ბროლის ჭაღი თქვენი სახლის შესანიშნავი დეკორაცია და სინათლის მთავარი წყაროა. თქვენ მუდმივად აღგაფრთოვანებთ მასში მზის სხივების დამაბრმავებელი გადაღვრა. თუმცა, როცა სამშვენისები იმტვერება და მუქდება, სახლშიც სინათლე მცირდება. გარდა ამისა, იკარგება ბროლის ესთეტიკური იერი და ზიანდება თქვენი ჯანმრთელობაც – ასეთი სინათლე ვნებს მხედველობას.
როგორ გავწმინდოთ ბროლის ჭაღი სწორად, წვრილი დეტალების დაუზიანებლად?
ბროლის ჭაღის წმენდა
ამ მარტივი და მნიშვნელოვანი პუნქტების დაცვით, ბროლის ნაკეთობის სისუფთავე და ძველებური ელვარება გარანტირებული იქნება:
- ზედმეტად ცივი ან ცხელი წყალი, აბრაზივები, საპონი – ყველაფერი ეს ვნებს ბროლის ელვარებას.
- ბროლზე ლაქები რომ არ დატოვოთ, გამოიყენეთ ქსოვილის ხელთათმანები წმენდის ფინალურ ეტაპზე.
- ყურადღება მიაქციეთ სითხის ნარჩენებს ჭაღის მეტალის დეტალებზე, კოროზიის პროცესის თავიდან ასაცილებლად.
რით გავწმინდოთ ბროლის ჭაღი
- ნიშადურის სპირტი: 1 ს.კ. 1 ჭიქა წყალზე;
- თითო ს.კ. მარილი და ძმარი 1 ჭიქა წყალზე;
- ჩვენი მეგობარი სუფრის ძმარი – ყველაზე ცნობილი და რეკომენდებული საშუალებაა ბროლის ნაკეთობის ელვარებისთვის.
თუმცა, როგორი სარეცხი საშუალებაც არ უნდა გქონდეთ, ბროლის გავლება ძმრის სუსტი ხსნარით და მშრალი ხავერდის ქსოვილით გაპრიალება საუკეთესო გზაა ბროლის ნაკეთობის იდეალურად გასაწმენდად.
ბროლის ჭარი მოხსნადი ელემენტებით: წმენდის თავისებურებები
თუ თქვენი ჭაღი, რომელსაც დაკიდული დეტალები აქვს, ძალიან ჭუჭყიანია, გენერალურ დალაგებას ვერ ასცდებით.
- გადაუღეთ ფოტო რთულ კონსტრუქციას ყველა შესაძლო მხარიდან, რათა აწყობისას ზედმეტი თავის ტკივილი აიცილოთ თავიდან.
- დააგეთ მკვრივი საბანი ან დიდი ხაოიანი პირსახოცი ჭაღის ქვეშ – თუ რამე დაგივარდათ, არ გატყდეს.
- გამორთეთ ელექტრობა მთელ ოთახში, სადაც ჭაღია დაკიდული, მოხსენით ყველა ნათურა, ჩამოხსენით ჭაღი ჭერიდან.
- მოხსენით ჭაღს ბროლის ყველა ელემენტი.
- საკიდები გარეცხეთ ხსნარში, ჩონჩხი გაწმინდეთ რბილი სველი მიკრობოჭკოვანი ხელსახოცით. გამოაშრეთ ყველა მეტალის ნაწილი, კოროზიის თავიდან ასაცილებლად.
- აბაზანაში ან ნიჟარაში რეცხვისას, დააფინეთ ქვეშ პირსახოცი და გამოიყენეთ პლასტმასის საწრეტი.
- ხავერდოვანი ქსოვილით გააპრიალეთ ბროლის ყველა ელემენტი, ჩაიცვით ქსოვილის ხელთათმანები. თანამედროვე დიასახლისები გამოსაშრობად ფენსაც იყენებენ ხოლმე.
- ააწყვეთ ჭაღი, დაამაგრეთ ნათურები, დარწმუნდით, რომ სითხე არსად დარჩა და დაკიდეთ კონსტრუქცია ჭერზე. ჩართეთ ელექტრობა.
თუ გინდათ, საკიდებიანი ჭაღი მოუხსნელად გაწმინდოთ, ან კონსტრუქცია ამის საშუალებას არ გაძლევთ, გამოიყენეთ საშხეფი სარეცხი საშუალებით.
ბროლის ჭაღი საკიდების გარეშე: წმენდის თავისებურებები
- გამორთეთ ელექტრობა მთელ ოთახში და მოხსენით ყველა ნათურა.
- იატაკზე დააფინეთ სქელი მუშამბა ან საბანი.
- გამოიყენეთ ბროლის საწმენდი სპრეი ან სარეცხი საშუალება საშხეფ ბოთლში. 10 წუთით აცადეთ ცოტათი შეშრობა და ჭუჭყის დაშლა, ზედმეტი წყალი ძირს დაწვეთავს.
- აცადეთ კონსტრუქციას გაშრობა სამი საათით.
- დააბრუნეთ ნათურები, ჩართეთ ელექტრობა.
რისი გაკეთება არ შეიძლება
- ცხელი წყალი ბროლის მტერია – იგი გამოუსწორებელ გამუქებას იწვევს.
- ზედმეტად ბუსუსიანი ქსოვილი კაწრავს ნაკეთობას.
- აბრაზივები და მყარი ჯაგრისებიც კაწრავს ზედაპირს.
- არ გამოიყენოთ ისეთი საპნის ხსნარი, რომელიც დატოვებს ბროლზე ნაწიბურებსა და ფენას, კაუსტიკური სოდა, ქლორის შემცველი ხსნარები.
თქვენ როგორ წმენდთ ამ ძვირფას ნაკეთობას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.