ბაღის და ბოსტნის დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისგან იმით, რაც ხელთ გვაქვს

398

მცენარეების დამცველი თანამედროვე პრეპარატები საჭირო დროს ყოველთვის ხელთ არ გვაქვს. ამასთან მომწიფებული მოსავლის ქიმიური საშუალებებით დამუშავება არ შეიძლება. ამ დროს ხელთ არსებული მასალები დაგეხმარებათ.

დიასახლისის საპონი

ხსნარი გამოიყენება ბოსტნეულის კულტურებზე ბუგრების საწინააღმდეგოდ: 200-300 გრ 10 ლ თბილ წყალზე.

თამბაქოს მტვერი

პრაქტიკულად უნივერსალური საშუალება მავნებლების საწინააღმდეგოდ. მტვერს აყრიან კომბოსტოს ოჯახის ყვავილების კულტურებს, ასევე მიხაკს, გეორგინას, ხმალას, დეზურას, ზამბახს, იორდასალამს კომბოსტოს რწყილებისა და სისხლის მწოველი მწერებისგან დასაცავად (30-50 გრ 10 მ²). თამბაქოს მტვრის ნაყენი და ნახარში მოცხარს, ხურტკმელს, ალუბალს, ქლიავს, შავ ცირცელს ფოთოლმჭამელა მუხლუხოსგან, ბუგრისგან, მზომელას და ხერხიასგან იცავს. ნაყენისთვის 1 ლ მტვერს 10 ლ თბილი წყალი დაასხით, 1 დღე დააყენეთ, გამოყენების წინ გადაწურეთ და 1:3 წყალში გააზავეთ. 10 ლ ხსნარს 40 გრ საპონი დაუმატეთ. მცენარეები მოსავლის აღებამდე 15 დღით ადრე ამ ხსნარით მორწყეთ.

იოდი

იოდის ხსნარი (5-10 წვეთი 10 ლ წყალზე) მარწყვის კარგ ზრდას ხელს უწყობს და მას დაავადებებისგან იცავს. მცენარეს ამ ხსნარით სეზონზე ერთხელ, ყვავილობამდე რწყავენ.

ბრილიანტის მწვანე

თუ ტრანსპორტირებისას გოგრის ქერქი დაზიანდა, „ჭრილობები“ ბრილიანტის მწვანე საღებავით დაამუშავეთ – ასე ნაყოფის დიდხანს შენახვას შეძლებთ. ასე მოიქეცით გეორგინას ბოლქვებთან შენახვის დროს დაზიანებული ნაწილების მოშორების შემდეგ.

მარგანცოვკა

კალიუმის პერმანგანატის ხსნარი მარწყვს ნაცროვანი ლპობისგან (2 ჩ/კ 10 ლ წყალზე), კენკრის კულტურას ნაცროვანი სოკოსგან (მუქი ვარდისფერი ხსნარი), ასევე მცენარეებს ხოჭოს ლარვებისგან (მცენარის დარგვამდე ნიადაგი ხსნარით მორწყეთ – 2 გრ 10 ლ წყალზე) დაიცავს. კარტოფილის თესლის მომზადებისას ძლიერ ხსნარში ახლახანს ამოთხრილ ბოლქვებს რეცხავენ.

ცარცი

ცარცის ხსნარი (1 ს/კ 1 ვედრო წყალზე) გამოიყენება მჟავე ნიადაგში მზარდი ალუბლის და ქლიავის ნასკვების დაცვენის თავიდან ასაცილებლად. კალციუმის ჰიდროქსიდის დეფიციტის გამო მცენარეებზე კურკის ფორმირება არ ხდება, ამიტომ ნასკვები ცვივა. ხეების ქვეშ მიწა ცარცის ხსნარით 10-12 დღიანი ინტერვალით 2-3-ჯერ მორწყეთ.

მდოგვის ფხვნილი

მდოგვის ფხვნილის მოყრით ნიადაგს ლოქორასგან დაიცავთ. ზაფხულის პირველ ნახევარში ნაყენით კენკრის ბუჩქები მორწყეთ, ასე მცენარეებს ჩრჩილისა და ხერხიასგან დაიცავთ. 100 გრ ფხვნილი 10 ლ წყალზე, 2 დღე დააყენეთ, გადაწურეთ, 1:1 წყალში გააზავეთ და ყოველ 10 ლ ხსნარს 40 გრ საპონი დაუმატეთ. ასეთი ნაყენი ნაყოფიერ ხეებს მუხლუხოებისგან დაიცავს (ხეები ყოველ 15-20 დღეში, ყვავილობის შემდეგ დაამუშავეთ), კომბოსტოს და ძირნაყოფებს ბუგრებს, ბაღლინჯოებს და თრიფსებს მოაშორებს.

დაფქული შავი და წითელი წიწაკა

ზოგიერთ შემთხვევაში დაფქული შავი და წითელი წიწაკით შეგიძლიათ თამბაქო ჩაანაცვლოთ. წიწაკა რიგებს შორის მორწყვის შემდეგ, გაფხვიერების წინ მოაყარეთ. ის კომბოსტოს ბუზებს და ბოლოკის რწყილებს დააფრთხობს.

თაფლი

კარგი სატყუარა მახრისთვის. მინის ქილას შიგნიდან თაფლი წაუსვით და მიწაში ჩამარხეთ. ზემოდან 1-1,5 სმ ღრიჭოს მქონე დაფა დააფარეთ.

შაქარი

შაქრის ხსნარი (1 ჩ/კ 1 ლ წყალზე) ფუტკრებს ფუტკრების მიერ დასამტვერ ჰიბრიდებზე მოიზიდავს. მცენარე უნდა დანამოთ.

მარილი

საკვები მარილის ხსნარი მარწყვის ნაკვეთს ჭიანჭველებისგან დაიცავს. ახალ ყლორტებსა და ფესვებზე მარილის შეფუთვის მოყრა ახლახანს მოჭრილი ხის და ბუჩქის ზრდას შეაფერხებს. მეთოდი პირშუშხას გაზრდის საშუალებას არ მისცემს: ზედმეტი ბუჩქის ამოთხრის შემდეგ მიწას, დარჩენილ ფესვებთან ცოტა მარილი მოაყარეთ და პირშუშხა მოკვდება.

კეფირი

კეფირი შავ მოცხარს ნაცროვანი სოკოსგან დაიცავს. ბუჩქები კეფირის და წყლის ნარევით (1:1) დაამუშავეთ.

კვერცხის ნაჭუჭი

ბოსტნეულის კულტურას მახრასგან დაიცავს. მცენარის დარგვის წინ ნიადაგს ნაჭუჭის ფხვნილის და მცენარეული ზეთის ნარევი დაუმატეთ.

ვაშლის ძმარი

ბუგრებს მისი ატანა არ აქვთ. გარდა ამისა, ძმარი სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოდაც ეფექტურია. 1 ს/კ ძმარი 1 ლ წყალში გახსენით და ამ ხსნარით მცენარეები მორწყეთ (ღრუბლიან ამინდში).

მზესუმზირას ზეთი

წყალში გახსენით, ასე მარწყვს ჭიანჭველებისგან დაიცავთ. სოკოთი დაზიანებული ფოთლების დასანამად 1 ს/კ ზეთი 3 ლ წყალზე აიღეთ.

ხახვის ფურცლები

ბაღში, მარწყვის ნაკვეთზე მიმოყრილი ხახვის ფურცლები ტკიპების მოახლოებას არ დაუშვებს. ხახვის ფურცლების ნახარშით შეგიძლიათ სტაფილოს ნერგები მორწყათ, რომ სტაფილოს ბუზები დააფრთხოთ. შენახვის წინ სტაფილოს ხახვის ნაყენით (50-100 გრ ფურცლები 1 ლ წყალზე, 3-5 დღე დააყენეთ) დამუშავება კარგია. ძირნაყოფს მასში 10 წუთით დებენ და გაშრობის გარეშე ინახავენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს