საიდუმლო ხრიკები, როგორ დავრგოთ და მოვუაროთ დაიკონს

269
ფოტო: PxHere

დაიკონი ღია და დაცულ ნიადაგში იზრდება.

შემოდგომაზე ან ნაადრევ გაზაფხულზე ღია ნიადაგში დათესვის წინ მიწას უმატებენ ნეშომპალას ან კომპოსტს (1 კგ 1 მ²-ზე) და მინერალურ სასუქს: ამონიუმის სულფატი და კალიუმის სულფატი – 20 გრ 1 მ²-ზე, სუპერფოსფატი – 40 გრ მ²-ზე.

როდის და როგორ დავთესოთ დაიკონი

დაიკონის დასათესად საუკეთესო დროა ივლისის მეორე ნახევარი. ამ შემთხვევაში მცენარის აყვავილების თავიდან აცილება შეიძლება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს პირობებში დაიკონის ყვავილობის პერიოდში გადასვლა დაჩქარებული, ხოლო ძირნაყოფის ფორმირება შენელებულია. ზაფხულის მეორე ნახევარში დღის სინათლის სიგრძე მცირდება, აყვავილებული ყლორტების ფორმირება ფერხდება და ძირნაყოფი უფრო უკეთ ვითარდება.

გვიან შემოდგომაზე მოსავლის ასაღებად თესლი აგვისტოში, სითბოსმოყვარე მოსავლის აღების შემდეგ დარგეთ. როცა ჰაერის ტემპერატურა +10°C-მდე დაეცემა, დაიკონის კვლები ფირით შეფუთეთ.

თესლს 140 სმ სიგანის კვალში ორ რიგად თესავენ. დარგვის სქემა – 50-60 სმ 25-40 სმ-ზე. რიგებში მცენარეებს შორის დაშორება სახეობის განსაკუთრებულობაზე, ძირითად, ძირნაყოფის ზომაზეა დამოკიდებული. დარგულ თესლს 1,5-2 სმ ფენა ფხვიერ მიწას აყრიან. ქერქი რომ არ შეიქმნას, გამოჩენილ ყლორტებს შემდეგ რწყავენ.

როგორ მოვუაროთ დაიკონს

დაიკონის აღმონაცენი ჩვეულებრივ 3-5 დღეში ჩნდება. მრგვალი ფორმის ძირნაყოფის აღმონაცენი შეგიძლიათ გადარგოთ. 2-3 ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგ მცენარეს ამეჩხერებენ.

გამეჩხირების შემდეგ დაიკონს კვებავენ. მომავალში, საჭიროების მიხედვით რწყავენ და სარეველებს აშორებენ. თუ ნიადაგი ნაყოფიერია, მცენარეს გამოკვება არ სჭირდება.

ნაადრევი საგაზაფხულო მოსავლის ასაღებად დაიკონს დაცულ ნიადაგში აშენებენ. შემინულ ან პარკით დაფარულ სათბურში კვლებს დამატებით ფუთავენ.

სათბურში მცენარის მოვლა ღია ნიადაგზე მცენარის მოვლისგან არ განსხვავდება: ის უნდა მორწყათ, ნიადაგი გააფხვიეროთ და გამარგვლოთ. 3-4 ნამდვილი ფოთლის გაჩენის შემდეგ მცენარეს ამეჩქრებენ.

როდის ამოვთხაროთ დაიკონი

დაიკონს მშრალ ამინდში თხრიან. მსუბუქ ნიადაგზე გლეჯენ, უფრო მძიმე ნიადაგზე ან ღრმად მოთავსებულ ძირნაყოფს თოხით თხრიან. შემდეგ ფოჩებს აჭრიან და ძირნაყოფს ქვიშით სავსე ყუთში, ბადე ან პლასტმასის ტომარაში ყრიან. დაიკონი მაცივარში 3-5°C-ზე კარგად ინახება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს