ცხრატყავა: კენკრის სასარგებლო თვისებები

0
542

ცხრატყავა, იგივე წერწა ახალგაზრდობისა და სილამაზის კენკრაა. იგი პირველი მწიფდება, ჯერ კიდევ მარწყვამდე. სამწუხაროდ, მისი შეძენა საკმაოდ პრობლემატურია, თუმცა, ყველას შეუძლია გემრიელი და სამკურნალო კენკრის გაზრდა თავის ნაკვეთზე.

როგორ გამოიყენება წერწას კენკრა

ცხრატყავას კენკრას უჩვეულო, პიკანტური გემო და სასიამოვნო არომატი აქვს. მისი გემო შეიძლება იყოს ტკბილი ან მჟავე-ტკბილი, სიმწარით ან მის გარეშე, მარწყვის ან მოცხრის არომატით. კენკრის ფორმა დამოკიდებულია სახეობაზე და შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს: ოვალური, წვეთის ფორმის, კვერცხისებრი. ფერითა და გემოთი კენკრა ცოტათი ჰგავს მოცვისა და მოცხრის მწიფე კენკრას.

კენკრისგან ამზადებენ ღვეზელებს, ვარენიკებს, მორსებს, მურაბებსა და ჟლეებს. შეიძლება ენკრის გაყინვა ან მისგან გაჯერებული გემოსა და სურნელის სამკურნალო ღვინის ან ლიქიორის მომზადება.

ცხრატყავას ნედლი კენკრის კალორიულობა 30-40 კკალ-ს უდრის, ამიტომ ეს კენკრა გამოიყენება დიეტურ და სამკურნალო კვებაში. კენკრა არ შეიცავს ცილებსა და ცხიმებს. შეგიძლიათ მისი დახმარებით რამდენიმე კგ დაიკლოთ და ორგანიზმი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით შეავსოთ.

წერწას სასარგებლო თვისებები

წერწას რთული ქიმიური შემადგენლობა აქვს. იგი ზღაპრულად მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით.  ამის წყალობით, ცხრატყავა არამხოლოდ საკვები, არამედ სამკურნალო-საპროფილაქტიკო პროდუქტიცაა. ელემენტების რაოდენობრივი და ხარისხიანი შემადგენლობა შეიძლება რამდენადმე შეიცვალოს კლიმატური პირობების ან სახეობის მიხედვით.

ცხელ ამინდში, კენკრა მეტ შაქარს იგროვებს, ტენიან და გრილ ამინდებში კი – მეტ ასკორბინის მჟავას. კენკრა შეიცავს ვიტამინებსაც: В1,В2,В9, Р, А; ქიმიურ ელემენტებსაც (100 გრამზე): 70 მგ კალიუმი, 21 მგ მაგნიუმი, 35 მგ ფოსფორი, 19 მგ კალციუმი, 35 მგ ნატრიუმი, 90 მკგ იოდი, აგრეთვე, სილიკონი, რკინა, სპილენძი, სტრონციუმი, მარგანეცი, ალუმინი. კენკრის შემადგენლობაში შედის ლიმონის, მჟაუნ, ვაშლისა და ქარვის მჟავები, პექტინები, ტანინები, P-აქტიური პოლიფენოლები.

კენკრა ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე მეტალების მარილებს, აქვს შარდმდენი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის. კენკრის წვენით იზელენ ჭრილობებსა და დამწვრობებს. კენკრის ნაყენი გვეხმარება ანემიის, ავიტამინოზის, ჰიპერტონიის დროს. სასარგებლო თვისებები არამხოლოდ კენკრას, არამედ ყვავილებს, ფოთლებს, მერქანსა და ტოტებსაც აქვს.

წერწას სამკურნალო რეცეპტები

კენკრის ნაყენი: 1 გადავსებული ს.კ. კენკრას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით. მიირთვით საერთოგამაძლიერებელი სასმელი 0.5 ჭიქის ოდენობით, დღეში 3-4-ჯერ.

ფოთლებისა და ყვავილების ნაყენი: 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 20 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 20-30 წუთით. მიიღეთ შინაგანად თირკმლების დაავადების, დიარეის, შეშუპების დროს, 1 ს.კ. დღეში სამჯერ. გარეგანად – ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს, სავლების სახით, თვალის ანთების, ჭრილობებისა და დამწვრობის დროს – ჩამოსაბანად.

გამაძლიერებელი სავლები სუსტი და უსიცოცხლო თმისთვის: 1-2 მუჭა წერწას ნედლ ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30-40 წუთით, გადაწურეთ და გაივლეთ თმა. ეფექტის გასაძლიერებლად, ხარშვისას დაუმატეთ გვირილა და ჭინჭრის ფოთლები.

ფოთლების, ყვავილებისა და ტოტების ნახარში: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ხმელ ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 15-20 წუთით, გააგრილეთ და გადაწურეთ. ეფექტურია როგორც მატონიზებელი  და გამოსაშრობი საშუალება ცხიმიანი კანისთვის. გაგრილებული ნახარშით იწმენდენ სახეს დაბანის შემდეგ. შეგიძლიათ, ნახარში ყინულის ფორმებში გაყინოთ და მიღებული კუბებით დაიზილოთ სამასაჟე ზოლები.

ცხრატყავას ნიღაბი კანის გამოსაკვებად და გასაახალგაზრდავებლად: დაჭყლიტეთ 1 ს.კ. კენკრა, დაუმატეთ 2 ს.კ. არაჟანი ან კეფირი, 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი, მოურიეთ და წაისვით სახეზე 15 წუთით. ჩამოიწმინდეთ თბილ წყალში ჩალბობილი ხელსახოცებით ან ბამბის დისკებით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ეს ნიღაბი კარგია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, თუ კომპონენტებზე ალერგიული რეაქცია არ გაქვთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი