გაქვთ სამზარეულოში ტაფა, რომელიც საკვებს იკრობს? ამ პრობლემას მხოლოდ ერთი ინგრედიენტი მოაგვარებს.

1831
ფოტო:Annalise Batista on Pixabay

თუ მომზადების დროს ტაფა საკვებს იკრობს, ნებისმიერ დიასახლისს აწუხებს კითხვა, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება. დამცავი საფარის მქონე ნაკეთობაც კი, რამდენიმეწლიანი მოხმარების შემდეგ, ასეთი უსიამოვნების მომსწრე ხდება. ახალი ჭურჭლის შეძენა თავიდან რომ აიცილოთ, გამოიყენეთ ძველებური ხრიკები პრობლემის გადასაჭრელად.

როგორ მოვიქცეთ, თუ ტაფა საკვებს იკრობს?

ბევრმა დიასახლისმა არ იცის, თუ რატომ იკრობს ტაფა. დროთა განმავლობაში, ჭურჭლის ზედაპირი იფარება მიკრონაკაწრებით, მიმწვრის საწინააღმდეგო საფარი ცვთება. ფსკერის უსწორმასწორობაში ხვდება საკვების ნაწილაკები, ხურდება და იწვება, ჩნდება შავი ქერქი. ეს ნამცეცები იჭედება ნაკაწრებში და შემდეგ მომზადებაზე საკვებს ეკრობა. პროცესი რამდენიმე მიზეზით შეიძლება მოხდეს:

  1. ჭურჭლის უხარისხობა – ბრენდული პროდუქტი უფრო დიდხანს ძლებს.
  2. ზედაპირის მექანიკური დაზიანება – ტეფლონის ან კერამიკული ტაფისადმი არასწორი მოპყრობა აჩენს მიკრონახეთქებსა და ნაკაწრებს.
  3. ნაკეთობის ვარგისიანობის ვადის გასვლა – თუჯის ტაფა თუ გაძლებს ათობით წელს, თორემ დანარჩენი სახეობები დიდხანს ვერ მოგემსახურებათ.

ტაფები სხვადასხვა მასალისგან მზადდება: ალუმინი, თუჯი, კერამიკა, ფოლადი – ამ ყველაფერს კი დამცავი ფენებით ფარავენ. ჭურჭელმა რომ არ მიიკროს, მას კარგად უნდა მოაუროთ – არ გამოიყენოთ მეტალის ნიჩბები საკვების მოსარევად, მყარი რკინის ღრუბლები – რეცხვისას. თუ ტაფა იკრობს, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია გამოცდილი რეკომენდაციების გამოყენებით.

როგორ მოვიქცეთ, თუ თუჯის ტაფა იკრობს?

თუ თუჯის ტაფა იკრობს, შემდეგ ინსტრუქციას უნდა მიჰყვეთ:

  1. გარეცხეთ იგი ცხელი წყლით და გაამშრალეთ.
  2. დაფარეთ ფსკერი საკვები მარილის 1 სმ სისქის ფენით და შედგით ღუმელში ან ქურაზე 1 საათით, მარილს ურიეთ.
  3. გადაყარეთ მარილი და წაუსვით ტაფას ზეთი – იგი თუჯზე დამცავ ფენას წარმოქმნის.
  4. მომზადებისას, თუჯის ტაფაში ჩაასხით დიდი რაოდენობით ზეთი – ასე მისი გამძლეობა მიმწვრისადმი გაძლიერდება.
  5. მსგავსი ჭურჭელი გაწმინდეთ არა რკინის ჯაგრისით, არამედ სოდით.

როგორ მოვიქცეთ, თუ კერამიკული ტაფა იკრობს?

კერამიკით დაფარული ნაკეთობა 1-2 წელს უპრობლემოდ გვემსახურება.იგი გელით ან ღრუბლით უნდა გაიწმინდოს, ზედმეტად არ უნდა გახურდეს, მომზადების შემდეგ, ცივ წყალში არ უნდა გარეცხოთ, მომზადებისას ურიოთ სილიკონის ნიჩბით. თუ კერამიკულ ზედაპირს საკვები ეკრობა, ესე იგი, დამცავი ფენა დაზიანდა. მისი ძველი თვისებების დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა მომზადება მაინც შესაძლებელი იქნება.

  1. გაწმინდეთ ფსკერი სარეცხი სითხით.
  2. გააშრეთ სამზარეულოს პირსახოცით.
  3. წაუსვით ტაფას ქონი, ზეთი ან სხვა ნებისმიერი ცხიმი. ყოველი მომზადების პროცედურა ამ მოქმედებებით დაიწყეთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ალუმინის ტაფა იკრობს?

პრობლემამ რომ აღარ შეგაწუხოთ, უნდა იცოდეთ, რომ საკვები უნდა შეწვათ მხოლოდ სუფთა ზედაპირზე, თორემ წვრილი ნაწილაკები ახალი კერძის მიწვას განაპირობებს. ალუმინის ჭურჭელმა რომ არ მიიკროს, გავიხსენოთ ძველებური რეცეპტი:

  1. მიმწვარ საკვებს მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 3-4 საათით, გარეცხეთ რბილი ღრუბლით.
  2. გაახურეთ სუფთა ჭურჭელი საშუალო ცეცხლზე.
  3. დაჭერით პური კუბებად და დაყარეთ ტაფის ფსკერზე თანაბრად.
  4. შეწვით პურები უკარაქოდ ნელ ცეცხლზე 15 წუთით. შედეგად, მიიღებთ გემრიელ გახუხულ პურს, ტაფას კი აღარაფერი მიეკრობა.

როგორ მოვიქცეთ, თუ ფოლადის ტაფა იკრობს?

ფოლადის ნაკეთობა არ მიიკრობს, თუ საკვებს ზეთზე შეწვავთ. უთანასწორობა და ნაკაწრები მეტალზე ცხიმით ივსება და საკვებს არ აძლევს მიკრობის საშუალებას. ხოლო თუ საკვები მაინც ეკრობა, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

  1. გარეცხეთ მიმწვარი ტაფა ლიმონმჟავით (10 გ 300 მლ წყალზე). ხსნარი წამოადუღთ ჭურჭელში 15 წუთით და გარეცხეთ ნაკეთობა გამდინარე წყლით.
  2. მიკრობა თავიდან რომ აიცილოთ, დაიწყეთ მზადება ტაფის გახურებით. სასურველია, იგი კარგად გაახუროთ და ზეთი უშუალოდ მომზადებამდე დაასხათ.
  3. ჭურჭელმა რომ არ მიიკროს, შეგიძლიათ იგი დაამუშავოთ – ფსკერზე დაყარეთ რამდენიმე კოვზი მარილი, დაუმატეთ თბოგამძლე ზეთი (მიწისთხილის), გაახურეთ ტაფა მაღალ ცეცხლზე, სანამ ზეთი ბოლს არ აუშვებს. შემდეგ ინგრედიენტებს აცადეთ გაგრილება, ზეთი გადაღვარეთ, ტაფა კი მოწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.

როგორ მოვიქცეთ, თუ ტეფლონის ტაფა იკრობს?

ტეფლონით დაფარული ტაფა განსაკუთრებულ მოვლას ითხოვს. არ შეიძლება ამ ჭურჭლის გახეხვა აბრაზიული საშუალებებით, ჯაგრისებით, შეწვისას მხოლოდ პლასტმასის ან ხის ნიჩბების გამოყენება შეიძლება. ყოველ საფარს თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს, რომლის გასვლის შემდეგ პროდუქცია მაინც იწყებს მიკრობას. ამ შემთხვევაში, გირჩევთ ახალი ჭურჭლის შეძენას ან ძველის ექსპლუატაციის ვადის გაზრდას.

  1. შეგიძლიათ სცადოთ ხანმოკლე აღდგენის რეცეპტი. საგულდაგულოდ გარეცხეთ ნაკეთობა და კარგად გააშრეთ.
  2. ჩაასხიტ მასში 1 ს.კ. ზეთი, გაახურეთ ისე, რომ სითხე გათხელდეს.
  3. ოდნავ გააგრილეთ და ქაღალდის ხელსახოცით შეაზილეთ ზეთი მთელ ტაფას.
  4. ასეთი პროცედურა ნაკეთობის 30 გარეცხვის შემდეგ უნდა გაიმეოროთ.
  5. ასეთი ტაფა შემდეგნაირად უნდა გარეცხოთ: გადაასხით წყალი, გააზავეთ მასში 1 ს.კ. მდოგვის ფხვნილი, გააჩერეთ 30 წუთით და გაწმინდეთ ღრუბლით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს