ეს მავნებელი ესევა ხახვს, კარტოფილს, სტაფილოსა და გეორგინებს. მასთან ბრძოლა შესაძლებელია ორი მეთოდით: აგროტექნიკურით, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეკოლოგიურად უსაფრთხოა, და სწრაფმოქმედი ქიმიკათებით.
კარტოფილის ჭიასთან ბრძოლის 3 ხერხი:
1. აგროტექნიკური მეთოდი
აგროტექნიკური მეთოდია სარეველებთან (განსაკუთრებით, ჭანგა) ბრძოლა, ნიადაგის გაკირიანება და გაფოსფორიანება, თესლბრუნვის დაცვა (კარტოფილისა და გეორგინის დარგვამდე, რეკომენდებულია ერთწლიანი პარკოსანი კულტურის დარგვა). არ შეიძლება ნაკვეთზე ღეროებისა და მცენარეული ნარჩენების დატოვება, ნათესების შესქელება.
2. სატყუარები და ხაფანგები
კარტოფილის ჭიასთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომელიც “ქიმიის” გამოყენების საჭიროებას ამცირებს, არის ხაფანგები და სატყუარები. სატყუარების დასამზადებლად, დიდ ნაჭრებად დაჭერით კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი და ჩაფალით 10-15 სმ სიღრმეზე. სატყუარების მიწიდან ამოღება სატყუარები დაათვალიერეთ ყოველდღე, გაანადგურეთ ჭიები და მოათავსეთ მიწაში ახალი სატყუარები. ეს უნდა გააკეთოთ დარგვამდე 4 დღით ადრე, ხოლო შემდეგ – მთელი ვეგეტატიური სეზონის განმავლობაში.
ხაფანგების სახით იყენებენ შუშის ქილებს (0.25 – 0.5 ლ), რომელთა ფსკერზე ალაგებენ უმი კარტოფილის, სტაფილოს ან ჭარხლის ნაჭრებს და ყელამდე ფლავენ მიწაში. 100 კვ.მ. ნაკვეთზე 10 ცალია საჭირო. ყოველ 2-3 დღეში შეაგროვეთ ჭიები და ხოჭოები, აუცილებლობისამებრ, შეცვალეთ სატყუარები. ასე მოიქეცით მთელი ზაფხულის განმავლობაში. მეთოდი ეფექტურია სხვა მავნებლების მოსაშორებლადაც.
3. პრეპარატებით დამუშავება
თუ მავნებელი თქვენს ნაკვეთზე დიდი რაოდენობითაა, გამართლებული იქნება ინსექტიციდ დიაზინონის დახმარება, 40 გ/კვ.მ., იმ პირობით, რომ უახლოეს პერიოდში, ნაკვეთზე საკვები კულტურები არ დაირგვება.