ხრიკები, როგორ გავზარდოთ ბატატი კონტინენტურ კლიმატში

1088

10 წლის წინ კონტინენტურ კლიმატში მცხოვრებმა მებოსტნეებმა ბატატის შესახებ საერთოდ არ იცოდნენ, 5 წლის წინ მასზე საუბარი დაიწყეს – ამ კულტურამ სამხრეთ რეგიონების დაპყრობა დაიწყო. ბოლო 2-3 წელია ბატატი ჩრდილოეთით გავრცელდა – ნაადრევი ჯიშები გამოჩნდა.

ბატატი, იგივე ტკბილი კარტოფილი (lpomoea batatas) ხვართქლასებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მის სამშობლოდ კარტოფილის მსგავსად პერუ, კოლუმბია ითვლება.

როგორ გამოიყურება ბატატი? რა მცენარეა?

ბატატი აბილილის ახლო ნათესავია, ამიტომ ასე გამოიყურება – ესაა ლიანა 1-5 მ სიგრძის ყლორტით, რომელიც ჩვეულებრივ მიწაზე გართხმულია და კვანძებს შორის ფესვიანდება, 15-20 სმ სიმაღლის ბარდნარს ქმნის.

ამ მცენარეს სხვადასხვანაირი ფორმები აქვს – თითისებრად დაყოფილი ან გულის ფორმის.

ბატატის გვერდითა ფესვები ძლიერ სქელდება და ძალიან მსხვილ ბოლქვს ქმნის – სიგრძე 30 სმ-მდე, წონა 200 გრ-დან 3 კგ-მდე ან უფრო მეტი. ის თეთრი, კრემისფერი, ვარდისფერი, წითელი, ნარინჯისფერი და იისფერია. ამასთან შეღებილია არა მხოლოდ ქერქი, არამედ რბილობი და ფერები ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვევა – რბილობი, მაგალითად, შეიძლება იყოს ყვითელი, ქერქი კი – წითელი.

ბატატის გაზრდის პირობები

კლასიკური ჯიშები, რომლებიც უხსოვარი დროიდან ტროპიკებში და სუბტროპიკებში იზრდებიან, დიდხანს 180 დღეზე მეტხანს მწიფდება. ასეთი ჯიში კონტინენტური კლიმატისთვის არ გამოდგება, რადგან ტკბილი კარტოფილი სითბოს დიდი მოყვარულია. +10°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ზრდას წყვეტს. თანამედროვე ჯიშები მოსავალს 90-100 დღეში იძლევიან – მათ ხანმოკლე ზაფხული ყოფნით.

ბატატისთვის მზიანი, მაგრამ ქარისგან დაცული ნაკვეთი შეარჩიეთ. ნიადაგის მიმართ ძალიან მომთხოვნია, მაგრამ მსუბუქ ნაყოფიერ მიწაში უფრო უკეთ იზრდება, ვიდრე მძიმე და ღარიბ ნიადაგში. ნეიტრალურ ან ოდნავ მჟავე ნიადაგს უპირატესობას ანიჭებს.

ტკბილი კარტოფილი სასუქზე ძალიან რეაგირებს, ამიტომ შემოდგომაზე გათოხვნის დროს უნდა დაუმატოთ (1 მ²-ზე): ½ ვედრო კომპოსტი ან ნეშომპალა, 1 ს/კ კალიუმის სულფატი და 1,5 ს/კ სუპერფოსფატი.

მცენარე სიგანეში ძლიერ იზრდება, ამიტომ ამ კულტურას უფრო მეტი სივრცე უნდა დაუთმოთ. დარგვის რამდენიმე სქემა არსებობს. კლასიკური ვარიანტი: 70×70 სმ. უფრო მომგებიანია მეთოდი, როცა მცენარეს ერთმანეთთან ახლოს (25×25 სმ) რგავენ, ხოლო რიგებს შორის დაშორება 1 მ. ამ შემთხვევაში მეზობელი მცენარეების ფოჩები გადაიხლართება და მწვანილების ხალიჩას შექმნის, რომლითაც ხელსაყრელი მიკროკლიმატი იქმნება: ნიადაგი ცხელ ამინდში არ ხურდება და დიდხანს სველი რჩება.

ბატატის მოვლა

ბატატს გაფესვიანებული კალმებით რგავენ, ამიტომ პირველი თვე უხვად უნდა მორწყათ – სანამ არ გამყარდება. შემდეგ მორწყვა ნელ-ნელა შეამცირეთ – 10 დღეში ერთხელ საკმარისი იქნება. მოსავლის აღებამდე 20-30 დღით ადრე მორწყვა საერთოდ შეწყვიტეთ.

მსხვილი და გემრიელი ბოლქვების ფორმირებისთვის ბატატს ბევრი კალიუმი სჭირდება. მას ბოლქვების ფორმირების დროს აწვდიან – ჩვეულებრივ შუა აგვისტოში. ნებისმიერი კალიუმის სასუქი გამოდგება, მაგრამ შეგიძლიათ ნაცრის ნაყენი გამოიყენოთ: 1-2 ჭიქა ნაცარი 10 ლ წყალში გახსენით, 1 კვირა დააყენეთ, დრო და დრო აურიეთ, შემდეგ 1 ლიტრა ნაყენით თითოეული ბუჩქი მორწყეთ.

ბატატის ბოლქვის აღება და შენახვა

ბატატის მოსავალს შუა სექტემბერში, ყინვების დაწყებამდე, მშრალ და მზიან ამინდში იღებენ. ამ დროში ფოთლები და ყლორტები გაყვითლებას და ჭკნობას იწყებენ. ნესტიან ამინდში ამოთხრილი კარტოფილი არ ინახება, ამიტომ დაუყონებლივ უნდა დამუშავდეს.

ბოლქვები სჯობს ფიწალით ამოთხაროთ, რადგან ისინი ძალიან მსხვილია. ამის შემდეგ ნახევარი დღე ბოსტანში გასაშრობად დატოვეთ. მშრალი ბოლქვები მიწისგან გაასუფთავეთ და გადაარჩიეთ – ჯანსაღი და მთელი ბოლქვები შეინახეთ, დაზიანებული კი საკვებად გამოიყენეთ.

შესანახად განკუთვნილი ბოლქვები 1 კვირა +28…+30°C-ზე, 85-90%-ით დატენიანებულ ჰაერზე გააჩერეთ, შენობა რეგულარულად გაანიავეთ. შემდეგ ნაყოფი საშუალო სიღრმის უჯრებში ჩააწყვეთ და +10…+15°C-ზე რამდენიმე თვე შეინახეთ.

როგორ გავზარდოთ ბატატის ნერგი

ბატატი გარეგნულად კარტოფილს ჰგავს, მაგრამ მისი მოყვანის ტექნოლოგია ძლიერ განსხვავდება. ბოლქვის პირდაპირ ნიადაგში ჩარგვა არ შეიძლება – სწრაფად დამწიფებადი ჯიშებიც კი მოსავლის მოცემას ვერ მოასწრებენ. კულტურა ჯერ ნერგიდან უნდა გაზარდოთ. ამის მიღება კი ორი მეთოდით შეიძლება.

1. წყლით სავსე ქილაში. ბოლქვი წყლით სავსე ქილაში ჩადეთ ისე, რომ ბოლქვის 1/3 ნაწილი ზედაპირზე დარჩეს. თუ უკვე ყელთანაა, კბილის ჩხირები ჩაარჭეთ. ცოტა ხანში აღმონაცენი გამოჩნდება, ჩვეულებრივ 5-10 ცალი. როცა მათი სიმაღლე 10 სმ-ს მიაღწევს, ბოლქვს მოაშორეთ და გასაფესვიანებლად წყალში მოათავსეთ.

ბოლქვი წყალში დატოვეთ – მასზე მძინარე კვირტები გაიღვიძებს და კიდევ რამდენიმე კალმის მიღებას შეძლებთ.

2. მიწით სავსე ყუთში. გასაღვივებლად 15-20 სმ სიმაღლის ყუთი გამოგადგებათ. ფსკერზე ხის მიწის, ნეშომპალას და ქვიშის ნარევი (1:1:1) ჩაყარეთ. წინასწარ 140 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოხალეთ. ბოლქვებს სპილენძის სულფატის სუსტი ხსნარით დეზინფექცია გაუკეთეთ.

დამუშავებული ბოლქვები ნიადაგის ზედაპირზე ჰორიზონტალურად ჩადეთ, ოდნავ ჩააწექით და სველი ქვიშის ფენით (3 სმ) დაფარეთ. შემდეგ ყველაფერი მეორდება: როცა კალმების სიგრძე 10 სმ-ს მიაღწევს, ბოლქვს მოაშორეთ და გააფესვიანეთ.

ბოლქვები თებერვლის ბოლოს – მარტის დასაწყისში უნდა გააღვივოთ.

გაფესვიანებული კალმები ღია ნიადაგში მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში დარგეთ, როცა ყინვების საფრთხე მინიმუმამდე შემცირებული იქნება. პრინციპში, შეგიძლიათ უფრო ადრე, შუა მაისში დარგოთ, მაგრამ მცენარე უნდა შეფუთოთ. დარგვის წინ მათი გამკვრივება სასარგებლოა – 10-14 დღე სუფთა ჰაერზე 3-4 საათით გაიტანეთ.

ნერგები სამი მეოთხედით ჩაღრმავებულ ორმოში ჩარგეთ.

როგორ შევინარჩუნოთ ბატატის მოსავალი, თუ სარდაფი არ გაქვთ

ამისთვის 3 მეთოდი არსებობს.

1. გაყინვა. ბოლქვები ნაჭრებად დაჭერით და მომზადებამდე შეწვით. შემდეგ პაკეტებში ან კონტეინერებში მოათავსეთ და საყინულეში შეინახეთ.

2. გახმობა. ბოლქვები გარეცხეთ, ქერქისგან გაასუფთავეთ, თხელ ფირფიტებად ან ზოლებად დაჭერით, გამდინარე წყალში გარეცხეთ, 5 წუთით მდუღარე წყალი გადაავლეთ, წყალში სწრაფად გააგრილეთ, დაწურვა აცადეთ, შემდეგ ერთ ფენად დააწყვეთ და 80°C-ზე გამოაშრეთ, დროდადრო აურიეთ. ხმელი ბატატი ბუნებრივი მეთოდით უნდა გაგრილდეს. შემდეგ ქაღალდის პაკეტში ჩაყარეთ და კარადაში შეინახეთ.

3. დაკონსერვება. ბოლქვები კუბებად დაჭერით, მარილწყალი სანელებლებთან ერთად დაასხით და ნახევრად მომზადებამდე ხარშეთ. სტერილურ ნახევარ ლიტრიან ქილებში მოათავსეთ, მდუღარე წყალი დაასხით. თითოეულ ქილას ½ ჩ/კ ძმრის მჟავა დაუმატეთ, შემდეგ მოხუფეთ, შეფუთეთ, გაგრილების შემდეგ კი შეინახეთ.

ბატატის სახეობები კონტინენტური კლიმატისთვის

ბატატის ყველა სახეობა 3 ჯგუფად იყოფა: საკვები, ბოსტნეულის და სადესერტო. საკვებად ორი უკანასკნელი ჯიში გამოდგება. განსხვავება გლუკოზის რაოდენობაშია.

ბოსტნეულის ჯიშს უფრო ნაკლები გლუკოზა აქვს, ბოლქვის გემო კარტოფილს ჰგავს. მოხარშვის და გამოცხობის დროს ბატატი რბილი, ნაზი და წვნიანი ხდება. სახეობების უმეტესობა შესაწვავად არ გამოდგება, რადგან წყლიანია. მათგან შესანიშნავი ღვეზელი, პიურე, გარნირი და სხვა კერძი გამოდის.

ეს სახეობა კონტინენტური კლიმატისთვის უფრო გამოდგება

სადესერტო ჯიშში უფრო მეტი შაქარი შედის, ამიტომ ბოლქვი ტკბილია. გემო და არომატი სახეობის მიხედვით იცვლება და შეიძლება ანანასს, ბანანს, სტაფილოს, წაბლს ან გოგრას ჰგავდეს. მომზადების შემდეგ სადესერტო ბატატის რბილობი რბილი და ძალიან ნაზი ხდება. ასეთი ბოლქვი კაკალს, ხილს, კარამელს შესანიშნავად ერწყმის. სხვადასხვა დესერტების, ტკბილი ფაფების, ღვეზელის მოსამზადებლად და ღვინისთვის გამოდგება.

სადესერტო სახეობას უფრო მეტი სითბო და მზის სინათლე სჭირდება, ამიტომ სუბტროპიკულ კლიმატში უფრო უკეთ იზრდება.

ბატატის იაპონური ჯიში

ბატატის ბოსტნეულის სახეობა. 90-100 დღეში მწიფდება. საშუალო მოსავლიანობა.

ქმნის დიდ ბოლქვს გრძელი ღეროთი და დასერილი ფოთლებით. ბოლქვებს წითელი ქერქი და მოყვითალო რბილობით აქვთ, სუსტი არომატით. ნაყოფის გემო კარტოფილს ძალიან ჰგავს, მაგრამ უფრო ღია კარგად ინახება.

ბატატის იისფერი ჯიში

ბატატის ბოსტნეულის სახეობა. 90 დღეში მწიფდება. საშუალო მოსავლიანობა.

ბუჩქი ძლიერი, გრძელი ღეროებით და მუქი მწვანე ფოთლებით. ბოლქვებს ლამაზი იისფერი ქერქი და ასეთივე ფერის რბილობი აქვთ, ამასთან ფერი თერმული დამუშავების შემდეგ ნარჩუნდება. მოტკბო გემო თითქმის არ აქვს, მაგრამ წაბლის გემო იგრძნობა. გემოს და მკვებავი თვისებების მიხედვით კარტოფილს ბევრად აჭარბებს.

ბატატის სახეობა ბორეგარდი

ბატატის სადესერტო სახეობა. 110-120 დღეში მწიფდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა.

2-მდე სიგრძის ღეროები. ბოლქვები თანაბარი, ბუჩქის ძირთან მდებარეობს – მოთხრა მარტივია. ვარდისფერი ან სპილენძისფერი ქერქი (ამ ჯიშს რამდენიმე სახეობა აქვს), რბილობი ნარინჯისფერი, ტკბილი, კაროტინით მდიდარი. კარგად ინახება.

ბატატის სახეობა გამარჯვება-100

სადესერტო სახეობა, 90-100 დღეში მწიფდება. ერთ-ერთი სადესერტო სახეობა, რომელიც კონტინენტურ კლიმატს კარგად უძლებს. კომპაქტურ ბუჩქს ქმნის, ამიტომ სქლად უნდა დარგოთ. ღია ფერის რბილობი, თანაბარი, გლუვი ბოლქვი. გემო ზომიერად ტკბილი, ბანანის და კაკლის კომბინაციის მსგავსი. მოსავლის აღების შემდეგ ცოტა ხნით უნდა გააჩეროთ, რომ სიტკბო შეიძინოს. მოსავლის აღებისთანავე უგემურია.

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ბატატია აგროტექნიკაში, დამწყებს გამოადგება, მაგრამ ბოლქვები ძალიან კარგად არ ინახება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს