8 სასარგებლო მცენარე, რომელიც კოღოებს თქვენი ეზოდან და ნაკვეთიდან განდევნის.

1090

შემაწუხებელ და მოზუზუნე კოღოებს გარეთ ყოფნისას ყველაზე სასიამოვნო შეხვედრის გაფუჭებაც შეუძლიათ. ამასთან ბევრი უსიამოვნო დაავადების გადამტანი არიან.

როგორ მოვიშოროთ კოღოები

კატაპიტნა

მცენარეს სასიამოვნო სუნი აქვს და მთელ რიგ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც კოღოებს აფრთხობს. გარდა ამისა, კატაპიტნას ბევრი სამკურნალო თვისება გააჩნია და მედიცინაში აქტიურად გამოიყენება.

ბაზილიკი

აღსანიშნავია, რომ ბაზილიკის ყველა სახეობა კოღოებს თავიდან მოგაშორებთ. განსაკუთრებით ეფექტურია პიტნის და მენთოლის მქონე ბაზილიკი. მათ სასიამოვნო პიტნის სუნი აქვთ, რაც კოღოებს საერთოდ არ მოსწონთ.

კალენდულა

ლამაზი, ფერადი ყვავილები თქვენს ნაკვეთს უდაოდ დაამშვენებს. ეს მცენარე მოსავლელად უპრეტენზიოა. მისი სუნი ადამიანს მოსწონს, მაგრამ კოღოებს განდევნის.

როზმარინი

როზმარინის შესანიშნავი არომატი ყველასთვის ცნობილია, ვინც მისი სასარგებლო თვისებების შესახებ იცის. მცენარე დიდი რაოდენობით ეთერზეთს შეიცავს, რომელიც თქვენს ნაკვეთს უსიამოვნო მწერებისგან დაიცავს.

ციტრონელა

ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სასარგებლო მცენარე აგარაკის ნაკვეთისთვის. მცენარეს ძალიან სასიამოვნო ლიმონის გემო აქვს და კოღოებს შესანიშნავად აფრთხობს.

ლავანდა

მშვენიერი და ჰაეროვანი ლავანდა უდაოდ თქვენს ნაკვეთს დაამშვენებს, სასიამოვნო სუნით გაგახარებთ და სასიამოვნო ბონუსის სახით, კოღოებს დააფრთხობს. ერთადერთი მინუსი – კოღოების ნაცვლად შეიძლება ფუტკრები მოფრინდნენ.

ლემონგრასი

მდიდრული და სურნელოვანი ბალახი არა მხოლოდ კოღოებს, არამედ სხვა პარაზიტებს დააშინებს. ნაკვეთიც უფრო დამშვენდება.

ევკალიპტი

მარადმწვანე ბუჩქი ძალიან ეფექტური საშუალებაა კოღოების საწინააღმდეგოდ. სხვათა შორის, კოღოების მოსაშორებლად ევკალიპტის ეთერზეთი შესანიშნავი საშუალებაა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს