კოლორადოს ხოჭოსთან ბრძოლის გამოცდილი და მოქმედი საშუალებები.

1223
კოლორადოს ხოჭო | წყარო: piqsels

კოლორადოს ხოჭო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველაზე მსხვილი ფოთოლჭამია მწერი და, ამასთან, კარტოფილის ყველაზე სერიოზული მავნებელია. იგი ჩვენს რეგიონში მექსიკიდან შემოვიდა, ნერგებთან ერთად.

კოლორადოს ხოჭოს მავნებლობა

კოლორადოს ხოჭო ძალიან მსუნაგია, ჭამს კარტოფილის ღეროებს, ზედა ფოთლებიდან დაწყებული, და არ მშვიდდება, სანამ მცენარისგან მხოლოდ ძირითადი ღერო არ დარჩება. საკვების ძიებაში ხოჭოს ათობით კილომეტრის გაფრენა შეუძლია. გარდა კარტოფილისა, იგი იკვებება ბადრიჯნით, პომიდვრით, იშვიათად თამბაქოთიც.

ზიანის ხოჭოს რამდენიმე თვისება აძლიერებს:

  • მაღალი ნაყოფიერება – ერთ მდედრს 1000-მდე კვერცხის დადება შეუძლია;
  • ზაფხულში 1-3 თაობა ვითარდება;
  • ხოჭო მშვენივრად დაფრენს, თუმცა დილას, საღამოს და გრილ დღეებში უპირატესობას ანიჭბს ქვეითად მოძრაობას, უყვარს მოგზაურობა ტანსაცმლით, ტრანსპორტით, ნიადაგის დასამუშავებელი ხელსაწყოებით, შინაურ და გარეულ ცხოველებზეც კი;
  • დიაპაუზის უნარი – ესაა განსაკუთრებული “ძილი”: ზაფხულის მოკლე ძილი 1-10 დღეს გრძელდება, თუმცა შეუძლიათ 2-3-წლიანი ძილიც, რაც ხოჭოსს შიმშილის პერიოდის გადატანაში ეხმარება;
  • კოლორადოს ხაჭო ძალიან სწრაფად ეგუება შხამ-ქიმიკატებს.

როგორ ვებრძოლოთ კოლორადოს ხოჭოს

  • თუ ზრდასრული ხოჭო ან ჭუპრი მცირე რაოდენობითაა, შეაგროვეთ ხელით და გაანადგურეთ;
  • დარგვამდე, დაამუშავეთ ბოლქვები პრეპარატებით: ტაბუ, ნუპრიდ 600, კრუიზერი, დარგვამდე ან დარგვის დროს, დამუშავეთ პრესტიჟით ან პრესტიჟიტატორით. სითხის ხარჯია 1 ლ/100 კგ-ზე;
  • თხრილის ფსკერს მოასხით პრეპარატი ტაბუ დარგვამდე. 1-2 ლ ერთ თხრილზე.

კოლორადოს ხოჭოსთან აქტიური ბრძოლის მეთოდები

ჩვეულებრივ, მცენარის დამუშავებას იწყებენ მაშინ, როცა ერთ მცენარეზე 15-მდე ჭუპრი ჩნდება. მათ წინააღმდეგ შეგიძლიათ შარდმჟავას ხსნარის გამოყენება (100 გ 10 ლ წყალზე). დამუშავების შემდეგ, ჭუპრების 90% იღუპება, მცენარე კი სასუქს აზოტით იღებს.

ბიოლოგიური საშუალებები ხოჭოს წინააღმდეგ

მოსავლის დასაცავად, გამოიყენეთ ადამიანისთვის უსაფრთო ბიოლოგიური პრეპარატები:

  • ბიტოქსიბაცილინი (40-100 გ 10 ლ წყალზე), შეაშხეფეთ ჭუპრების გაჩენის დროს, დამუშავებებს შორის ინტერვალი 6-10 დღე უნდა იყოს. სითხის ხარჯია 0.5-1.5 ლ/10 კვ.მ.-ზე;
  • ფიტოვერმი (1მლ/1ლ წყალზე) შეაშხეფეთ ოცდღიანი ინტერვალით. სითხის ხარჯია 5 ლ 100 ნერგზე;
  • აკარინი – 5 ლ 100 ნერგზე.
ყველაზე ეფექტური პრეპარატები კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ

პირეტროიდული ინსექტიციდები

თუ ბიოლოგიური საშუალებები ვერ გეხმარებათ, სხვადასხვა შხამ-ქიმიკატის გამოყენებაა საჭირო. კოლორადოს ხოჭოს განვითარების შესაწყვეტად ან შესანელებლად, დაშვებულია პირეტროიდული პრეპარატების გამოყენება:

  • აივენგო, ფატრინი, ცი-ალფა, ცუნამი – სითხის ხარჯია 5 ლ/100 მ2-ზე და ალტერი, ალფასი, ფასკორდი, ფასტაკი, ცეზარი, კარატე ზეონი, ალტინი, ლამბდა-ს, კე კარაჩარი, ვანტექსი – 2-4 ლ ას კვ.მ.-ზე;
  • კინმიქსი – 2.5 მლ/10 ლ წყალზე, 10 ლ 100 კვ.მ.-ზე;
  • ფიური, ტარანი – 1-1.5 მლ/10 ლ წყალზე, ხარჯი – 5 ლ 100 კვ.მ.-ზე;
  • არივო, შარპეი – 1.5 მლ 100 კვ.მ.-ზე, ხარჯი – 5 ლ 100 კვ.მ.-ზე;
  • ალატარი – 5 მლ/4 ლ წყალზე, ხარჯი – 4 ლ 100 კვ.მ.-ზე;
  • ისკრა – 10 გ/10 ლ წყალზე, ხარში 10 ლ 100 კვ.მ.-ზე.

თუმცა, 23-25 გრადუსზე პირეტროიდული პრეპარატების გამოყენებისას, მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნად მცირდება.

მწერების ზრდისა და განვითარების რეგულატორი

პრეპარატების ამ ჯგუფიდან ეფექტურია მატჩი. ამ პრეპარატით მცენარე უნდა დაამუშავოთ ჭუპრების გაჩენის პერიოდში, სამხრეთ რეგიონებში კი – მასიური კვერცხდების დროს.

პრეპარატების გამოყენების დროს გახსოვდეთ:

პრეპარატების ნაწილი აღწევს მცენარეში და უზრუნველყოფს 14-20-დღიან დაცვას, საშუალებების ნაწილი კი კლავს ხოჭოებსა და ჭუპრებს მხოლოდ ფოთლების ზედაპირზე კლავს.

მიჩვევა რომ თავიდან აიცილოთ, არ დაამუშავოთ მცენარე ერთი და იმავე პრეპარატებით.

პირველ გამოყენებამდე, ნებისმიერი პრეპარატი გამოსცადეთ ერთ მცენარეზე. თუ დღის განმავლობაში მცენარის მდგომარეობა არ გაუარესდა, პრეპარატი სხვა მცენარეებზეც გამოიყენეთ.

ფრთხილად იყავით მცენარის დამცავ საშუალებებთან. ყოველთვის წაიკითხეთ ინსტრუქცია გამოყენებამდე. დაამუშავეთ მცენარი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს