მწვანე სასუქი: რაფსი და მდოგვი

0
716

ნაკვეთიდან დაავადებების, მავნებლების და სარეველების მოშორებაში (თან ერთი ხელის მოსმით) დაგეხმარებათ მწვანე სასუქი ჯვაროსანთა ოჯახიდან: რაფსი, ასევე მდოგვი – სარეპტის, შავი და თეთრი. ეს კულტურები დაბალ ტემპერატურას ადვილად უძლებენ, ამიტომ სათბურში შეგიძლიათ უკვე შუა მარტში დარგოთ.

როგორ რგავენ მწვანე სასუქს?

გაზაფხულზე დარგვა

მწვანე სასუქმა ნაკვეთს სარგებელი რომ მოუტანოს, 3 კვირა გაზრდა აცადეთ. შემდეგ ნიადაგთან ერთად დაბარეთ.

დასათესად შეგიძლიათ პირდაპირ მიმოფანტოთ. შემდეგ თესლები ფოცხით ნიადაგში დარგეთ.

3 კვირის შემდეგ მცენარის მწვანე მასა მოჭერით, დააქუცმაცეთ, სათბურის კვლებზე მიმოფანტეთ და დაბარეთ, მაგრამ ძალიან ღრმად არა – 3-4 სმ საკმარისია. თუ ძალიან ღრმად დარგავთ, ცუდად დაიშლება და ნაკლებ სარგებელს მიიღებთ.

მწვანე სასუქის ჩამარხვის შემდეგ კვლები უხვად უნდა მორწყათ და 1 კვირა დაელოდოთ. შემდეგ შეგიძლიათ ბოსტნეულის დარგვას შეუდგეთ.

შემოდგომაზე დარგვა

ნიადაგის გასაჯანსაღებლად სეზონის ბოლოს შეგიძლიათ მარცვლოვანთა ოჯახის (ჭვავი, შვრია) ან ჯვაროსანთა ოჯახის (მდოგვი, ბოლოკი) მწვანე სასუქის მცენარეები გამოიყენოთ.

თუ სათბური სარეველებით სავსეა, არჩევანი მარცვლოვან მცენარეებზე გააკეთეთ. სჯობს ჭვავი გამოიყენოთ და აგვისტო-სექტემბერში მოსავლის აღების შემდეგ დათესოთ. გაზაფხულზე, შუა აპრილში მოთიბეთ და მულჩირებისთვის გამოიყენოთ. ნიადაგი დარჩენილ ფესვებთან ერთად დაბარეთ.

ნიადაგის დეზინფექციისთვის თეთრი მდოგვი და ბოლოკი გამოგადგებათ. ზაფხულის ბოლოს ან მარტის პირველ რიცხვებში დათესეთ, ხოლო ნერგების (წიწაკა, ბადრიჯანი, პომიდორი, კიტრი) დარგვისთვის მოთიბეთ და მიწა 10-15 სმ სიღრმეზე მოთოხნეთ.

როგორ მუშაობს მწვანე სასუქი?

სარეველების საწინააღმდეგოდ

ზრდის დროს მწვანე სასუქი ნიადაგში გამოყოფს დიდი რაოდენობით სპეციფიკურ ნივთიერებას – გლიკოზიდებს, რომლებიც მავნე მცენარეების ზრდას აფერხებენ.

დაავადებების საწინააღმდეგოდ

ჯვაროსანთა ოჯახის მცენარეები შეიცავენ ბევრ ეთერზეთს, რომლებიც ძლიერ აფერხებენ ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა შავი ფეხი, ფესვების ლპობა, სხვადასხვა ჭკნობა, რიზოქტონიოზი და ქეცი.

მავნებლების საწინააღმდეგოდ

აქაც ეთერზეთები მოქმედებენ. ჩვენთვის, ადამიანებისთვის მდოგვის სუნი და გემო მიმზიდველია, ხოლო ხოჭოები მათ ვერ იტანენ (როგორც რაფსის და ბოლოკის სუნს). ეს მცენარეები განსაკუთრებით არ უყვართ მრგვალ ჭიებს და ტკაცუნა ხოჭოს.

მდოგვს და რაფს გრძელი, განშტოებული ფესვები აქვთ. ისინი მიწაში ღრმად აღწევენ და მას ჭიაყელებზე არანაკლებ აფხვიერებენ. ამასთან უხვი პატარა ფესვები ნიადაგის პატარა ნაწილებს ერთ მთლიანად კრავს და ამით მიწას ეროზიისგან იცავს.

თუ რაფსს და მდოგვს ყოველ წელს დარგავთ, რამდენიმე წელში ნიადაგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებ. ასე რომ, სათბურით მისი შეცვლა არ მოგიწევთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი