როგორ გავწმინდოთ ვერცხლი სხვადასხვა ხელმისაწვდომი საშუალებით

14626

ვერცხლის გაწმენდის საკითხი სამკაულების მოყვარულებს საკმაოდ ხშირად აწუხებთ. ამ მეტალის ნაკეთობის ხანგრძლივი გამოყენება მას ამუქებს. პროცესის სიჩქარე ინდივიდუალურია – ერთ მომხმარებელს ვერცხლი რამდენიმე წელიწადში უმუქდება, მეორეს – ერთ თვეში. ეს პრობლემა მოგვარებადია, უბრალოდ რამდენიმე ეფექტური რეცეპტი უნდა გქონდეთ არსენალში, რათა ნაკეთობას პირველადი იერი დაუბრუნოთ.

ვერცხლის წმენდა სოდით

ამ იაფფასიანი საშუალებით ვერცხლის გაწმენდის რამდენიმე გზა არსებობს:

  1. შეურიეთ 0.5 ჩ.კ. სოდა და 1 ჩ.კ. წყალი. მიღებული ფაფა მოათავსეთ ქსოვილზე და გაწმინდეთ ვერცხლის ნაკეთობა.
  2. აადუღეთ 1 ლ წყალი და დაუმატეთ 1 ს.კ. სოდა. ვერცხლის ნაკეთობა ან ჭურჭელი მოათავსეთ ხსნარში 20 წუთით, გაავლეთ სუფთა წყლით და გააშრეთ.
  3. უნდა გახსოვდეთ, რომ ძვირფასთვლიანი ნაკეთობის გაწმენდა არ შეიძლება სოდით – ისინი გამუქდება და დაკარგავს ნატურალურ ელვარებას.

ვერცხლის წმენდა ნიშადურის სპირტით

ეს საშუალება უბრუნებს გამუქებულ ქვებს ელვარებას და მოკლე დროში აშორებს მეტალს სიმუქეებს, რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი.

  1. მოამზადეთ თავსახურიანი ქილა და ჩაასხით ნიშადურის სპირტი. ეფექტის გასაძლიერებლად, ხსნარს დაუმატეთ საპონი და წყალბადის ზეჟანგი.
  2. ვერცხლის ნაკეთობა დატოვეთ ხსნარში 15-20 წუთით. ქილა პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ. ჭურჭელი აუცილებლად დახურული უნდა იყოს, რადგან ამიაკის ორთქლს მძაფრი სუნი აქვს. შემდეგ ნაკეთობა გარეცხეთ სუფთა წყლით და გაწმინდეთ ხაოიანი ჩვრით. ვერცხლის ნივთი ახალივით იქნება.

ვერცხლის წმენდა ფოლგით

ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია:

  1. ქვაბის ფსკერზე დააფინეთ ალუმინის ფოლგა და მოათავსეთ ვერცხლის ნივთი – ფოლგას იგი მაქსიმალურად უნდა ეხებოდეს.
  2. აადუღეთ წყალი და დაუმატეთ სოდა – 50 გ 1 ლიტრზე.
  3. დაელოდეთ მასის ჩაქრობას, დაასხით მიღებული ხსნარი სამკაულს.
  4. სოდა და ალუმინი რეაქციაში შევა ვერცხლის სულფიდთან და მალე სიშავეც გაქრება.
  5. ბოლოს გაავლეთ ვერცხლი გამდინარე წყალში და გააშრეთ.

ვერცხლის წმენდა კბილის პასტით

აირჩიეთ თეთრი კბილის პასტა მინარევების გარეშე, მაქსიმალურად ნატურალური შემადგენლობით.

  1. წაუსვით პასტა სველ კბილის ჯაგრისს. სასურველია, მასზე რბილი ბუსუსები იყოს – ისინი ნაზად გაწმენდს ზედაპირს და უკეთ აღწევს ჩუქურთმებში.
  2. პროცედურის დასრულებისას, სამკაული გარეცხეთ გამდინარე წყლით, თეთრი ნადები რომ არ დარჩეს, და გაწმინდეთ მიკრობოჭკოვანი ხელსახოცით.
  3. ეფექტის ინტენსიფიკაციისთვის, რადიკალური მეთოდის გამოყენებაც შეგიძლიათ – შეურიეთ პასტა ნიშადურის სპირტს და ასე გაწმინდეთ ნაკეთობა.

ვერცხლის წმენდა კვერცხის გულით

  1. ჩაალბეთ კვერცხის გულში ბამბის ტამპონი და წაუსვით ვერცხლს.
  2. შემდეგ აცადეთ გაშრობა და ჩამორეცხეთ წყლით.
  3. ნაკეთობები არამხოლოდ კარგად იწმინდება, არამედ დიდხანს აღარ შავდება – კვერცხის გული იცავს მათ ოქსიდებისგან, რომლებიც გამუქებას იწვევს.

ვერცხლის წმენდა წყალბადის ზეჟანგით

თუ ვერცხლის ნაკეთობაში სხვა მინარევებიცაა, შესაძლოა, ამ მეთოდის გამოყენებამ უკუპროცესი გამოიწვიოს – ნაკეთობა გამკრთალდება, დაიფარება ლაქებით და გამუქდება.

აღნიშნული მეთოდის გამოყენება გაუმართლებელი რისკია, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მიმართოთ. ამ დროს ზეჟანგს ნიშადურის სპირტს თანაბარი რაოდენობით ურევენ. ხსნარის მომზადების შემდეგ, ამით ჯერ ბეჭდის შიდა ნაწილს ან ძეწკვის შესაკრავს ამუშავებენ, რათა უკურეაქციები გამოირიცხოს. მოათავსეთ ნაკეთობა ხსნარში 15-20 წუთით, თუ ექსპერიმენტული მონაკვეთი გაღიავდა.

ვერცხლის წმენდა ძმრით

ეს მჟავა მარტივად უმკლავდება ვერცხლის სიშავეს:

  1. აიღეთ 6%-იანი სუფრის ძმარი. 200 მლ სითხე ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და ოდნავ შეათბეთ.
  2. მოათავსეთ ვერცხლი მასში 15 წუთით, გარეცხეთ წყლით და გაამშრალეთ.
  3. ნუ ინერვიულებთ, თუ სიმუქე პირველ ცდაზე არ გაქრა. ნატურალური საშუალებები ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე ქიმიური ანალოგები. უბრალოდ გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ.

ვერცხლის წმენდა კარტოფილით

კარტოფილის სახამებელი შესანიშნავად უმკლავდება ვერცხლის ლაქებს. გამოიყენეთ შემდეგი ინსტრუქცია:

  1. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით ლებნებად, მოათავსეთ წყლით სავსე ჭურჭელში. აქვე ჩაალაგეთ ვერცხლი რამდენიმე საათით. სახამებელი ბოსტნეულიდან მალე წყალში გადავა და მეტალს გააღიავებს. გაავლეთ და გააშრეთ ნაკეთობა.
  2. მიზანმიმართულია კარტოფილის ნახარში წყლის გამოყენებაც. მასში მოათავსეთ გამუქებული ვერცხლი 15 წუთით, გაავლეთ და გააშრეთ. უკეთესი ეფექტისთვის, ქვაბის ფსკერზე მოათავსეთ ფოლგა.

როგორ დავიცვათ ვერცხლი გამუქებისგან?

  1. შეინახეთ ნაკეთობები მშრალ ოთახში, დახურულ ყუთებში, რომელსაც ფლანელი ან ხავერდი აქვს ჩაფენილი. თუ კოვზები, ლანგრები, ჭიქები დიდხანს არ გამოიყენება, გაახვიეთ ისინი პერგამენტში ან ფოლგაში და დაიცავით დაჟანგვისგან.
  2. არ შეიძლება ვერცხლის შენახვა სინათლის ქვეშ – ასე იგი ელვარებას დაკარგავს.
  3. ამ მეტალს არ უყვარს ტემპერატურის ცვლილებები – არ შეიძლება მისი შენახვა გამათბობლის ან ქურის გვერდით.
  4. სამზარეულოს ინსტრუმენტები გარეცხეთ გამოყენებისთანავე. არ დაუშვათ მისი კონტაქტი კვერცხთან, მაიონეზთან, რეზინთან, პლასტმასთან, საყოფაცხოვრებო გაზთან.
  5. ვერცხლის ნაკეთობები მოიხსენით ბანაობისას.
  6. დალაგების დროს, მოიხსენით სამკაულები, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან რომ არ ჰქონდეს კონტაქტი.
  7. გარეცხეთ ნაკეთობები საპნის ხსნარით, ფიზიკური აქტივობის შემდეგ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს