რა არის კომბოსტო კალე და რატომ უნდა დარგოთ იგი ბაღში

2500

კომბოსტო კალეს ბევრი არ იცნობს, მისი თესლი ხშირად გვხვდება გაყიდვაში. ეს საყწენიც კია, რადგან კალე ერთ-ერთი გასაოცარი ბოსტნეულია.

პირველ რიგში, კომბოსტო დაუჯერებლად ლამაზია – დასავლეთში მას ხშირად რგავენ მეყვავილეები. მეორეც, ძალიან სასარგებლო მცენარეა. ვიტამინებისა და მინერალების რაოდენობით, ეს სახეობა რამდენჯერმე უსწრებს თთრთავა კომბოსტოს.

თუმცა ამ კომბოსტოში ყველაზე უფრო გასაოცარია მისი დაუჯერებელი ყინვაამტანობა: იგი -18 გრადუსამდე სიცივეს უძლებს! უბრალოდ წარმოიდგინეთ: დეკემბერია, თოვლი, თქვენს ნაკვეთს კი ამშვენებს ულამაზესი კომბოსტო. მეტიც, გაყინული ფოთლები უფრო გემრიელი, ნაზი და ტკბილიც კია.

რისთვის აფასებენ კალეს

მეყვავილეებს ეს კომბოსტო ტყუილად არ უყვართ: იგი ძალიან ეფექტურად გამოიყურება. მისი მსხვილი, ხვეულა ფოთლები სხვადასხვა ფერისაა – მწვანიდან წითლამდე, ხოლო სიცივეებში გაიისფერდება. კარგი მოვლის შემთხვევაში, კალე 1.5 მეტრამდე იზრდება სიმაღლეში.

კალეს სასარგებლო თვისებები

კალე გვეხმარება ორგანიზმის კალციუმის მარაგის შევსებაში, რადგან 1 გ კომბოსტო შეიცავს 1.35 მგ კალციუმს, მაშინ, როცა 1 გ ძროხის რძე მხოლოდ 1.13 მგ-ს შეიცავს. ამასთან, დამტკიცებულია, რომ ამ ბოსტნეულის კალციუმი 25%-ით უკეთ აითვისება, ვიდრე რძისა. თუ გაითვალისწინებთ, რომ ზოგიერთ ადამიანს რძის ცილის აუტანლობა აწუხებს, კალე კალციუმის შეუცვლელი წყაროა ადამიანის ორგანიზმისთვის.

იგი წარმატებით ჩაანაცვლებს ხორცს, რამდენადაც 200 გ ფოთლები შეიცავს ცილის დღიურ ნორმას, რომელიც, ხორცის მსგავსად, შეიცავს 18 ამინომჟავას, რისთვისაც მას “საქონლის ახალი ხორცი” შეარქვეს. თუმცაღა, კომბოსტოდან ამინომჟავების გამოცლა გაცილებით მარტივად ხდება.

შესანიშნავი საშუალება მხედველობის პროფილაქტიკისთვის: კალე კაროტინოიდების დედოფლად ითვლება – ერთ თეფშ კომბოსტოში A ვიტამინის დღიური ნორმის 200%-ს შეიცავს.

ომეგა-3-ის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებისა და ისეთი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის წყალობით, როგორებიცაა სულფორაფანი და ინდოლ-3-კარბინოლი, კომბოსტო კალე გამოიყენება კიბოს უჯრედების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის.

ეს კომბოსტო გვეხმარება სიმსუქნესთან ბრძოლაში, რამდენადაც 100 გ პროდუქტი მხოლოდ 50 კკალ-ს შეიცავს. ამასთან, ორგანიზმს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას ჩუქნის. ამისთვის, იგი საპატიო ადგილს იკავებს დიეტურ და ვეგეტარიანულ კვებაში.

კომბოსტო მათ სიცოცხლეს გადაარჩენს, ვისაც ორგანიზმში ელემენტარული კალციუმის სიჭარბე აწუხებს, რადგან კალციუმის რეგულატორად გვევლინება მაგნიუმი, რომელსაც კალე დიდი რაოდენობით შეიცავს.

გარდა ზემოჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებებისა, კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით С, В, К, РР ვიტამინებს, მიკროელემენტებიდან კი კალიუმს, ნატრიუმსა და ფოსფორს.

როგორ გავზარდოთ კომბოსტო კალე

კალე ცუდად იტანს გადარგვას, ამიტომ დათესეთ მცენარე პირდაპირ ღია ნიადაგში. ეს აპრილის მეორე ნახევარში უნდა გააკეთოთ. ან ივლისის ბოლოს – აგვისტოს ბოლოს. ეს კომბოსტო მოსავალს დათესვიდან 60 დღეში იძლევა, ამასთან, არ ეშინია სიცივის, ამიტომ დრო ნამდვილად ეყოფა – ნაზი, წვნიანი ფოთლები იკრიფება ოქტომბერში, როცა სხვა ბოსტნეული ნაკვეთზე თითქმის აღარ დარჩა.

თესლი უნდა მოათავსოთ 1.5 სმ სიღრმეზე. მცენარეებს შორის დაშორება არანაკლებ 45 სმ უნდა იყოს. თითოეულ თხრილს დაუმატეთ ნეშომპალა. თესლი უკეთ რომ ამოცენდეს, თრილებს დაახურეთ ცელოფანი ან რამე არა ქსოვილი საფარი მასალა. მორჩები 5-6 დღეში ჩნდება, რის შემდეგაც საფარი უნდა მოხსნათ.

კალესთვის უნდა შეარჩიოთ მზიანი ადგილი, თუმცა ნახევარჩრდილშიც მშვენივრად გრძნობს თავს. საუკეთესო წინამორბედებია გოგრისებრი, პარკოსნები და ძაღლყურძენასებრნი.

მორწყეთ კალეც, როგორც კომბოსტოს სხვა სახეობები, საკმაოდ ხშირად – ნიადაგის ზედა ფენის გამოშრობის მიხედვით. ფოთლების ლპობა და გაუფერულება რომ აღკვეთოთ, თხრილებს დააყარეთ ნახერხი მას შემდეგ, რაც მცენარე 15 სმ სიმაღლეს მიაღწევთ. გაუფერულებული ან გაუწყლოებული ფოთლები მაშინვე გააცალეთ, რათა მავნე მწერები არ მოიზიდოთ.

მოსავალი მაშინ უნდა მოკრიფოთ, როცა კომბოსტო 20 სმ-ს მიაღწევს სიმაღლეში. პირველად გარე ფოთლებს კრეფენ. შემდეგ, დამწიფების მიხედვით, დანარჩენიც მოკრიფეთ, არ დაუშვათ გაუხეშება და გადამწიფება. შეგიძლიათ, ერთბაშად მთელი მცენარე მოკრიფოთ – ნიადაგიდან 5 სმ სიმაღლეზე გადაჭრათ.

მაცივარში კალე 1 კვირით ინახება. შეგიძლიათ, მცენარე გაყინოთ – ასე მისი გემო მხოლოდ გაუმჯობესდება.

რისი მომზადება შეიძლება კალესგან

ეს კომბოსტო ჩვენთან საკმაოდ იშვიათია, თუმცა საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია. ნიდერლანდებში, მას უმატებენ კარტოფილის პიურეს და იღებენ ტრადიციულ კერძ “სტამპოტს”, რომელიც, ხანდახან, სოსისებთან ერთად მიირთმევა.

თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ხვეული კომბოსტოსგან შესანიშნავ წვნიანს ამზადებენ.

ასევე, კალე შეგიძლიათ მოთუშოთ და გამოიყენოთ ვიტამინებით სავსე სალათების მოსამზადებლად, მწვანე ოხრახუშთან, რეჰანთან და ბერძნულ კაკალთან ერთად. შეაზავეთ არაჟნის სოუსით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს