ხალხური საშუალებები მწერი-მავნებლების და დაავადებების საწინააღმდეგოდ

136

ყველაზე მარტივი საშუალება, რომლითაც ბუჩქებს ნაცროვან სოკოს, ბუგრებს, ტკიპებს და ბევრ სხვა ბაღის მავნებელს მოაშორებთ, ცხელი წყალია. ნაადრევ გაზაფხულზე, კვირტების გამოჩენამდე ტოტები ცხელი წყლით მორწყეთ. სარწყავში წყლის ტემპერატურა დაახლოებით 80°C უნდა იყოს. ასე ტოტებთან კონტაქტისას წყლის ტემპერატურა ზუსტად 60-70°C იქნება. ეს ოპტიმალურია, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ეფექტი სუსტდება, უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი ტოტები დაიწვება.

მარგანცოვკის (კალიუმის პერმანგანატის) სუსტი (ვარდისფერი) ხსნარით თესლები და ბოლქვები დაამუშავეთ და ნერგები მორწყეთ, რომ შავი ფეხის გავრცელება არ დაუშვათ.

ზოგიერთი ნივთიერება პესტიციდის და სასუქის თვისებებს შესანიშნავად აერთიანებს. მათგან ყველაზე პოპულარულია ხის ნაცარი. ის კომბოსტოს რწყილების და ბუგრების მოშორებაში დაგეხმარებათ. ძალიან მარტივი საქმეა. დილით ადრე ნაცრის ფენა მცენარეების ქვეშ დაყარეთ და მწერები თქვენს ბაღს დატოვებენ. წვიმისას ნაცარი მცენარეებს მასში არსებულ მკვებავ ნივთიერებებს მიაწვდის. შეგიძლიათ ნაცრის ნახარში მოამზადოთ: 300 გრ ხის ნაცარს 2-3 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით ადუღეთ, გააგრილეთ, გადაწურეთ და 10 ლ დაასხით. ნახარში ბუგრებს და ღიად მცხოვრებ მუხლუხოებს, ასევე ხურტკმელის ნაცროვან სოკოს მოგაშორებთ.

შარდოვანა – კონცენტრირებული აზოტის სასუქი. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეების ქეცისგან დასაცავად – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ბაღებში. ფოთლების დაცვენამდე 1-2 კვირით ადრე ხეები 4,5-5%-იანი შარდოვანას ხსნარით დანამეთ. დაცვენილი ფოთლები – 7-10%-იანი ხსნარით, მაგრამ ყურადღებით იყავით: ხსნარი მცენარეზე არ უნდა მოხვდეს. პროცედურა შეიძლება რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ სხვა მეთოდები უფრო რთული და ნაკლებად საიმედოა.

კალციუმის ჰიდროქსიდი გამოიყენება ნიადაგის მჟავიანობის გასანეიტრალებლად და როგორც კალციუმის წყარო მცენარეებისთვის. მას მცენარეების შიშველი ლოქორასგან დაცვა შეუძლია. ამისთვის ბევრი დრო და განსაკუთრებული ხარჯები არ დაგჭირდებათ. უბრალოდ ნაკვეთის ირგვლივ, რომელსაც ლოქორას თავდასხმა ემუქრება (მაგალითად, სალათის ან კომბოსტო კვლები), კალციუმის ჰიდროქსიდის დამცავი ზოლი შექმენით. მასალის ხარჯი რომ შეამციროთ, ეფექტი კი გააძლიეროთ, მიმოფანტეთ არა სქელ ფენად, არამედ 2-3 წყვეტილ ზოლებად, მათ შორის 10-15 სმ დაშორებით. ამ შემთხვევაში 1 მეტრზე დაახლოებით 30 გრ დაგჭირდებათ.

როცა რაღაცის უმნიშვნელობაზე ხაზგასმა სურთ, ამბობენ: კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს. და სულ ტყუილად. კვერცხი ნაჭუჭი მახრებს მოგაშორებთ. კვერცხის ნაჭუჭი დაფქვით, სუნისთვის ოდნავ მზესუმზირას ზეთში დაასველეთ და ნიადაგს იმ ადგილებში წაუსვით, სადაც ამ მავნებლის გამოჩენის ალბათობა არსებობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს