მავნებელი პეპლები ბაღში: ბრძოლის მეთოდები

608

მავნებელ პეპლებს 2.5 სმ სიგრძის ფრთები აქვთ. ჩვენს ქვეყანაში მათი 50-ზე მეტი სახეობა ბინადრობს და ისინი მნიშვნელოვნად ვნებენ ხეებს, განსაკუთრებით კი ხეხილს.

ამ პეპლების ჭუპრები იკვებებიან ფოთლებით, რომლებსაც სხვადასხვანაირად ახვევენ. ჭუპრის ზომა აღწევს 2-2.5 სმ სიგრძეს, მათი შეფერილობა მერყეობს მწვანედან ყავისფრამდე. თუ ჭუპრს შეაწუხებთ, იგი უკან დაიხევს, გამოძვრება დახვეული ფოთლიდან და ობობის ქსელს ჩამოეკიდება. ჩვეულებრივ, ჭუპრები მარტო ცხოვრობენ, თუმცა პეპლის ერთ-ერთი სახეობა 5-10-ჭუპრიან კოლონებს ქმნიან ერთ “ბუდეში”. პეპლების სახეობების უმეტესობა სხვადასხვა ხიდან და ბუჩქიდან იკვებება. არსებობს გამონაკლისებიც, მაგალითად, ცაცხვის პეპელა მხოლოდ ცაცხვის ფოთლებს მიირთმევს. როგორც წესი, პეპლები ჯანმრთელ ან ცოტათი შესუსტებულ ხეებს ესევა.

გაზაფხულზე ჭუპრები ყვავილედებში ცხოვრობენ, ხშირად ხრავენ კვირტებსა და ახალ ნაყოფებს და ახვევენ მათ ობობის ქსელში. მოგვიანებით, გადადიან ფოთლებზე, თუ ძალიან ბევრნი არიან – ნაყოფებზე.

პეპლები მაისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე ფრენენ, ხოლო ისეთი სახეობა, როგორიცაა ბრტყელი კუბოკრული, ოქტომბერსა და ნოემბერშიც კი.

რისკ-ჯგუფი

ყველაზე ხშირად, მავნებელი პეპლები ესევიან ვაშლის, მსხლის, ალუბლის, ქლიავის, კუნელის, შინდის, შოთხვის, ცირცელის, თხილის, იფნის, ბზის, ტირიფის, ცაცხვის, თელას, ხვალოს, ვერხვის, არყის, მუხის, ნეკერჩხლის ხეებსა და ხეებისა და ბუჩქების სხვა სახეობებს.

ზარალი

პეპლები ყველგანაა გავრცელებული, თუმცა, ყველაზე უფრო მავნებლები არიან სამხრეთის ბაღებში. მასიური გამოჩენისას, პეპლები აზიანებენ ნაყოფებისა და კვირტების 70-80%-ს, ხოლო ფოთლების 50-60%-ს.

პროფილაქტიკა

  • პეპლების კვერცხების ღეროებიდან და ტოტებიდან მოჭრა და განადგურება, მერქნის თხელ ნაჭრებთან ერთად;
  • მილებად დახვეული ფოთლების ჭუპრებიანად მოჭრა და განადგურება;
  • გაზაფხულზე, კვირტების გამოღებამდე, არანალებ 4 გრადუს ტემეპრატურაზე, დაამუშავეთ ხე პრეპარატ “პროფილაქტინით” (0.5 ლ/10 ლ წყალზე). სითხის ხარჯია 2-5 ლ/ხეზე, ხის ასაკისა და სახეობის მიხედვით, ან 1-1.5 ლ/ბუჩქზე.

აქტიური ბრძოლის მეთოდები

მავნებელი პეპლების სახეობების უმეტესობას უნდა ებრძოლოთ ხეხილის აყვავებამდე.თუ ბაღს შეესია ისეთი პეპელა, რომელიც ჭუპრის სტადიაში იზამთრებს, ინსექტიციდები უნდა გამოიყენოთ მწვანე კონუსის ან კვირტების გამოსვლის ფაზაში. თუ პეპელა კვერცხის სტადიაში იზამთრებს, ბრძოლა იწყება ვაშლის ვარდისფერი კვირტის ფაზაში. გაზაფხულზე, დაამუშავეთ ხეები არანაკლებ 10 გრადუსზე, რამდენადაც ჭუპრები ცივ ამინდში ობობის ქსელის ან დახვეული ფოთლების ქვეშ იმალებიან და ნაკლებად ეკონტაქტებიან ინსექტიციდებს.

ზაფხულში მავნებელთან ბრძოლა ნაკლებად ეფექტურია, გარდა ამისა, დამუშავება დამღუპველი იქნება სასარგებლო მწერებისა და მონადირე ტკიპებისთვის.

ვაშლისა და მსხლის აყვავებამდე, ჭუპრების წინააღმდეგ ეფექტურია მრავალი ინსექტიციდი: ატომი, დიტოქსი, დი-68, ბინომი, ბი-58, როგორ-ს, ტერადიმი, დესანტი, ტაგორი, ტოდი, ზოლონი, ფუტანონი და სხვები – 10მლ/10 ლ წყალზე. ხარში 1 ხეზე 2-5 ლიტრია.

თუ ხეებს გვიან დაამუშავებთ, როცა ჭუპრები უკვე კვირტებში და დახვეულ ფოთლებში არიან, გირჩევთ პირეტროიდების გამოყენებას. მაგალითად, აივენგო, ალტალფი, აკორდი, ალფაცინი, ალფაშანსი, ცი-ალფა, ფატრინი, ფასტაკი – 3 მლ/10 ლ წყალში, 5 ლ ერთ ხეზე.

ყვავილობის შემდეგ და ზაფხულში, არაა სასურველი ძალიან ტოქსიკური ინსექტიციდების გამოყენება. უმჯობესია, გამოიყენოთ ბაქტერიული პრეპარატები (ლეპიდოციდი, ბიტოქსიბაცილინი) ან ფიტოვერმი და აკარინი. როცა პეპლები უკვე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, ერთ-ერთ პირეოტროიდს იყენებენ.

პეპლების წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა მწერების განვითარებისა და ზრდის რეგულატორი ინსეგარი. იგი გამოიყენება პეპლების ფრენის პიკის დროს, ისე, რომ მემდრმა კვერცხები უკვე დამუშავებულ ზედაპირზე დადოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს