ბოყინი ორსულ ქალებში. ეს არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენაა, რომელიც საყლაპავ მილსა და კუჭს შორის კუნთების სისუსტით არის გამოწვეული. ქალს კუჭიდან გაზების გამოსვლის გაკონტროლება არ შეუძლია. სწორად კვება დაიწყეთ: დღეში 5-6-ჯერ მცირე პორციებით.
გულძმარვა. მტკივნეული შეგრძნება მუცელში ბოყინის მსგავსი სისუსტით არის გამოწვეული. კუჭის მჟავე სითხე საყლაპავში ამოდის და კედლებს აღიზიანებს. თვითმკურნალობა – გამოსავალი არაა, სჯობს ექიმს მიმართოთ.
გულისრევა და ღებინება. ორსულობის დროს კუჭის წვენის გამოყოფა მცირდება, ამიტომ საჭმლის მონელება და საყლაპავში მისი გავლა ნელდება. შედეგად, კუჭში ძალიან ბევრი საკვები გროვდება და მის გასათავისუფლებლად ორგანიზმი ღებინებას იყენებს. როგორ განვასხვაოთ ნორმალური ღებინება ტოქსიკოზისგან? თუ ღებინება მცირე პორციებით ჭამის დროსაც (დღეში 5-6-ჯერ) არ ქრება და დღეში 10-ჯერ ხდება – ეს ტოქსიკოზის აშკარა ნიშანია. დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ.
ყაბზობა. ორსულ ქალებში ეს პრობლემა მეორე და მესამე ტრიმესტრში ნაწლავებზე საშვილოსნოს ზეწოლის შედეგად ხდება. სიმსუბუქეს ბევრი ბოსტნეულის და რძის პროდუქტის მიღებით, ასევე აქტიური ცხოვრების წესის დაცვით იგრძნობთ.