კოჟრებისა და მეჭეჭებისგან ნიორი და ვაშლი გაგათავისუფლებთ

1128

დროით გამოცდილი ხალხური მეთოდია კანის დაზიანებული მონაკვეთების ნივრითა და მჟავე მწვანე ვაშლით დამუშავება – ეს პროცედურა 1-2 კვირაში გაგიქრობთ მეჭეჭებსა და კოჟრებს.

პროცედურისთვის, გაჭერით ორივე ნაყოფი და მონაცვლეობით წაისვით გამაგრებულ ადგილებზე. გაიმეორეთ დღეში 4-5-ჯერ. მჟავე ვაშლი აძლიერებს ნივრის ფუნგიციდურ მოქმედებას, რამდენადაც მსგავსი საშუალება უკეთ მუშაობს pH-ის დაბალ მნიშვნელობაზე.

პრაქტიკის მიხედვით, დიდი კოჟრი 1 კვირაში დარბილდება და ზედმეტი კანი ფენებად მოძვრება. ამ სახითვე შეგიძლიათ მყარი ნაწიბურებისა და მეჭეჭების მოშორებაც კი. თუმცა, თუ კოჟრების დამუშავება ერთი კვირის განმავლობაში უნდა გააგრძელოთ, მეჭეჭებისთვის 10-12 დღე იქნება საჭირო.

ექიმების თქმით, ასეთმეთოდს მკაფიო მეცნიერული ახსნა აქვს: ცნობილია, რომ ნიორს ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს (ამცირებს ან კლავს ადამიანისთვის სოკოს 13 პათოგენურ შტამს). ვაშლი, თავის მხრივ, ფიტოთერაპიის ერთ-ერთი უძველესი წევრია. როგორ გარეგანი საშუალება, ვაშლის ფაფა გამოიყენება ანთებითი პროცესების შესასუსტებლად, სხეულის დამწვარ ან მოყინულ ადგილებზე, აგრეთვე, დიდხანს შეუხორცებელ წყლულებზე.

კარაქთან ან ქონთან ერთად დახეხილი ვაშლი მალამო-საცხის როლს შეასრულებს, ტუჩებსა და ძუძუს თავებზე ნახეთქებისა და ჭრილობების სწრაფად შეხორცებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს