ფურუნკული (ძირმაგარა) ძლიერი ჩირქოვანი ანთებაა თმის ბოლქვში, საიდანაც თმა იზრდება, ასევე შემაერთებელი ქსოვილების მიმდებარედ. როგორც წესი, ძირმაგრის გაჩენას სტაფილოკოკი ან სხვა პათოგენური მიკროორგანიზმები იწვევენ. თავიდან კანზე სიწითლე (პატარა ლაქა) ჩნდება, ცოტა ხანში სიწითლის ადგილად სიმკვრივე ჩნდება, შემდეგ კი მტკივნეული კვანძი იქმნება. ანთების განვითარების მიხედვით ტკივილი ძლიერდება და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხეულის ტემპერატურის მატება ან უახლოესი ლიმფური კვანძების გაფართოება გამოიწვიოს.
ხშირად ძირმაგარა თავისით იხსნება, ჩირქი გამოდის, ხოლო სიწითლე და ტკივილი ნელ-ნელა ქრება. ზოგიერთ შემთხვევაში ფურუნკულოზი ვითარდება – კანის ქრონიკული დაზიანება სტაფილოკოკის ინფექციით, რომლის დროსაც მუდმივად სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ძირმაგარის გაჩენა ხდება.
უნდა გახსოვდეთ, რომ ფურუნკულოზი ყოველთვის მთელი ორგანიზმის მუშაობის სერიოზული გაუმართაობის სიგნალია. მისი უყურადღებოდ დატოვება არასდროს არ შეიძლება. თუ დაავადებას არ განკურნავთ ან არასწორად იმკურნალებთ, ის ყოველთვის პროგრესირდება და სხვა შინაგანი ორგანოების დაზიანებას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, მსგავსი პრობლემის წარმოქმნისას ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ. ექიმის მიერ დანიშნულ სამკურნალო თერაპიასთან ერთად შეგიძლიათ მკურნალობის ხალხური მეთოდები სცადოთ.
- პროპოლისი მიკროელემენტებით წარმოუდგენლად მდიდარია და დაავადების მიმართ ორგანიზმის ბრძოლის უნარს ზრდის. სპირტიანი ნაყენი მოამზადეთ: 250 გრ არაყს 15-20 გრ პროპოლისი დაუმატეთ, ბოთლს მჭიდროდ დაახურეთ და 1 კვირა მშრალ, ბნელ ადგილას დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი ჭამის შემდეგ დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
- ქრისტესისხლა სისხლს კარგად წმენდს. ქრისტესისხლას ხმელი ბალახი ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ და 30 დღე დილით, უზმოზე დანის წვერით მიიღეთ. წყალი დააყოლეთ.
- თევზის ქონი D ვიტამინს და სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, რომლებიც კანის „იმუნიტეტზე“ დადებით გავლენას ახდენენ.
- ლუდის საფუარი – B ვიტამინის წყარო, რომელიც კანის მუშაობაზეა „პასუხისმგებელი“. გარდა ამისა, საფუარი ჩირქის გამოდევნას აჩქარებს და შეხორცებას ხელს უწყობს.
- ჭეო – სასარგებლო ნივთიერებების საწყობი ფერმენტირებული სახით. სწორედ ამიტომ, მას ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. გარდა ამისა, ჭეოს ფერმენტები ორგანიზმის მიკროფლორას აუმჯობესებენ და იმუნიტეტს ზრდიან. 0,5 ჩ/კ ჭეო დღეში 3-ჯერ მიიღეთ, წინასწარ თაფლს აურიეთ.
- ექინაცეა მდიდარია C ვიტამინით, რომელიც იმუნიტეტს ზრდის. ჩაის ან ნაყენის სახით მიიღეთ. აფთიაქში იყიდება.
- ხახვი შეიცავს ეთერზეთს, რომელიც პათოგენურ მიკროფლორას ებრძვის. ხახვი დააბლენდერეთ, 1 ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. 2-3 ყლუპი დღეში 3-ჯერ დალიეთ.
- ბუნებრივი გოგირდი. აფთიაქებში ყვითელი ფხვნილის სახით იყიდება. ¼ ჩ/კ ფხვნილი 1 ჭიქა წყალში გახსენით. დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10 დღე დალიეთ. შემდეგ 7 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
- ალოე იმუნიტეტს ზრდის. ფოთლის პატარა ნაჭერი ყოველდღე, 2 კვირის განმავლობაში შეჭამეთ. შეგიძლიათ წყალი დააყოლოთ.
- სტრესთან ბრძოლა ყველა დაავადების, მათ შორის ფურუნკულოზის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს. პრობლემებისგან თავის არიდება და ცხოვრებისგან ბედნიერების მიღება ისწავლეთ.
ჩვენი რედაქცია ყოველდღიურად ცდილობს გაამდიდროს თქვენი საოჯახო აფთიაქი, ძალიან სასარგებლო მცენარეული (ხალხური) საშუალებებით და სხვა საინტერესო ინფორმაციით. გთხოვთ გაზიარებებით მოგვეხმაროთ მივიტანოთ ეს ინფორმაციები უფრო ფართო მასებამდე, წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის.