შუშა ვაშლი
ზოგჯერ ვაშლი თითქოს მინისგან არის დამზადებული – თითქმის თესლებამდე ანათებს.
ზოგიერთი მებაღე ასეთი პრიალა ვაშლებით ამაყობს. არავის განაწყენება არ გვსურს, მაგრამ მსგავსი ნაყოფი – სიამაყის მიზეზი არაა: მათ კალციუმის დეფიციტი აწუხებთ.
გარსის სიმყიფის გამო უჯრედები საკუთარ წვენს უშვებენ, რაც მთელ უჯრედშორის სივრცეს იკავებს და ქსოვილები გამჭირვალე ხდება. ასეთი ვაშლი ცუდად ინახება.
საკონტროლო ზომები:
- შუშის პირველივე ნიშნებზე ნაყოფი მოკრიფეთ და სხვა ხეებიდან მოკრეფილი ვაშლებისგან მოშორებით, ცალკე შეინახეთ. შუშა ვაშლი რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენეთ.
ვაშლის შეშუპება და ღრმული
თუ ცოტა ხნით გაჩერებული ნაყოფის რბილობი ფხვიერი, ნაცროვანი, მოყავისფრო გახდა, ხოლო ქერქი თითით ადვილად იხვრიტება, ეს შეშუპებაა.
ეს იმაზე საუბრობს, რომ ნაყოფში ცოტა კალციუმი და ძალიან ბევრი აზოტია.
პატარა, 2-3 მმ ზომის ლაქები, რომლის ქვეშ ქერქი ადვილად იხვრიტება – კანქვეშა ლაქების გამოვლენაა. მომწარო გემოს გამო მწარე ღრმულს უწოდებენ. ის კვლავ კალციუმის დეფიციტის გამო ჩნდება.
საკონტროლო ზომები:
ამ ელემენტის დეფიციტი ბაღებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად კალციუმის შემცველი სასუქი მიაწოდეთ. ნაადრევ გაზაფხულზე მცენარეები ბორდოს სითხით დანამეთ, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ბევრ მავნებელს და დაავადებას თავიდან აგაცილებთ. მოსავლის აღების მოახლოებისას ხეები 2-ჯერ კალციუმის ქლორიდის 1%-იანი ხსნარით დანამეთ: პირველად მოსავლის აღებამდე 5 კვირით ადრე, მეორედ მოსავლის აღებამდე 3 კვირით ადრე.
სხვათა შორის, ნიადაგში კალციუმი შეიძლება საკმარისი რაოდენობის იყოს, მაგრამ კალიუმის და მაგნიუმის ჭარბი რაოდენობის გამო მისი ათვისება ცუდად მოხდეს. სწორედ ამიტომ, მცენარეების გამოკვება დაბალანსებული უნდა იყოს.