საკვები სოდა ყოველთვის მზადაა მებაღის დასახმარებლად!

943

მებაღის მთავარი ოცნებაა კარგი მოსავლის მიღება, რომელიც დიდხანსაც შეინახება. მავნებლებისგან ნერგებისა და ნათესების დაცვის მიზნით, მებაღეები შხამ-ქიმიკატებს იყენებენ, რითიც დიდ შეცდომას უშვებენ.

რამდენადაც ქიმიური საშუალებები უსაფრთხო არაა, მათი ნაწილი ბოსტნეულში ხვდება. არსებობს ალტერნატივა – ხალხური საშუალებების, მაგალითად, საკვები სოდის გამოყენება.

ბოსტნეულის მოყვანა

სოდა უპრობლემოდ იყიდება ნებისმიერ სურსათის მაღაზიაში. მისი გამოყენების სფერო კი ძალიან ფართოა: იგი პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში დაგვეხმარება.

დავიწყოთ ნაკვეთით: სულ უფრო პოპულარული ხდება ხილ-ბოსტნეულის შინ მოყვანის ტენდენცია, ამიტომ ეს საკითხი ბევრს დააინტერესებს.

არსებობს საფრთხე, რომელიც შეიძლება თქვენს ყურძენს დაემუქროს: ნაცრისფერი მლპობელა. მის წინააღმდეგ სწორედ სოდა დაგეხმარებათ. კენკრის დამწიფების პერიოფში, მოასხით ვაზს შემდეგი ხსნარი: 75 გ სოდა გახსენით 10 ლ წყალში. ასე მცენარესაც გააჯანსაღებთ, და კენკრაში შაქრის რაოდენობასაც გაზრდით. ანალოგიური საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის ხეების შესაწამლავად, ჭიამღრღნელი მუხლუხოების წინააღმდეგ.

ბუჩქების დასამუშავებლად, დაუმატეთ სითხეს კიდევ რამდენიმე კომპონენტი. ხურტკმელისა და მოცვისთვის შემდეგი ხსნარი გამოგადგებათ: 1 ს.კ. სოდა, 1 აბი ასპირინი, 1 ჩ.კ. ნებისმიერი ჭურჭლის სარეცხი საშუალება ან თხევადი საპონი, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი, 4.5 ლ წყალი.

სოდა კიტრებსაც დაეხმარება. ხშირად, ახალგაზრდა კიტრის ფოთლებიც ყვითლდება, ხოლო ნაყოფი წყვეტს განვითარებას. ეს ნაადრევი ჭკნობა კი არა, დაავადებაა. მოამზადეთ ხსნარი: 1 ს.კ. სოდა გახსენით 10 ლ წყალში. შეაშხეფეთ კიტრებს და ხელი შეუშალეთ დაავადების განვითარებას.

სოდა, ასევე, ებრძვის ფხვნილისებრ დაავადებას, რომელიც კომბოსტოს უტევს. 1 ჩ.კ. სოდა გახსენით 1 ლ თბილ წყალში და მოასხით მცენარეებს. გაიმეორეთ ყოველ მესამე კვირას, პროფილაქტიკის მიზნით. თუ კომბოსტოს მუხლუხოები დაესხნენ თავს, მოაყარეთ კომბოსტოს ფოთლებს მშრალი სოდა.

კიდევ ერთი ნაცადი საშუალება, რომელიც კომბოსტოს გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ – ვალერიანი. 3 ლ წყალს დაუმატეთ ვალერიანის აფთიაქის კაფსულა და 1 ს.კ. თხევადი საპონი. შეაშხეფეთ ხსნარი მავნებლებიან კომბოსტოს.

თავნაყოფიანების მოკრეფამდე 1 თვით ადრე, კომბოსტოს შეაშხეფეთ ნიშადურის სპირტი. 40 მლ სპირტი გახსენით 5 ლ წყალში და დაუმატეთ რამდენიმე კოვზი თხევადი საპონი. დამუშავებული კომბოსტო ნაკლებად გაფუჭდება და დიდხანს შეინახება.

თქვენ როგორ უვლით ბოსტნეულს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს