როგორ დავიცვათ მარწყვი მავნებლებისგან და დაავადებებისგან.

910
ფოტო: publicdomainpictures

მარწყვით პირის ჩატკბარუნება ბავშვებსაც და უფროსებსაც უყვართ, ამიტომ ბაზარში ამ კენკრაზე მოთხოვნა ყოველწლიურად უცვლელად მაღალია.

ზოგჯერ მებაღეები წუწუნებენ, რომ კენკრის მოსავალი ისეთი კარგი არაა, როგორც წინათ, რომ მარწყვს რაღაც დაავადება შეეყარა, რისგანაც ხსნა არაა.

ერთ მშვენიერ დღეს კვლების ნახვისას აღმოაჩენენ, რომ მარწყვი დამჭკნარი, ფოთლები კი დახვეული, დახვრეტილი ან ობობის ქსელში გახვეულია.

კენკრა გამუქებული, ან რაღაც უცნაური ნადებით დაფარულია. რა უნდა გააკეთოთ? როგორ უნდა მიიღოთ მარწყვის კარგი მოსავალი და ყველა უსიამოვნებისგან გადაარჩინოთ?

მარწყვის დამუშავება დაავადებებისა და მავნებლების საწინააღმდეგოდ

გაზაფხულზე მავნებლების საწინააღმდეგოდ მარწყვის დამუშავების უამრავი რეცეპტი არსებობს და მათი ჩამოთვლა შეუძლებელია.

„პაპარაცი“ გთავაზობთ ძლიერი ნარევის რეცეპტს მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ, რომელიც ერთ-ერთმა მკითხველმა გაგვიზიარა.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ იოდი
  • 0,5 ჩ/კ ბორის მჟავა
  • 2 ს/კ არყის კუპრი
  • 2 ს/კ ნიშადურის სპირტი
  • 1 ჩ/კ სოჭის ზეთი
  • 200 მლ დიასახლისის საპნის კონცენტრირებული ხსნარი

მომზადება:

  1. თავდაპირველად 10 ლ წყლით სავსე ჭურჭელში სამუშაო ხსნარი მოამზადეთ, რომელიც დამატებით წყლით უნდა გააზავოთ.
  2. ჭურჭელში ჩაის კოვზი იოდი გააზავეთ.
  3. ბორის მჟავა და არყის კუპრი დაუმატეთ.
  4.  ამ ძლიერი ნარევის შემდეგი ინგრედიენტები 2 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი და ჩაის კოვზი სოჭის ზეთი იქნება.
  5. ბოლოს დიასახლისის საპნის ხსნარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სამუშაო ხსნარი მზადაა.
  6. ახლა ეს შეგიძლიათ სარწყავს დაუმატოთ. 10 ლ წყალზე ნახევარი ლიტრი სამუშაო ხსნარი გამოიყენეთ.

ამ ხსნარით ასევე შეგიძლიათ დაამუშაოთ ვარდი, ვაშლი, მოცხარი, ქლიავი, ატამი, ალუბალი, ჟოლო. ისინი მადლობას ისეთი მოსავლით გადაგიხდიან, რომელიც ადრე არც კი დაგსიზმრებიათ!

ვაშლს, მსხალს და ქლიავს ჭიების და ლპობის გარეშე წვნიანი ნაყოფი აქვთ. მოკლედ, ძლიერი საშუალება არა მხოლოდ მარწყვის, არამედ მთელი ბაღის მოსავალს გადაარჩენს. ასე რომ, მის გამოყენებას ყველას გირჩევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს