ბაზარზე აკრილის სანტექნიკა შედარებით გვიან გაჩნდა, თუმცა მომხმარებელს შორის სახელის მოხვეჭა უკვე მოასწრო. მის მთავარ უპირატესობად ითვლება ითვლება მსუბუქი წონა და ესთეტიკური იერი, თუმცა, ყველამ არ იცის მისი მოვლის წესები.
რამდენადაც ჩვენი უმრავლესობა მიჩვეულია ძველ თუჯის აბაზანებს, რომელთა გაწმენდა თითქმის ყველაფრით შეიძლება, დიდია იმის ალბათობა, რომ ამ შედარებით უცნობ მასალას მანამდე ჩვეული საშუალებით დააზიანებთ. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გაგაცნობთ აკრილის აბაზანის მოვლის თავისებურებებსა და საწმენდ საშუალებებს.
ზოგადი რეკომენდაციები
აკრილს არ უყვარს აბრაზიული ნივთიერებები. ჯაგრისებისა და ღრუბლების შერჩევისას, აირჩიეთ რბილბუსუსებიანი ნაკეთობა, რომელთა გამოყენებაც ნაკაწრებს არ ტოვებს.
არაა რეკომენდებული ქლორის ან ამიაკის შემცველი პროდუქტის გამოყენება. რბილი ღრუბელი ან ქსოვილის ხელსახოცი შესანიშნავია კონსტრუქციის ყოველდღიური წმენდისთვის. საწმენდი შემადგენლობა ღრუბელს უნდა წაუსვათ და გაწმინდოთ ზედაპირი, შემდეგ კი ჩამორეცხოთ წყლით და გამოაშროთ. ყოველდღიურად მსგავსი რიტუალის შესრულების შემთხვევაში, სანტექნიკური ნაკეთობა მუდმივად სუფთა და მოვლილი იქნება.
ახლა კი გავეცნოთ სპეციალურ საწმენდ საშუალებებს:
ასეთი საშუალებები, უმეტესად, გამოიყენება ჟანგის ან კირის ნადებით დაბინძურებისას. ამ მასალის საწმენდი საშუალებების უმეტესობა შეიცავს სპეციალურ სოკოსსაწინააღმდეგო დანამატებს, რომლებიც უმკლავდება ნებისმიერი ტიპის ჭუჭყს. თუ არ იცით, რით ჩამორეცხოთ თერმოპლასტიკური ზედაპირი, შეარჩიეთ უნივერსალური პროდუქტი, მაგალითად, “Cif”.
ამ მასალის პოპულარულ საწმენდ საშუალებებს მიეკუთვნება “აკრილანი”. ქაფი მარტივად უმკლავდება ნებისმიერ პრობლემას, დაწყებული საპნის ლაქებითა და წყლის ნადებით, დასრულებული ჟანგით, ძველი კირის ნადებით, ობითა და სოკოთი.
აკრილის აბაზანის გაწმენდა შეიძლება დომესტოსითაც. თუმცა, მთავარია მასთან სწორად იმუშავოთ. საბედნიეროდ, მას საკმაოდ რბილი შემადგენლობა და სადეზინფექციო თვისებები აქვს.
არანაკლებეფექტურია ხალხური საშუალებებიც:
- ლიმონმჟავა: გამოიყენება კირის ნადების მოსაშორებლად. აიღეთ 1 შეკვრა ფხვნილი და გააზავეთ ცხელ წყალში. ხსნარით გავლების შემდეგ, ჩამორეცხეთ ონკანის გამდინარე წყლით და გაწმინდეთ რბილი ქსოვილით.
- სოდისა და საპნის ხსნარი: ამ კომპონენტების ნარევი წაუსვით დაბინძურებულ მონაკვეთებს და ჩამორეცხეთ 30 წუთში, ლაქები გაწმინდეთ რბილი ღრუბლით.
- მარილი: ეს საშუალება ძველ ჟანგსაც კი აშორებს. მოაყარეთ იგი რბილ ღრუბელს, ლაქა კარგად დაასველეთ და გაწმინდეთ ფრთხილი მოძრაობებით.
- ძმარი: ეს სითხე აშორებს ყველაზე ჩამჯდარ და ძველ ჭუჭყს. წმენდისთვის საჭიროა აბაზანაში წყლის დაგროვება და 1 ლ ძმრის შერევა. 12 საათში წყალი ჩარეცხეთ და ზედაპირი ჩამორეცხეთ.
აკრილის აბაზანის გასაწმენდად საჭირო საშუალების შერჩევისას, უპირატესობა გამოცდილ პრეპარატებს მიანიჭეთ. თუ ამ პრობლემას პირველად წააწყდით, წაიკითხეთ უკვე გამოცდილი დიასახლისების გამოხმაურებები.