flickr

მცენარე რომ წარმატებით განვითარდეს, მას სჭირდება ფხვიერი, ჰაერგამტარი ნიადაგი (ფოთლების, სკორეს, ნეშომპალას, ტორფისა და ქვიშის ნაზავი – 6:1:4:2:2), ასევე, დრენაჟი ქოთნის სიმაღლის მესამედამდე.

დეკაბრისტის გადარგვა

დეკაბრისტი აყვავებისთანავე უნდა გადარგოთ, ახალგაზრდა მცენარე – წელიწადში ერთხელ, ზრდასრული – აუცილებლობისამებრ, ყოველ 2-3 წელიწადში, ხოლო დიდი ეკზემპლარები 4-5 წელიწადში უნდა გადაირგოს.

დეკაბრისტის გადასარგავად ყველაზე უფრო შესაფერისი დროა სიმშვიდის პერიოდის დასასრული (მარტის შუა რიცხვები).

გამრავლება

დეკაბრისტი კარგად მრავლდება ღეროვანი კალმებით. 2-3-სეგმენტიან ზრდასრულ კალმებს აშორებენ მცენარეს, ჭრილს აყრიან ხის ნახშირს და ახმობენ. დეკაბრისტი ქვიშისა და ტორფის ნოტიო ნარევში უნდა დაფესვიანდეს.

დამყნობა

ფოტო: Silvestresbrasileiros on wikimedia

შეგიძლიათ, შლუმბერგერა სხვა კაქტუსს, მაგალითად, ოპუნციას მიამაგროთ. არ დაახუროთ თავი კალმიან ქოთანს, 2 კვირის შემდეგ იგი ზრდას დაიწყებს. ასეთი დამყნობა საინტერესო ფორმების მიღებაში დაგეხმარებათ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი