მაღაზიაში ყოველდღე პურზე სირბილი მომბეზრდა და კანადური რეცეპტით შინ გამოცხობა დავიწყე.

1392

ინტერნეტში ხშირად ვხვდებით სიტყვათშეთანხმებას „სახლის პირობებში“. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: ფენოვანი ღვეზელით დაწყებული ვარსკვლათშორისო მოძრაობით დამთავრებული. მეორე მხრივ, ზოგიერთი თემა ტაბუდ აღიქმება. მაგალითად, როგორ გამოვაცხოთ შინაურული პური. მაღაზიაში მისი ყიდვა უფრო მარტივია.

დღეს გირჩევთ ცრურწმენები გადალახოთ და ნამდვილი, შინაურული პური გამოაცხოთ. საკუთარი ხელით გამომცხვარი პურის ჭამა ნამდვილი სიამოვნებაა! „პაპარაცი“ გთავაზობთ კანადელი, ნატალი მაშიკის შესანიშნავ რეცეპტს, როგორ გამოვაცხოთ მარტივი პური სახლის პირობებში. მერწმუნეთ – ამის გაკეთებას ბავშვიც შეძლებს.

როგორ გამოვაცხოთ შინაურული პური

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ხორბლის ფქვილი
  • 375 მლ თბილი წყალი
  • 5 გრ მშრალი საფუარი (ან 15 გრ ახალი)
  • 1,5 ჩ/კ მარილი
  • 300 მლ მდუღარე წყალი ღუმელისთვის

მომზადება:

1. ყველა მანიპულაციის შესასრულებლად ზუსტად 5 წუთი დაგჭირდებათ, სხვა მხრივ უბრალოდ ლოდინი მოგიწევთ. რთული არაა, ასეა? თბილ წყალს საფუარი და მარილი დაუმატეთ, აურიეთ.

2. ნატალის თქმით, ამ შემთხვევაში საფუარის და მარილის არევა უსაფრთხოა, რადგან მოკლე დროში ერთმანეთთან რეაქციაში შესვლას ვერ მოასწრებენ. წყალი გაცრილ ფქვილს დაუმატეთ.

3. ცომი მხოლოდ ხელით ან სპეციალური სათქვეფელით მოზილეთ, ეს სწრაფად უნდა გააკეთოთ, 30-40 წამში. ამ დროში ფქვილი წყლის შეწოვას მოასწრებს და საბოლოოდ წებოვან ცომს მიიღებთ.

4. ცომით სავსე თასს პარკი გადააფარეთ და რამდენიმე ადგილას გახვრიტეთ, რომ გაზი გარეთ თავისუფლად გამოვიდეს. თასი თბილ ადგილას 2 საათით გააჩერეთ.

5. ამ დროში ცომი ზომაში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახლა 2 ვარიანტი გაქვთ, თუ როგორ მოიქცეთ. შეგიძლიათ პირდაპირ ცხობას შეუდგეთ ან ცომი მაცივარში შეინახოთ. მაცივარში შეგიძლიათ მთელი 2 კვირა შეინახოთ! სწორედ ამიტომ, პური აუცილებლობის შემთხვევაში გამოაცხვეთ! ამასთან ცივ ცომთან მუშაობა უფრო ადვილია.

6. თუ ცომის გამოცხობა პირდაპირ ახლა გსურთ, სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი თითებზე რომ არ მიგეკვრათ, ცომს ოდნავ ფქვილი მოაყარეთ და მრგვალი ფორმა მიეცით. ცომი კონვერტებად გაკეცეთ, შემდეგ ცენტრისკენ გაწელეთ, თითქოსდა კვანძის შეკვრას ცდილობთ, გადააბრუნეთ და რამდენიმე ადგილას ჩაჭერით. პური საცხობ ქაღალდზე გადაიტანეთ.

7. სანამ პურს ღუმელში შედებთ, მას მომზადება სჭირდება. ღუმელი საცხობ ფორმასთან ერთად 230 გრადუსამდე 30 წუთით გაახურეთ, შემდეგ ტაფა გამოიღეთ, მასზე პური ქაღალდთან ერთად მოათავსეთ და კვლავ ღუმელში დააბრუნეთ.

8. შინაურული პური ღუმელში მარტო არ იქნება. ქვედა თაროზე 300 მლ მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელი მოათავსეთ. პური 230 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.

შინაურული პური

არ დაგავიწყდეთ, რომ პურის მზაობა შეგიძლიათ ხის ჩხირით შეამოწმოთ: თუ პურის გახვრეტის შემდეგ ის მშრალი რჩება, ყველაფერი კარგადაა! პურის იმწამსვე ჭამა არ ღირს, გააგრილეთ. ნახეთ ნატაშა მაშიკის ვიდეო, რომელიც ჩვენ ასე ძალიან მოგვეწონა, ამასთან უფრო გაერკვევით, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ.

სახლის პირობებში პურის გამოცხობა არც თუ ისე რთული საქმეა. მხოლოდ მიზნის დასახვა და გაკეთება მოგიწევთ. შეიძლება პირველივე ჯერზე არ გამოგივიდეთ ისე, როგორც წარმოგიდგენიათ, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს