საკვერცხეების კიბო: 6 ფაქტი, რომლის შესახებ ყველა ქალმა უნდა იცოდეს

520
© altamed edited by paparazzi.ge

საკვერცხეების კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სახეობაა. სწორედ ამიტომ, მისი ნაადრევი ნიშნების ცოდნა და მცირე ეჭვის შემთხვევაშიც ექიმთან დროულად მისვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 140 ათასი ქალი საკვერცხეების სიმსივნით იღუპება. სამწუხაროდ, სწორედ ამ ფორმის დიაგნოზის დასმა განსაკუთრებით რთულია და ხშირად პაციენტები დახმარებას ბოლო სტადიაზე ითხოვენ, როცა წარმატებული მკურნალობის შანსი მინიმალურია. დაავადების ნაადრევი სიმპტომების ცოდნა, მცირე ეჭვის შემთხვევაშიც ექიმთან დროულად მიმართვა, ამასთან საკვერცხეების სიმსივნის შესახებ ქვემოთ მოცემული ფაქტების ცოდნა აუცილებელია. შესაძლოა, ამ ინფორმაციის დახმარებით ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნება შეძლოთ.

ფაქტი №1: ნაადრევ ნიშნებს ხშირად კუჭის დაავადებად მიიჩნევენ

მუცლის შებერილობა, ყაბზობა, კუჭის არეში ტკივილი, მუცელზე ზეწოლის შეგრძნება, ასევე უჩვეულოდ სწრაფად და მარტივად დანაყრება – ეს საკვერცხეების სიმსივნის ნაადრევი ნიშნებია. ამ სიმპტომების შემჩნევისთანავე ექიმს დროულად მიმართეთ და გამოკვლევა ჩაიტარეთ. სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა ამ ნიშნებს კუჭის ან ნაწლავების პრობლემად მიიჩნევენ და ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როცა ძვირფასი დრო უკვე უდაკარგულია.

ფაქტი №2: ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება და ბავშვების გაჩენა საკვერცხეების სიმსივნის რისკს ამცირებს

საკვერცხეების სიმსივნის განვითარების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს ხშირი ოვულაცია მიეკუთვნება. შესაბამისად, ხშირი ოვულაცია რისკს ზრდის. დაავადების მაღალი რისკი აქვთ ქალებს, რომელთაც მენსტრუაცია ნაადრევად დაეწყოთ, ბავშვი არასდროს გაუჩენიათ და მენოპაუზა 55 წელს შემდეგ გადაიტანეს. ბუნებრივია, ქალები, რომელთა ოვულაცია ორსულობის ან ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების გამო შემცირებული იყო, უფრო ნაკლებად რისკავენ.

ფაქტი №3: სამწუხაროდ, საკვერცხეების სიმსივნის გამოსავლენად აბსოლუტურად ზუსტი ტესტი ჯერ არ არსებობს

სამწუხაროდ, უნივერსალური და ას პროცენტიანი საიმედო სკრინინგ მეთოდი ჯერ არ არსებობს, რომელიც საკვერცხეების სიმსივნის განსაზღვრავს შეძლებს. ჯერჯერობით, ყველაზე საიმედო მეთოდი ნაადრევი დიაგნოსტიკაა – ყოველწლიურად მენჯის ღრუში ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ნებისმიერ გადახრას გამოავლენს. გარდა ამისა, ქალებმა, რომელთა ოჯახებში ძუძუს ან საკვერცხეების სიმსივნე ჰქონდათ, სასურველია გენეტიკური ტესტირება ჩაიტარონ, რომ დაავადების განვითარების ალბათობა განსაზღვრონ.

ფაქტი №4: საკვერცხეების კიბო განაჩენი არაა

ბოლო 30 წლის მანძილზე მეცნიერებმა საკვერცხეების სიმსივნესთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტური გახდა და პაციენტებს მისი გადატანა უადვილდებათ. თუმცა როგორც ნებისმიერი ფორმის სიმსივნის შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია ის, თუ რამდენად დროულად მოხდება დაავადების გამოვლენა.

ფაქტი №5: საკვერცხეების კიბო პირდაპირ მსხვილი ნაწლავის კიბოს უკავშირდება

ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა: მსხვილი ნაწლავის სიმსივნის და საკვერცხეების სიმსივნის განვითარებას შორის ოჯახურ ისტორიაში პირდაპირ კავშირი არსებობს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქალები, რომელთა ახლობლებს კოლორექტალური სიმსივნე ჰქონდათ, საკვერცხეების სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აღმოაჩნდათ. ამ მიზეზით ოჯახის წევრების ავადმყოფობის ისტორიის ცოდნა და საკვერცხეების სიმსივნის ნაადრევ ნიშნების დროულად გამოვლენა აუცილებელია.

ფაქტი №6: ჯანსაღი კვება და სპორტი ნამდვილად დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს

აქტიური ცხოვრების წესი, უჯრედისით, ბოსტნეულით და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი დიეტა არა მხოლოდ სიმსივნური დაავადებების (მათ შორის საკვერცხეების), არამედ გულ-სისხლძარღვთა სისტემის (ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის ლიდერი დაავადება) რისკს ამცირებს. სწორედ ამიტომ, ყოველწლიური გამოკვლევისა და ორგანიზმის ცვლილების მიმართ ყურადღების გამოჩენასთან ერთად, მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიეთ და რაციონს ყურადღება მიაქციეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს