დაკავშირებულია თუ არა ერთმანეთთან ისეთი დაავადებები, როგორებიცაა დისბაქტერიოზი და კოლიტი? პატივისცემით, ვ.მ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი:
ჩვეულებრივ, ნაწლავის დისბაქტერიოზს წინ უძღვის საკვების მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, კოლიტებიც. ანუ, ეს ორი დაავადება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ხანდახან, საკმარისია დისბაქტერიოზის დაავადების გამომწვევი პრობლემის მოგვარება, რომ კუჭის მიკროფლორა თანდათან დარეგულირდეს.
საკვების მომნელებელი ტრაქტის სამკურნალოდ გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:
- კოლიტების დროს ეფექტურია თითო წილი ბაბუაწვერას ფესვისა და ანწლის ნაყოფის შერევა 2 წილ მაყვლისა და ჭინჭრის ფოთლებთან. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 8-10 საათით (უმჯობესია, თერმოსში). გადაწურეთ და მიირთვით 2-3 ჭიქა დღეში, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
- 1 ჩ.კ. აბზინდის ბალახი დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში 20 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ 2 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ. სიმწარის შესამცირებლად, დაუმატეთ თაფლი.
- დააქუცმაცეთ და შეურიეთ 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, 2 წილი ჭინჭრის ფოთლები, 3 წილი ხეჭრელის ორი წლის მერქანი. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთით. გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა ღამით.
- ნახევარლიტრიან ბოთლში მოათავსეთ 30 მგ დაქუცმაცებული დინდგელი, დაასხით 70-გრადუსიანი სპირტი. დააყენეთ 3 კვირით, მუდმივად შეანჯღრიეთ. დაუმატეთ 7 წვეთი ნაყენი 1 ჭიქა წყალს დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 1 თვე უნდა გაგრძელდეს.
საკვების მომნელებელი სისტემისა და მთელი ორგანიზმის მუშაობის დარეგულირებაში, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საკვები ბოჭკოები. დავასახელებ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც ჩვენს რაციონში მუდმივად უნდა იყოს: ზეთი (საუკეთესოა სიმინდის), ჭარხალი, ქატო, ბრინჯი, შვრიისა და წიწიბურის ფაფები. გარდა ამისა, მენიუში უნდა ჩასვათ კომბოსტოს მწნილი, ლეღვის ნაყოფი და სელის თესლი.