კომბოსტოს ჩითილის გაზრდა საშინაო პირობებში: ყველაფერი დათესვიდან ნიადაგში დარგვამდე

402

კომბოსტოს ჩითილების წარმატებით გაზრდა დამოკიდებულია სამი მნიშვნელოვანი პირობის დაცვაზე.

სამი პირობა კომბოსტოს ჩითილის წარმატებით გაზრდისთვის:

  1. სახეობათა თითოეული ჯგუფისთვის დათესვის დროის სწორად შერჩევა;
  2. ტემპერატურული და განათების რეჟიმის დაცვა
  3. და თესლისა და ნიადაგის დეზინფექცია.

როგორ დავთესოთ კომბოსტო ჩითილად?

კომბოსტოს ჩითილად დათესვის ვადები დამოკიდებულია სახეობის მოსწრებადობაზე:

  • ადრეული სახეობების დათესვა მარტის შუა რიცხვებიდან იწყება;
  • საშუალო სახეობები აპრილის შუა რიცხვებში ითესება;
  • გვიანი სახეობები კი აპრილის დასაწყისში უნდა დაითესოს.

ეს, რა თქმა უნდა, პირობითი ვადებია – ისინი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ ზონაზე, რომელშიც ბოსტნეულის მოყვანას აპირებთ. დათესვისთვის ხელსაყრელი თარიღის შერჩევას მარტივად შეძლებთ დამოუკიდებლადაც. კომბოსტოს თესლის გაღვივებას 8-10 დღე სჭირდება. კიდევ 50-55 დღეა საჭირო ღვივებიდან სრულყოფილ ნერგად ჩამოყალიბებისთვის.

დღის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად, კომბოსტოს ჩითილი ნაკლებად უწყლოვდება და ყვითლდება, სითბოს სიჭარბის შემთხვევაშიც კი, კარგი ჩითილის მიღების საშუალება გექნებათ.

ნიადაგი კომბოსტოს ჩითილისთვის

კომბოსტოს დასათესავად, ნიადაგის ნარევი შედგება ტორფის, კორდის მიწისა და ქვიშის თანაბარი რაოდენობისგან, ხის ფერფლის დამატებით (0.5 ჭიქა ფერფლი 2 ლ ნარევზე).

მიღებული ნარევი გაცერით და ორთქლითდაამუშავეთ 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ, სასურველია, დასათესავ ნიადაგს დაუმატოთ პერლიტი. იგი აფხვიერებს ნიადაგს, უზრუნველყოფს ჰაერის შეღწევადობას, მორწყვისას, იწოვს ზედმეტ სითხეს, შემდეგ კი თანდათან, საჭიროებისამებრ გადასცემს მცენარეს, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ნერგებისთვის.

თუ ნიადაგის ნარევი ორთქლით არ დაგიმუშავებიათ, აუცილებლად მოასხით მარგანცოვკის ვარდისფერი ან ფუნგიციდის ხსნარი.

კომბოსტოს თესლი დათესვამდე 20 წუთით მოათავსეთ მარგანცოვკის მუქ ვარდისფერ ხსნარში, რის შემდეგაც უნდა გაავლოთ გამდინარე წყალში.

აგრეთვე, ობისა და სხვა სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატები მაქსიმი და ფიტოსპირინი, მხოლოდ ინსტრუქციის მიხედვით.

პროფილაქტიკური დამუშავების შემდეგ, ოდნავ გააშრეთ კომბოსტოს თესლი და სათითაოდ დაალაგეთ ნიადაგზე 1×1 სმ სქემით, რამდენადაც მორჩები ვერ იტანს სიხშირეს.

ჩაამაგრეთ ეტიკეტები სახეობების სახელწოდებებით. დააყარეთ თესლს ნიადაგის მასა ისე, რომ 1-1.5 სმ-თი დაიფაროს.

თუ კომბოსტოს თესლს საკმარისად ღრმად არ მოათავსებთ, კანიანად გაღვივდება. თესლის გარსი ზედაპირზე ამოდის მორჩებთან ერთად და ხელს უშლის მათ განვითარებას. დაალბეთ ნიადაგის ზედა ფენა შხეფებით.

მოათავსეთ კოლოფი პოლიეთილენის პარკში და გააჩერეთ ჩითილი ასე, მორჩების გაჩენამდე, დაახლოებით 20 გრადუსზე.

კომბოსტოს ჩითილის პირობები

კომბოსტოს გაღვივებას 8-10 დღე სჭირდება დარგვიდან.

ახლა კი ჩითილების გაზრდის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დგება.ამ დროს ტემპერატურა უნდა შეამციროთ 8-10 ტემპერატურამდე. სწორი ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა. უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, ნერგები სწრაფად გამოშრება, ავადდება და იღუპება. ამიტომ, საშინაო პირობებში კომბოსტოს ჩითილი ცუდად ვითარდება.

ქალაქის ბინის პირობებში ყველაზე შესაფერისი ადგილი კომბოსტოს ჩითილებისთვის არის აივანი ან ლოჯია.

1-2 კვირის შემდეგ, შეგიძლიათ ტემპერატურა 15-17 გრადუსამდე გაზარდოთ, თუმცა, ამ დროსაც ძალიან სასარგებლო იქნება მცენარისთვის დღისა და ღამის ტემპერატურული ცვლილებები და ხშირი განიავება.

კომბოსტოს მორწყვა ადრეულ ეტაპებზე

ამ დროს მორჩები ძალიან ზომიერად უნდა მორწყოთ: აცადეთ ნიადაგს გამოშრობა მორწყვებს შორის. როცა მცენარეს 1-2 ნამდვილი ფოთოლი გაუჩნდება, შეგიძლიათ კომბოსტოს გადარგვას შეუდგეთ.

კომბოსტოს ჩითილის გადარგვა

ამ პროცესისთვის, ნიადაგის ნარევი უნდა სედგებოდეს 2 წილი ტორფის, 2 წილი კორდის მიწის, 1 წილი ნეშომპალასა და 0.5 წილი ქვიშისგან. 5 ლ ამ ნარევს დაუმატეთ 1 ჭიქა ხის ფერფლი. მოურიეთ.

გაავსეთ ქოთნები ნიადაგით 2/3-მდე, დატკეპნეთ. გააკეთეთ ისეთი სიღრმის ორმოები, რომ ნერგების ფესვები მათში თავისუფლად მოთავსდეს, არ მოიხაროს.

ძალიან დიდი ფესვები გადაჭერით მესამედამდე. ნერგის გარშემო ნიადაგის მოყრის შემდეგ, დატკეპნეთ.

ფრთხილად მორწყეთ გადარგული ჩითილები, დაიწყეთ ქოთნის კიდეებიდან. მას შემდეგ, რაც წყალს სრულად შეიწოვს, დაუმატეთ ქოთანს იმდენი ნიადაგი, რომ ფესვგამყოფ ფოთლებამდე მივიდეს.

კომბოსტოს ღია ნიადაგში ჩარგვამდე, იგი ორჯერ უნდა შესუქდეს:

პირველი შესუქება ორი ნამდვილი ფოთლის სტადიაში ხდება. თუ ნიადაგის ნარევში საკმარისი ოდენობით ხის ფერფლი დაუმატეთ, ძვირადღირებული სასუქის გამოყენება საჭირო არაა. ფერფლი მცენარისთვის ხელმისაწვდომი ფორმით შეიცავს ყველა საჭირო ელემენტს, აზოტის გარდა. უბრალოდ შეასუქეთ ნერგები აზოტის სასუქით.

3-4 ნამდვილი ფოთლის სტადიაში (დარგვამდე 2 კვირით ადრე), შეასუქეთ ნერგი მეორედ. ამისთვის გამოიყენეთ სრული მინერალური სასუქის ხსნარი სპეციალურად ნერგებისთვის.თბილი ამინდის დადგომისას, რაც შეიძლება ხშირად გაიტანეთ ნერგები სუფთა ჰაერზე. თუ საშუალება გაქვთ, მოათავსეთ სათბურში.

როდის შეიძლება კომბოსტოს გადარგვა ნაკვეთზე

ღია ნიადაგში კომბოსტო 5-6 კარგად განვითარებული ფოთლის სტადიაში უნდა გადაირგოს.

თუ ნერგი ძლიერი და სუფთა ჰაერს მიჩვეულია, მისი თბილ ამინდში დარგვა შეიძლება, მაშინაც კი, თუ დილაობით ყინვაა.

თქვენ დაგირგავთ კომბოსტო? როგორ მოსავალს იღებთ? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს