პოდაგრას კვლევით საბოლოოდ აღმოაჩენთ, ხოლო ტკივილს ფიტოპრეპარატებით შეამცირებთ

0
661

„გთხოვთ, მითხრათ, არის თუ არა ფეხის ცერა თითის სახსრებში ყრუ ტკივილი პოდაგრის ნიშანი? ტკივილი პერიოდულად ღამით მაწუხებს, თუმცა სახსრების გარეგნული ცვლილება არ მაქვს. ამ შემთხვევაში ოქროს ულვაშის ნაყენის კომპრესები და შეზელვა ეფექტურია? როგორ მოვამზადო? პატივისცემით, ნადეჟდა“.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო.

პოდაგრა (გაცვლითი ხასიათის მორეციდივე ართრიტი) – ნივთიერებათა ცვლის დაავადება გამოხატული ლოკალიზაციით. შარდმჟავას და შარდმჟავა მარილების სახსრებში, ხრტილებში დაგროვება დაავადების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. პოდაგრა აზიანებს თითების სახსრებს, მაჯას, მუხლს, ტერფს და ა.შ. პოდაგრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბევრი ჭამაა, განსაკუთრებით პურინის მჟავით მდიდარი საკვების ჟამა, კერძოდ ხორცის ცხიმიანი სახეობის, თევზის, ხმელი ყველის (განსაკუთრებით ცხარე), ცხიმების და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება. რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი და მემკვიდრეობა.

ხშირად დაავადება სახსრებში  მოულოდნელი და ინტენსიური ტკივილით, სიწითლით და ცხელებით ვლინდება. პოდაგრის შეტევები ხშირად ღამით ხდება. მტკივნეულ სახსრებში მწვავე ტკივილი შეიძლება თეთრეულის წონამაც კი გამოიწვიოს. განმეორებით შეტევას წინ უძღვის მცირე ჩხვლეტა სახსრებში.

დიაგნოზის დასასმელად ექიმს უნდა მიმართოთ და გაიკეთოთ პოდაგრაზე ტესტი, ასევე სისხლის ანალიზი ინფექციების და შარდმჟავის კრისტალების შემცველობაზე.

პოდაგრის დროს პაციენტისთვის კარგია ტუტე სასმელი. შეგიძლიათ სოდის სუსტი ხსნარი წყალზე მოამზადოთ. ასევე კარგია წვენები, კერძოდ, სტაფილოს და ნიახურის ან ისპანახის, ჭარხლის. სასარგებლოა ყველა ბოსტნეულის და ხილის და მათგან მომზადებული კერძების, რძისმჟავე პროდუქტების და მწვანილის მიღება.

ასევე სასარგებლო იქნება რამდენიმე დღიანი შიმშილობა (შიმშილის დიეტა). ასეთი 2 დღიანი შეკავების შემდეგ მსუბუქი ბოსტნეულის წვნიანი შეჭამეთ. ჭამამდე 2-1-1,5 საათის წინ ბალახების ნახარში დალიეთ.

  • ნარევი 1. 5 გრ საშემოდგომო სათოვლია, 10 გრ ლეშურა, 10 გრ ყვითელი ნაღველა, 10 გრ სააფთიაქო გვირილის ყვავილები. 3 ს/კ ნარევს 3 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. გაგრილებამდე დააყენეთ. ¼ ჭიქა ნარევი დღეში 3-ჯერ დალიეთ. 15-20 წუთის შემდეგ კიდევ ერთი ბალახების ნაყენი დალიეთ.
  • ნარევი 2. 25 გრ ცაცხვის ყვავილები, 20 გრ ოქროწკეპლა, 20 გრ შავი ანწლის ყვავილები. 2 ს/კ ნარევს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა ნაყენი თაფლთან ერთად დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  • სურნელოვანი იის ნაყენი. 30 გრ ნედლ მასალას 1 ლ წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ, ცეცხლიდან გადმოდგით, 1 საათით დააყენეთ. ¾ ჭიქა ნარევი ჭამამდე 15 წუთით ადრე ან საკვების მიღებებს შორის დალიეთ.პოდაგრის დროს სასარგებლოა ყურძნის მიღება, დღეში 1,5 კგ კენკრა შეჭამეთ. ყურძენს ¼ ჭიქა ტუტე მინერალური წყალი ან 1 ჩ/კ საკვები სოდა 1 ლ წყალში გახსნილი დაასხით და დალიეთ.
  • ნივრის ნაყენი. 50 გრ გასუფთავებული და დაჭრილი ნიორი 0,5 ლ არაყში 8 დღე დააყენეთ. ნახევარი ჩაის კოვზი ნაყენი 1 ს/კ რძესთან ან წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ დალიეთ.
  • სახსრების და ძვლების სხვადასხვა სახის ტკივილის დროს ოქროს ულვაშის ნაყენი ეფექტურ საშუალებად ითვლება. მის მოსამზადებლად 10-15 ფოთოლს 1 ლ არაყი ან 70% სპირტი დაასხით, 2 კვირა დააყენეთ. ოქროს ულვაშის ნაყენი მტკივნეულ ადგილას შეიზილეთ, ასევე მცირე პორციებით შიგნით მიიღეთ.

წერილს პასუხობს ექიმი, ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი.

რა თქმა უნდა, მკითხველს სამედიცინო გამოკვლევა სჭირდება დიაგნოზის დასადგენად და და შესაბამისი თერაპიის დასანიშნად. ნებისმიერ შემთხვევაში ხორციანი საკვების მიღება უნდა შეზღუდოთ, კერძოდ ღვიძლის, თირკმლის, ცილებით მდიდარი პროდუქტების (ლობიო, პარკოსანი). ამასთან, რაცონში უნდა დაამატოთ კომბოსტო (ყვავილოვანის გარდა), ყურძენი, მინერალური წყალი (მაგალითად, ბორჯომი). შეგიძლიათ მიირთვათ რძისმჟავე პროდუქტები, ბოსტნეულ, ხილი, მარცვლეული.

  • ტკივილის გამწვავების დროს დიდ სახსარზე მშრალი კომპრესები გაიკეთეთ, მაგალითად, არყის ხმელი ფოთლებით.
  • შეშუპების გასაქრობად მტკივნეულ ადგილას პირშუშხა შეიზილეთ: 1 ს/კ გახეხილ პირშუშხას 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. 2 საათით დააყენეთ.
  • ბორცვებზე ცხელ კომპრესს იკეთებენ: 50 გრ გვირილას და 50 გრ შავი ანწლის ყვავილებს 1 ვედრო ცხელი წყალი დაასხით, 200 გრ მარილი დაუმატეთ. ცხელ ხსნარში დასველებული ქსოვილი მტკივნეულ სახსრებზე შემოიხვიეთ.

გარდა ამისა, ტკივილს აქრობს მტკივნეულ სახსრებზე მასაჟი და მსუბუქი დაზელვა. პირველი სეანსის ხანგრძლივობა 7 წუთამდე დღეში 2-3-ჯერ. შემდეგი სეანსის დროს მასაჟის ხანგრძლივობა იზრდება. გამწვავების პერიოდში მასაჟი უკუჩვენებულია.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი