ქილების სტერილიზაცია მიკროტალღურ ღუმელში: რა უნდა იცოდეთ

0
553

დიასახლისები გაზაფხული–ზაფხულის სეზონზე აქტიურად იწყებენ ფიქრს, თუ რისი კონსერვი როდის და რამდენიმე შეინახონ.

ნებისმიერ შემთხვევაში მათ მინის ქილების გამოყენება სჭირდებათ და ამ დროს ქილების სტერილიზაციის ტრადიციულ მეთოდს იყენებენ, თუმცა ჩვენ შესანიშნავი ალტერნატივა გვაქვს, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ – ქილების სტერილიზაცია მიკროტალღურ ღუმელში. დიახ, ასეთი მეთოდი ძალიან ეფექტურია და ჩვეულებრივ მეთოდებთან შედარებით თავისი „პლიუსები“ აქვს! ამ რჩევების გამოყენების შემდეგ დიასახლისები მას სიამოვნებით გამოიყენებენ.

მიკროტალღურ ღუმელში სტერილიზაციის უპირატესობა

ბევრი ფიქრობს, თუ რატომ მოსწონთ დიასახლისებს მიკროტალღურ ღუმელში ქილების სტერილიზაცია. პირველ რიგში, მეთოდის სიჩქარე. ის პროცესს ძალიან ამარტივებს. ზუსტად 5 წუთი საკმარისია. ასე დროის დაზოგვა ხდება და გათავისუფლებული დრო შეგიძლიათ სხვა საყოფაცხოვრებო საქმეებსა და დასვენებას დაუთმოთ.

ამასთან მეთოდი ძალიან მარტივია, მას რაიმე ეშმაკური რეცეპტის ცოდნა არ სჭირდება – გამკლავებას ნებისმიერი შეძლებს. მესამეც, მცირე მოცულობის ქილები შეგიძლიათ ერთად გაასტერილოთ. ტემპერატურაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ, რადგან მიკროტალღური ღუმელი თავის ფუნქციებს ჩარევის გარეშე გაუმკლავდება, მკაცრად თავის რეჟიმში იმუშავებს. დამეთანხმეთ, ეს საკმაოდ მომგებიანია და დასაკონსერვებლად გამოგადგებათ!

პროცესის ნაკლი

გაითვალისწინეთ, რომ მეთოდს ყველა დიასახლისი არ იყენებს, უმეტესობა უპირატესობას ტრადიციულ მეთოდს ანიჭებს. ცხადია, რომ უდაო უპირატესობებთან ერთად ახალ მეთოდს გარკვეული ნაკლიც აქვს. არ შეგეშინდეთ, ეს ყველაფერი მიკროტალღური ღუმელის ზომებით განისაზღვრება.

  • მასში ორ მსხვილ, სამლიტრიან ქილას ვერ შედებთ, რომელსაც დასაკონსერვებლად ხშირად ვიყენებთ. სწორედ ამიტომ, თუ კონსერვაციის მასშტაბი დიდია, 2 და უფრო მეტი მსხვილი ჭურჭლის გამოყენებით, სავარაუდოდ, მორიგეობით გასტერილება მოგიწევთ.
  • მეორეც, მათი თავსახურების დამოუკიდებლად დამუშავება მოგიწევთ, მაგრამ არა მიკროტალღურ ღუმელში, რადგან მასში ლითონის ნაწარმის ქონა არასასურველია.

  • მიკროტალღური ღუმელის გამოყენებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ის ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად ხარჯავს, ანუ სახლის ბიუჯეტის ამაზე დახარჯვას ბევრი არ დათანხმდება.

დამუშავებისთვის მომზადება

როგორც ყოველთვის, დასაკონსერვებლად მინის ქილები კარგად გარეცხილი უნდა იყოს: ეს ნებისმიერი დიასახლისისთვის აქსიომაა. სასურველია კარგი სარეცხი საშუალება გამოიყენოთ და წყალი კარგად გაავლოთ. დიასახლისები ხშირად სარეცხად სოდას იყენებენ, რომელიც ასევე ძალიან კარგად უნდა მოაშოროთ.

ამის შემდეგ ჭურჭელი გაამშრალეთ და შეამოწმეთ, რაიმე ბზარი ან ნაკაწრი ხო არ აქვს. გახსოვდეთ, რომ პატარა ბზარის გამოც კი ქილა მიკროტალღურ ღუმელში შეიძლება გასკდეს. როცა ყველაფერი მზად იქნება, ქილები მორიგეობით ღუმელში შედეთ, მოცულობა სრულად გამოიყენეთ.

ქილების სტერილიზაციის პროცესი მიკროტალღურ ღუმელში

პატარა მიკროტალღურ ღუმელში ქილების სტერილიზაციისთვის ხშირად შემდეგი მეთოდი გამოიყენება:

  1. თითოეულ კარგად გარეცხილ ქილაში ცოტა წყალი ჩაასხით – 2–3 სმ. იდეალურად ითვლება სუფთა, გაფილტრული წყლის გამოყენება, რომელის დუღილის დროს ნადებს არ ტოვებს.
  2. ქილები ღუმელში შედეთ და 700-800 ვატ სიძლიერეზე 2-3 წუთით ჩართეთ. მას შემდეგ, რაც წყალი ადუღდება, კიდევ 1-2 წუთით დაელოდეთ და ღუმელი მხოლოდ ამის შემდეგ გამორთეთ. სამლიტრიანი ქილისთვის სტერილიზაციის დრო ცოტა მეტი – 5 წუთი იქნება. ეს ე.წ. ოთქლით დამუშავებაა. გახსოვდეთ, რომ მზა ქილები სჯობს მშრალი პირსახოცით გამოიღოთ, მაგრამ არა ხელებით და სველი ჩვრით. და კიდევ: ბოთლები ყელით არ გამოიღოთ.
  3. დარჩენილი წყალი გადაასხით – ისინი პროდუქტებით გასავსებად მზად არიან.

და ბოლოს, მინიშნება ახალგაზრდა დედებისთვის. მითითებული მეთოდი შეგიძლიათ ბავშვის ბოთლების სტერილიზაციისთვის გამოიყენოთ. ამისთვის სამზარეულოს ტექნიკაში შედეთ ცივი წყლით სავსე ჭურჭელი, სადაც სუფთა ბოთლია მოთავსებული. დამუშავების დროს 6-8 წუთი. წარმატებას გისურვებთ! ამ მეთოდით დაკონსერვებული პროდუქტები გემრიელად მიითვით!