ბოლო დროს ალუბლის ბაღის პრობლემებს მცირე მოსავალთან ერთად დაემატა სოკოვანი დაავადებები – კოკომიკოზი და მონილიოზი. ისინი წვიმიან ზაფხულში მთელ ბაღში სწრაფად ვრცელდებიან.
კოკომიკოზით დაინფიცირებისას ფოთლების ზედა მხარეს მოწითალო-ყავისფერი წერტილები ჩნდება, რომლებიც მალე ყავისფერ ლაქად ერთიანდება. ფოთლის ქვედა მხარეს მოთეთრო-ვარდისფერი ნაცროვანი ნადები ჩნდება. ფოთლები იწვება და ცვივა, ნაყოფი შავი წერტილებით, ღრუებით იფარება და დეფორმაციას განიცდის.
მოსავლის აღების შემდეგ დაცვენილი ფოთლები უნდა შეაგროვოთ და დაწვათ. თუ ინფექცია მწვავეა, შემოდგომაზე ფოთოლთცვენის შემდეგ, მათ ქვეშ ხეები და ნიადაგი შარდოვანას (4-5%) ხსნარით დაამუშავეთ. ხოლო გაზაფხულზე, როცა კვირტები გამოღებას იწყებს, ბორდოს სითხით დანამეთ. ყვავილობის შემდეგ „ტოპსინა-M“-ის ხსნარით დამუშავება ეფექტური იქნება. შეგიძლიათ ბორდოს სითხით, სპილენძის ქლოროქსიდით ან სკორის პრეპარატით დამუშავება გაიმეოროთ.
მონილიოზი კიდევ უფრო სახიფათო დაავადებაა. ყვავილობის დროს სოკოს ფორები ბუტკოზე ხვდება და მრავლდება, გამტარ სისხლძარღვებს აზიანებს. ყვავილები, ნასკვები, ახალგაზრდა ფოთლები, კვირტის თავები ხმება, ტოტები თითქოსდა გაუწყლოებულია (აქედან მოდის მეორე სახელიც – მონილარული დამწვრობა). გამომშრალი ნასკვების და კვირტების გამოჩენისას, ეს უკანასკნელი აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მოჭრათ (გამხმარი ადგილიდან 10-15 სმ დაშორებით ჯანსაღი ნაწილიც მოჭერით) და დაწვათ.
ასე მოიქეცით ნაყოფთან (დაზიანებულზე მონაცრისფერო ბალიშებს დაინახავთ) და გამხმარ ნასკვებთან მიმართებაშიც. ადრეულ გაზაფხულზე, კვირტების გამოჩენამდე, ხეები და ნიადაგი რკინის სულფატით (3%) ან ბორდოს სითხით (3%) დაამუშავეთ. კიდევ ერთი რეცეპტი: გაზაფხულზე (კვირტებზე) „ტოპსინი-M”-ით დანამეთ, ყვავილობის შემდეგ – ბორდოს სითხით (1%) ან სპილენძის ქლოროქსიდით (40 გრ 10 ლ წყალზე).
მონილიოზის მიმართ გამძლე სახეოები ცენტრალური რეგიონისთვის ჯერ არ არსებობს, ხოლო ის, რომელიც კოკომიკოზის მიმართ გამძლეა, ძალიან ცოტაა: „ხარიტონოვსკაია“, „ტურგენევკა“, „როვესნიცა“, „სტუდენტური“.