რატომ ჩნდება სახლში რწყილები და როგორ მოვიშოროთ ისინი თავიდან

22731

ამ სტატიის თემა აქტუალურია ნებისმიერი ჩვენგანისთვის. ცხოვრების ერთ-ერთი პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ, მიუხედავად ცივილიზაციის რადიკალური განვითარებისა, კაცობრიობა რწყილების თავიდან მოშორებას ვერ ახერხებს. ეს პარაზიტ-სისხლისმწოველთა უაღრესად გავრცელებული სახეობა უამრავ დისკომფორტს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე შინაურ ცხოველებსაც – ძაღლებს, კატებს და სხვ.

რწყილების მთავარი საშიშროებაა ის, რომ უამრავი დაავადების (ლისტერიოზი, ტულარემია, ფსევდოტუბერკულოზი, ალერგიული რეაქციები) გადამტანად გვევლინებიან.

რატომ ჩნდება რწყილები სახლში

ბევრს აინტერესებს, საიდან ჩნდება ჩვენს მუდმივად დალაგებულ და მოვლილ ბინაში რწყილები და როგორ მოვიშოროთ ისინი. დავიწყოთ პირველი, ძირითადი კითხვით. აღმოჩნდა, რომ მიწის რწყილები სახლში უამრავი მიზეზით ჩნდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა შინაური ცხოველები.

ქუჩაში სეირნობისას, კატები და ძაღლები იზიდავენ ქუჩის მიწის რწყილებს და საკმაოდ დიდი რაოდენობით პარაზიტი შემოჰყავთ სახლში ბეწვით, დიასახლისი კი ამას ბოლო მომენტამდე ვერ იგებს. თუმცა, ამისთვის ცხოველს ნუ გაუბრაზდებით, რადგან ჩვენც, საკმაოდ ხშირად, უნებურად ვასრულებთ რწყილების გადამყვანის ფუნქციას: ისინი ქუჩიდან ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით შემოგვყავს. ვთქვათ, ჩექმის ძირს მიეწება რამდენიმე რწყილის კვერცხი, რომელთაგანაც რამდენიმე დღეში უამრავი მწერი გამოიჩეკება და უდიდესი სისწრაფით გამრავლდება.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რწყილები თქვენს ბინაში მეზობლების აივნებიდანაც კი შეიძლება მოხვდნენ – ეს იქნება გვერდითა, ზედა თუ ქვედა მეზობელი. თავისთავად, რწყილების ტრადიციული ბუდეებია სარდაფები, სხვენები, სადაც ანტისანიტარია სუფევს, ბინადრობენ ვირთხები – მიწის ძუძუმწოვარა პარაზიტენის აქტიური გადამტანები. სხვათა შორის, ისინი სახლში მოსულ სტუმრებსაც მოჰყვებიან ხოლმე. უნდა აღვნიშნოთ, რომ რეალურ ცხოვრებაში მათი გაჩენის ერტბაშად რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

როგორ ვებრძოლოთ რწყილებს

რწყილებთან მრავალწლინი ბრძოლა დაეხმარა კაცობრიობას მათ წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტური საშუალებების გამოგონებაში. ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი მეთოდია იმ ნივთების საფუძვლიანი რეცხვა, რომლებშიც პარაზიტები ბუდობენ ან შეიძლება ბუდობდნენ. ამ საქმეში მთავარია, არც ერთი ნივთი არ გამოგეპაროთ. მათ შორის:

  • ზეწრები;
  • შალითები;
  • საბნები და სხვ.

ბუნებრივია, ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ ხალიჩები, ლეიბები, განსაკუთრებით იატაკზე, რადგან იქაც ხშირად შეხვდებით რწყილებს. ასევე, მშრალად ან სველად უნდა დაასუფთავოთ რბილი სათამაშოები, ავეჯის შემოსაკრავები, სხვა ნივთები, რომლებსაც ხშირად ეხება შინაური ცხოველი.

გარდა ამისა, რწყილებთან ბრძოლის მნიშვნელოვანი მეთოდია იატაკის პერიოდული სველი დალაგებაც. ამავდროულად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ რთულად მისაწვდომ კუთხეებზე, პლინტუსებზე, კარადებისა და სხვა ავეჯის ქვეშ ადგილებზე. თავიდან მოიშორეთ ძველი, გაცვეთილი ნივთები, რათა სახლი საწყობად არ აქციოთ, რომელშიც რწყილების გასამრავლებად უნებურად იქმნება ყველა პირობა. ეს განსაკუთხებით ეხება მოუვლელ ლეიბებს, ბალიშებს, საბნებსა და სხვა მსგავს ნივთებს – ისინი სინანულის გარეშე უნდა მოისროლოთ. სწორედ ასე უნდა მოიშოროთ თავიდან ძველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც რწყილების მატარებელი შეიძლება იყოს.

თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს მოქმედებები რწყილებს ვერ მოგაშორებთ. საჭიროა კომპლექსური მიდგომა. აუცილებელია, რომ პარაზიტები მოაშოროთ შინაურ ცხოველებსაც – სპეციალური შამპუნები, წვეთები თუ სპრეები ამაში დაგეხმარებათ.

სპეციალური პრეპარატები

ყველაზე უფრო გავრცელებული რწყილსაწინააღმდეგო საშუალებებია:

  • პირეტრინები: ესაა ნატურალური ინსექტიციდების ეფექტური სახეობა, რომელიც მწერის პარალიზებასა და დაღუპვას იწვევს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი უსაფრთხოა შინაური ცხოველებისა და ადამიანისთვის, რის გამოც თამამად გამოიყენება სახლებში;
  • პირეტროიდები: ესაა სინთეტიკური პესტიციდები – პირეტრინების ანალოგი, თუმცა უფრო ძლიერი ეფექტით. მათი გამოყენება მოიაზრებს სახლიდან ცხოველების გაყვანას, რათა გამოირიცხოს მათი ნერვული სისტემის დაზიანება;
  • ნიტენპირამი: ასეთი საშუალებაც აბსოლუტურად უსაფრთხოა გამოყენებისთვის, არ ახდენს გავლენას ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე, პარაზიტებს კი ძალიან სწრაფად – მხოლოდ 1 საათში უმკლავდება. თუმცა, რწყილები სახლში ფრთხილად უნდა მოწამლოთ, ამ დროს ცხოველები იზოლირებული უნდა იყვნენ, რათა შემთხვევით არ შეჭამონ პარაზიტებისთვის განკუთვნილი შხამი;
  • სელამექტინი: ესაა ეფექტური ნახევრადსინთეტიკური საშუალება რწყილების წინააღმდეგ, თუმცა, არაა სასურველი მისი გამოყენება პატარა კატებთან და ძაღლებთან, ან სუსტ ცხოველებთან;
  • ფიპრონილი: ამ საშუალებით ცხოველების ბეწვი უნდა დამუშავდეს. გამოიყენება ყოველგვარი სპრეი, დიქლოფოსი, ქლოროფოსი, ფხვნილები და მსგავსი საშუალებები, თუმცა, მათი უმრავლესობა ცხოველებისა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არაა.

ხალხური მეთოდები

რწყილებთან ბრძოლის ორიგინალურ და ეფექტურ საშუალებებს გვთავაზობს ხალხური მედიცინა. ტრადიციული მეთოდია ბინის დამუშავება სხვადასხვა ისეთი მცენარით, რომელსაც რწყილებისსაწინააღმდეგო თვისებები აქვს. ასეთია, მაგალითად, აბზინდა, რომელსაც მძაფრი, რწყილების დამაფრთხობელი სურნელი აქვს, სპარსული გვირილა, რომელიც პირეტრინებს შეიცავს, აგრეთვე, პიტნის, აბზინდის, ასფურცელას, ევკალიპტის, ფიჭვის ნახერხის და სხვათა ნახარში. ბევრი დიასახლისი წარმატებით იყენებს სოდას – მას მარილთან ერთად აყრის ხალიჩებს, ნავთის ხსნარს და ა.შ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს