ყურადღებით შეამოწმეთ შეძენამდე, ასეთი საზამთროს ჭამა არ შეიძლება

0
759

აგვისტო საზამთროს თვედ ითვლება და ისინი, ვინც მანამდე ამ კენკრის ყიდვას ერიდებოდა, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ახლა უყოყმანოდ ყიდულობენ მას. თუმცა, ჩვენ იმედს გაგიცრუებთ – სექტემბერშიც კი შეიძლება შეგხვდეთ ნიტრატებით გაჯერებული საზამთრო. მსგავსი კენკრის მავნებლობის შესახებ ყველამ იცის: ძლიერი ალერგია, ღებინება და შინაგანი ორგანოების დაზიანებაც კი.

უმჯობესია, დაიცვათ თავი და აირჩიოთ, რამდენადაც შესაძლებელია, ყველაზე მწიფე და ნატურალური საზამთრო. ამაში ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ – წარმოგიდგენთ მეთოდებს, რომლებიც ყველაზე ჯანსაღ კენკრას შეგარჩევინებთ.

როგორ შევარჩიოთ საზამთრო

1. საზამთროში დიდ როლს ასრულებს შიდა ჭრილები. რაც უფრო მკვეთრი და სქელია ისინი, მით უფრო ცუდია საზამთრო. იგივე ეხება მეტისმეტად წითელ, არაბუნებრივი ფერის რბილობს. ყოველთვის სთხოვეთ გამყიდველს, გაგიჭრათ საზამთრო ყიდვამდე. რბილობი უნდა იყოს ერთგვაროვანი ფერის, კანი კი – თხელი.

2. თუ თქვენ წინაშე ლამაზი საზამთროა, იდეალური ზოლებითა და თანაბარი შეფერილობით მთელ ქერქზე – ქიმია მასში ძალიან დიდი რაოდენობითაა. მწიფე და წვნიანი საზამთროს ნიშანია ნახატი: რაც უფრო მკვეთრია იგი, მით უფრო მეტი მზე მიიღო და, დიდი ალბათობით, უფრო ტკბილი და გემრიელია. თუმცა, ერთი მხარე, რომელიც მიწაზე იდო, აუცილებლად ღია ფერის იქნება – მწიფე საზამთროში იგი მოყვითალო ფერისაა.

3. ნიტრატების კიდევ ერთი ნიშანი – საზამთროში ერთბაშად თეთრი და შავი კურკების არსებობაა. ასევე, არაფერ კარგს არ მოგცემთ დიდი ნახეთქი რბილობში, რადგან იგი მიუთითებს, რომ კენკრა ნიტრატებით გააჯერეს და არაბუნებრივად გაზარდეს.

4. საზამთროს ყიდვის შემდეგ, შეამოწმეთ იგი ნიტრატებზე საშინაო მეთოდით: ჩააგდეთ ერთი ნაჭერი რბილობი თბილ(არა ცხელ), გადადუღებულ წყალში. ნიტრატებიანი საზამთრო, რაღაც დროის შემდეგ, შეღებავს წყალს წითლად, ხოლო ნატურალური – სულ ცოტათი მისცემს ვარდისფერს.

საზამთრო, რომელიც ნიტრატების გარეშეა გაზრდილი, ძლიერი შარდმდენი, ნაღველმდენი, ანთებისსაწინააღმდეგო, სიცხისდამწევი, კუჭის ამშლელი და საერთო გამაძლიერებელი თვისებებით გამოირჩევა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი