მცენარეები, რომლებიც სახლში ჰაერს წმენდს და გვიცავს

0
568
ფოტო: Peter Griffin on publicdomainpictures

ცხოვრების 2/3-ზე მეტს ჩვენ დახურულ სივრცეში ვატარებთ. აქ არ ხმაურობს ტყე, არ გვატყდება თავს ციკლონები, არ გვესხმება თავს წვიმა. ამაში, რომ იცოდეთ, ჩვენი ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხე მდგომარეობს. ექიმების მონაცემებით, ყოველი მეხუთე ადამიანი, რომელიც დროის დიდ ნაწილს შენობაში ატარებს, უჩივის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

ქიმია და ცხოვრება

ითვლება, რომ დაბინძურებაში მთავარი დამნაშავე ტექნიკური პროგრესია. თუმცა, ეს ცრურწმენაა. რა თქმა უნდა, სინთეტიკური სარეცხი საშუალებები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ჰაერს აბინძურებს. თუმცა, ძირითადი წვლილი თავად ჩვენ შეგვაქვს.

ადამიანის ორგანიზმი მცირე ენერგეტიკული სადგურია. საკვების გადამუშავებისას, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს ატმოსფეროში ამიაკსა და ამინონაერთებს, წყალბადის ოქსიდს, ნახშირწყალბადებს, აცეტონს, ეთანოლს, აცეტალდეჰიდს, გოგირდწყალბადს, ფენოლს… პრობლემის გადასაჭრელად, სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სახლის მოსაპირკეთებელი საშუალებების შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ მათ, რომლებიც უზრუნველყოფს ჰაერის უფრო ინტენსიურ მიმოცვლას, უფრო ხშირად გაანიავეთ შენობა, განსაკუთრებით, თუ ოთახი ძლიან პატარაა ადამიანთა იმ რაოდენობისთვის, რომელიც მასშია.

300 წლით უკან, “ყველაფერი ნატურალურის” ეპოქაში რომ დავბრუნდეთ, შეგეშინდებოდათ, რომ გაგეგოთ, რომელი ნივთიერებების ნარევით ამზადებდნენ სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს (მაგალითად, აგურს შიდა კედლებისთვის), აგრეთვე, კოსმეტიკას, ქსოვილებსა და სხვა მრავალ მასალას. თუთია, ტყვია, ვერცხლისწყალი, ციანიდური კალიუმი, დარიშხანი იმ დროისთვის ხშირად გამოყენებადი კომპონენტები იყო.

ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა, მათ გამოვმშვიდობებოდით და გვეხმარება წინსვლაში. რა თქმა უნდა, თითოეულ ტექნოლოგიასა და ნებისმიერი სახის მასალას თავისი ისტორია და თავისებურებები აქვს. თუმცა, ზოგადად მოქმედებს წესი: რაც უფრო ძვირია და გვიანაა ეს მასალა შექმნილი, მით უფრო უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

თუ რემონტს აპირებთ, ეცადეთ, მოიშოროთ ძველი ავეჯი, რომელიც პლასტმასისა და დსპ-სგანაა დამზადებული, ლინოლეუმი და შპალერი. მათი მასალები ნაკლებად სრულყოფილი ტექნოლოგიებითაა დამზადებული, ამასთან, დროთა განმავლობაში, მათი ქიმიური განადგურება დაჩქარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ მავნე ნივთიერებას გამოყოფს.

იონები

ძლიერი წვიმები, ზღვის მოქცევები და ჩანჩქერის მოძრაობა, მცენარეების ცხოველქმედება იწვევს იმას, რომ ჰაერში ჟანგბადის მოლეკულების ნაწილში ჩნდება ზედმეტი ელექტრონი და ბიოლოგიურად აქტიურ აეროიონად იქცევა. ცნობილმა ბიოფიზიკოსმა დაამტკიცა ამ “ჰაერის ვიტამინების” აუცილებლობა ადამიანისა და ცხოველების სიცოცხლისთვის. ექიმები თვლიან, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, 1 კბ. სმ.-ზე არანაკლებ 600 აეროიონი უნდა იყოს.

დახურულ შენობებში უარყოფითად დამუხტული ნაწილაკების კონცენტრაცია გაცილებით დაბალია – რიგ შემთხვევებში, იგი კბ. სმ.-ზე მხოლოდ 50-ს უდრის. სასარგებლო აეროიონებს “კლავს” ტელევიზორი, კომპიუტერი, სხვა ელექტროტექნიკა, რომელიც მოლეკულებს დადებით მუხტს აძლევს. სავენტილაციო შახტების, კონდიციონერებისა და ჩვეულებრივი ფარდის გავლის შემდეგაც კი, ჰაერი კარგავს უარყოფით მუხტს და ჩვენთან უკვე დაუმუხტავად აღწევს.

ჰაერის “ცუდი” იონიზაცია იწვევს გადაულახავი დაღლილობის შეგრძნებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ქრონიკული დაავადებების განვითარებას, თავის ტკივილებს, დეპრესიას. სწორედ ამიტომ, სახლსა და სამსახურში ჰაერის იონიზატორები ძალიან კარგი გამოსავალი იქნება. ახლა უკვე ზოგიერთი მწარმოებელი კონდიციონერებსა და ჰაერის დამატენიანებლებსაც აღჭურვავს იონიზაციის ფუნქციით. ოთახის მცენარეები ჰაერის ბუნებრივი იონიზატორებია. ამ ფუნქციას განსაკუთრებით კარგად ართმევენ თავს გვიმრა, ციპერუსი და ხვიარა მცენარეები.

ჰაერის ოკეანე

ჩვენთვის ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურაა 40-60%, თუმცა, გამათბობლების სეზონზე ბინაში იგი 15%-ით მცირდება, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჰარის უდაბნოში (იქ 25%-ზე მეტია). შედეგად, ვიღებთ კანის სიმშრალესა და დაბერებას, თვალების გაღიზიანებას. დაბალი ტენიანობის შემთხვევაში, მტვრის ნაწილაკები ჰაერში განსაკუთრებით მეტხანს ჩერდება, რაც ზრდის ალერგენებისა და ტოქსიკური ნაერთების რაოდენობას, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ყოველი ჩასუნთქვისას ხვდება. ამ პრობლემის გამოსწორებაში დაგეხმარებათ რეგულარული სველი დალაგება, ჰაერის დამატენიანებლების გამოყენება.

ჰაერს კარგად ატენიანებს ოთახის მცენარეები, რომლებსაც ბევრი და მსხვილი ფოთლოვანი სტრუქტურა აქვს: გვიმრა, დიზიგოთეკა, მონსტერა, კალათეა, სპატიფილუმი, ფიკუსი, შეფლერა.

პატარა, თუმცა ბოროტი

ზამთარში, გაციებისა და გრიპის სეზონზე, ჩვენ სულ უფრო ხშირად გვახსენდება ჩვენი უხილავი მეზობლები. ბაქტერიები, ვირუსები და სხვა არაუვნებელი მიკროორგანიზმები აქტიურდება თბილ, ბნელ და ჩახუთულ შენობაში, ჩვენ კი, იმუნიტეტის შემცირდებასთან ერთად, ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე ვხდებით.

როგორც მტვერთან, ბაქტერიებთან ბრძოლაში კარგ შედეგს იძლევა სველი დალაგება, განსაკუთრებით, ორთქლმწმენდის გამოყენება. თუმცა, შენობაში მავნე მიკრობების რაოდენობის შემცირებაში მთავარ როლს ასრულებენ ოთახის მცენარეები. თითოეული მათგანი გამოიმუშავებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა დამახასიათებელ ნაკრებს, რომელიც გვიცავს მავნებლებისა და დაავადებებისგან. საკმაოდ ხშირად, ასეთ ნივთიერებებს (ფიტონციდებს) აქვთ უნარი, დაამარცხონ ადამიანისთვის მავნე მიკრობები და უშუალოდაც კი იმოქმედონ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ოთახის მცენარეები წმენდს ჰაერს მავნე ნაერთებისგან. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებას შთანთქავს და ამუშავებს ანტურიუმი, ეპიფიტური მცენარეები (ორქიდეა), დრაცენა, ქლოროფიტუმი, სპატიფილუმი.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი