თუ დროთა განმავლობაში თქვენმა ტანსაცმელმა, განსაკუთრებით კი ღია ფერის ქსოვილებმა, შესამჩნევად დაკარგა ელვარება, წინა შედეგთან შედარებით, ეს პირველი ნიშანია იმისა, რომ სარეცხ მანქანაში გაჩნდა ნადუღი და ჭუჭყი. დღევანდელი სტატია დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოშორებასა და პროფილაქტიკაში.
როგორ ავიცილოთ თავიდან ნადუღის გაჩენა სარეცხ მანქანაში
წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ სარეცხ მანქანაში ნადუღის მოშორებისთვის ქიმიური საშუალებებიც გამოიყენება. ამიტომ, აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, კანისა და სხვა ორგანოების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. დასაწყისისთვის, წაიკითხეთ საწმენდი საშუალების შემადგენლობა, ალერგიის გამორიცხვის მიზნით. ასევე, შემადგენლობასთან გაცნობისას გასაგები გახდება, თუ რამდენად ფრთხილად უნდა გამოიყენოთ აღნიშნული საშუალება და როგორ უნდა დაიცვათ თავი.
დამცავ საშუალებად შეგიძლიათ რეზინის ხელთათმანების გამოყენებაც, სასურველია, გრძელი მკლავებით, ასევე, ნიკაპის, ცხვირისა და პირის მფარავი ნიღანი. ასევე, ამა თუ იმ საშუალების გამოყენებისას, წაიკითხეთ ინსტრუქცია.
ქიმიური პრეპარატები ნადუღის მოსაშორებლად
ბევრს აინტერესებს, როგორ გაწმინდოს მანქანა ნადუღისგან და, რაც მთავარია, რით. ნადუღის მოსაშორებლად, ბაზარზე უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს. ასეთი საშუალება ფხვნილებისა და სითხის სახით იყიდება. რა თქმა უნდა, სარეცხი მანქანის წმენდას პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეთ და აირჩიოთ ცნობილი საწმენდი პრეპარატები.
1. “Bork К8Р1” – კორეული საშუალება, რომელიც არამხოლოდ ნადებს, არამედ დოლაბსაც გაწმენდს.
2. Nagara – აბისებრი პრეპარატი, რომელიც მოაშორებს მთელ ნადებს, ასევე, ობსა და ჭუჭყს.
3. Magic Power – ეფექტური საშუალება გერმანიიდან. უმკლავდება დიდი რაოდენობით ნადუღს მეგ-ზე.
4. Topper 3004 – საშუალება, რომელიც სპეციალურად შეიმუშავეს სარეცხი მანქანების მწარმოებლებმა, მოაშორებს თქვენი მანქანის დოლაბს ჭუჭყსა და ნადუღს.
5. “უნივერსალური ანტინაკიპინი” – რუსული საშუალება, რომლის გამოყენება არამხოლოდ სარეცხი მანქანის მეგ-ზე, არამედ ნებისმიერი გამათბობელი ელემენტის გასაწმენდად შეიძლება.
ხალხური საშუალებები ნადების წინააღმდეგ
ლიმონმჟავა
ყველაზე პოპულარული ხალხური საშუალება გახლავთ ლიმონმჟავა. სანამ წმენდას დაიწყებდეთ, შეამოწმეთ დოლაბის შიგთავსი. იგი ცარიელი უნდა იყოს. დათვალიერების შემდეგ, დახურეთ აპარატის კარი. ფხვნილის ჩასაყრელ დანაყოფში ჩაყარეთ 4 ს.კ. ლიმონმჟავა, საერთო მასა 80 გრამს არ აღემატებოდეს.
ლიმონმჟავას დოზასთან ფრთხილად იყავით, რადგან, მასის გადაჭარბების შემთხვევაში, რეზინის შიგთავსი შეიძლება დაზიანდეს. წმენდის დასაწყებად, აირჩიეთ ბამბის ნივთების რეცხვის რეჟიმი (ის ყველაზე ხანგრძლივია და მაღალ ტემპერატურას ითვალისწინებს).
ასეთი მარტივი მეთოდი ნადებისგან არამხოლოდ მანქანის გამათბობელ ელემენტს, არამედ დოლაბსაც გაათავისუფლებს.
ძმარი ნადების წინააღმდეგ
სარეცხი მანქანის გასაწმენდად მეორე ვარიანტია ძმარი. აღნიშნული საშუალება ნაკლებად პოპულარულია, რადგან მანქანის ასე დამუშავებისას ჩნდება მკვეთრი, უსიამოვნო და მძაფრი სუნი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საშუალება წინაზე უარესია, რადგან მას უამრავი უპირატესობა აქვს. ძმრის გამოყენებით, არამხოლოდ ნადებს, არამედ სოკოსაც მოიშორებთ, რომელსაც ამაზრზენი სუნი ახლავს.
როგორც წინა რეცეპტში, პროცედურის დაწყებამდე გააცარიელეთ დოლაბი, დახურეთ კარი და ჩაასხით ფხვნილის დანაყოფში 9%-იანი 3-4 ს.კ. ძმარი. რეჟიმი იმავე პრინციპით აირჩიეთ, რომლითაც წინა პუნქტში.
დაელოდეთ აპარატში წყლის გათბობასა და მასში ძმრის გახსნას, როცა რეცხვის პროცესი დაიწყება. ამის შემდეგ, დააჭირეთ პაუზის ღილაკს და დაელოდეთ ამ რეჟიმში 1 საათით. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ძმარმა მეგ-ზე უკეთ იმოქმედოს.
ნადების პროფილაქტიკა
მრავალი ფხვნილის შემადგენლობაში შედის ასეთი საშუალებები. ისინი იცავს მეგ-სა და ბარაბანს ნადუღისგან და არ ვნებს ნივთების მდგომარეობას. თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილეთ წყლის მიწოდების შლანგში არსებულ ფილტრს და, საჭიროებისამებრ, შეცვალეთ იგი. ფილტრი იცავს მანქანას ზედმეტი ნივთებისა და სხვადასხვა წარმოშობის ნაწილაკებისგან. ბევრი აყენებს სპეციალურ მაგნიტურ მოწყობილობებს ამავე შლანგზე, რათა მარილები, რომლებიც იწვევს ნადუღის გაჩენას, არ დაილექოს მანქანის მეგ-ში.
ჩვენი რჩევებისა და მეთოდების გამოყენებით, შეძლებთ ნადებთან გამკლავებასა და მოშორებას. ახლა უკვე შეიარაღებულები შეხვდებით მტერს და აღარავითარი ჭუჭყი და ნადუღი აღარ შეგაწუხებთ.