რა არის ნაცროვანი სოკო და როგორ ვებრძოლოთ

680

ბაღი ქიმიური საშუალებების ჭარბად გამოყენების გარეშე რომ დაიცვათ, მტერი „სახეზე უნდა იცნოთ“. რა არის ნაცროვანი სოკო და როგორ არ დავუშვათ მისი გავრცელება?

ნაცროვანი სოკო – დაავადება, რომელსაც სხვადასხვა სახის მიკროსკოპული ნაცროვანი სოკო იწვევს. ის ბევრ კულტურას აზიანებს, მაგრამ დაავადების სიმპტომები (ასევე, ბრძოლის პრინციპები) ყველგან ერთნაირია. თითოეული პათოგენი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე მცენარის სახეობაში „სპეციალიზდება“. სწორედ ამიტომ, არ შეგეშინდეთ, რომ მუხის ნაცროვანი სოკო ფლოქსზე, ხურტკმელზე ან კიტრზე გადავა.

ძირითადად, სოკო მცენარის ახალგაზრდა ნაწილებს აზიანებს: კალმები, ფოთლები, კვირტები, მწვანე კენკრა. თავდაპირველად ფოთლებზე თეთრი ნადების სახით პატარა ლაქები ჩნდება. ზრდასთან ერთად კარგად ჩანს, რომ ეს სოკოების ძაფებია – მიცელიუმი, რომელიც სქელი ობობის ქსელს ჰგავს. ის სწრაფად ვრცელდება, ფორები ჯაჭვიდან ადვილად გამოდის და თეთრი ფხვნილის სახით იფანტება. პროცესი მთელი ზაფხული გრძელდება, ამასთან გაღვივებული ფორები ტენის მიმართ მომთხოვნი არ არიან და დაავადება მშრალ ამინდშიც კი ვრცელდება.

ჰაერში ფორების კონცენტრაციის და მცენარის დაინფიცირების რისკი ნაადრევი გაზაფხულიდან შუა ზაფხულამდე მუდმივად იზრდება. თუმცა ამ დროისთვის მცენარეების უმეტესობაზე ფოთლები იფარება ცვილის დამცავი საფარით, კუტიკულით, და სოკოს ცოცხალ ქსოვილში შეჭრა უჭირს.

ვეგეტაცის ბოლოს დაზიანებულ ქსოვილებზე წვრილი შავი წერტილები ჩნდება – ეს ახალი ნაყოფიერი სხეულების წარმოქმნის ნიშანია. მათ შეუძლიათ არახელსაყრელი პირობების გადატანა, მცენარეულ ნარჩენებსა და მცენარის დაზიანებულ ნაწილებზე კარგად გამოზამთრება, მომავალ გაზაფხულზე თბილი ამინდების დაწყებისთანავე გაზრდას იწყებენ. გაზაფხულზე ფორები სოკოს ჩანთებიდან გამოდიან და ახალ მცენარეებს აზიანებენ.

ნაცროვანი სოკოს პროფილაქტიკა

  • არამდგრადი კულტურების (ფლოქსი, ვარდი, დეზურა) შერეული დარგვა, მონოკულტურებზე უარის თქმა.
  • მცენარეული ნარჩენების, დაცვენილი ფოთლების დროული მოშორება.
  • ნიადაგის ღრმად დამუშავება ერთწლიანი ყვავილების და ბოსტნეულის კულტურების ქვეშ, ასევე რიგებს შორის.
  • დაბალანსებული კვება.
  • ზაფხულის მეორე ნახევარში – აზოტის სასუქის დოზის შემცირება.
  • ნაცროვანი სოკოს გააქტიურების დროს (როგორც წესი, ივნისის ბოლო – ივლისის დასაწყისი) მცენარე სჯობს ფოსფორი-კალიუმის სასუქით გამოკვებოთ.
  • მიკროელემენტებით მდიდარი კომპლექსური სასუქის გამოყენება, ხის ნაცრის მიწოდება. ფოთლოვანი გამოკვება მიკროელემენტებით.
  • რეგულარული მორწყვა – ფოთლების შეწინააღმდეგების უნარი გვალვაში ან არასაკმარისი მორწყვის პირობებში მცირდება (მაგალითად, ყარღანი, კოწახური და ნეკერჩხალი ქვიშიან ნიადაგში სწრაფად ავადდება).
  • ნიადაგის პროფილაქტიკური დამუშავება შემოდგომასა და ნაადრევ გაზაფხულზე სპილენძის შემცველი პრეპარატებით.
  • გამძლე ჯიშების შერჩევა.

როგორ ვებრძოლოთ

ნაცროვანი სოკოს განვითარება შეგიძლიათ მცენარის სპეციალური პრეპარატებით მორწყვით შეაფერხოთ. ფუნგიციდებით განმეორებით მორწყვა 10-14 დღეში ხორციელდება. უფრო მეტი ეფექტურობისთვის პრეპარატები მონაცვლეობით გამოიყენეთ. განსაკუთრებული ყურადღება ცოცხალ ღობეს და რისკ ჯგუფის მცენარეებს მიაქციეთ.

რისკ ჯგუფი

ალბათ, შეამჩნიეთ, რომ მუხის ახალგაზრდა წამონაზარდი და ცოცხალი ღობის კვირტები, ნეკერჩხლის ახალი ფოთლები ყოველთვის თეთრი ნადებით არის დაფარული. ნამდვილად, დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე არიან ახალგაზრდა წამონაზარდები და ახალგაზრდა ფოთლები მთელი ზაფხულის განმავლობაში, როცა ნაცროვანი სოკო უფრო მეტად აქტიურია. ზრდასრული ფოთლების კუტიკულა სოკოს შეჭრას აფერხებს. დასუსტებული, რბილი ან ახალგაზრდა ფოთოლი (გადაჭრის, შეკრეჭის ან ზედმეტი გამოკვების შედეგად ინტენსიური ზრდის შემდეგ გაზრდილი) არც ისეთი უხეშია და ნაკლებად დაცულია.

ნაცროვანი სოკოთი ძლიერ ინფიცირდება

ხეები და ბუჩქები:

  • კოწახური
  • არყის ხე
  • კუნელი
  • ანწლი
  • თელა
  • ჩვეულებრივი მუხა და ბევრი სხვა სახეობა (წითელი მუხის გარდა – მას უხეში და მკვრივი ფოთლები აქვს)
  • ყვითელი აკაცია
  • ცხენის წაბლა
  • სხვადასხვა სახეობის ნეკერჩხალი. უფრო მგრძნობიარეა წითელი ფერის ფოთლების მქონე ლეკის ხე, თათრული ნეკერჩხალი.
  • თხილი
  • ვარდი და ასკილი
  • ცირცელი
  • იასამანი
  • მოცხარი და ხურტკმელი
  • ვაშლი
  • იფანი

ბალახოვანი მცენარეები:

  • კომბოსტოსებრნი (ხორცოვანი ფოთლების მქონე კულტურის გარდა, მაგალითად, კომბოსტო)
  • ჩვეულებრივი თივაქასრა
  • კიტრი, გოგრა, პომიდორი
  • იორდასალამი
  • ფლოქსი
  • ქრიზანთემა
  • სალბი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს