როგორ გადავჭრათ ფულის ხე ისე, რომ აქტიურ ზრდას ხელი შევუწყოთ

4407

ოთახის მცენარეების ბევრმა მოყვარულმა იცის, თუ როგორ მოუაროს ფულის ხეს. ფულის ხე ან კრასულა ძალიან პოპულარული ქოთანია ჩვენს ქვეყანაში. ის ბევრი სახლის და ბინის ხშირი სტუმარია, მაგრამ ზოგიერთს მისი ხარისხიანი მოვლის შესახებ კითხვები ჯერ კიდევ აქვთ.

მოდით ეს საკითხი დეტალურად განვიხილოთ, რადგან მცენარე ნორმალურ პირობებში უნდა გქონდეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

როგორ მოვუაროთ ფულის ხეს

ამ სუკულენტის დაახლოებით 150 სახეობა არსებობს. ჩვენს ბინაში ყველაზე კარგად იზრდება კრასულა ოვატა: მუქი მწვანე ფერის ოვალური, ხორციანი ფოთლები და ღია ყავისფერი ღერო მისი სავიზიტო ბარათია. სწრაფი ზრდის და სქელი ტოტების წყალობით მცენარემ შეიძლება სიმაღლეში 2-2,5 მეტრს მიაღწიოს!

როგორ გავზარდოთ ფულის ხე

ჯანსაღი კრასულას გაზრდის 2 საიმედო მეთოდი არსებობს: აღმონაცენით და ფოთლის დახმარებით.

აღმონაცენის დარგვის მეთოდი

  1. დაახლოებით 8 სმ სიგრძის კალამი წყლით სავსე ჭიქაში ჩადეთ და საწყისიდან 3 სმ–მდე ფოთლები მოაშორეთ.
  2. სურვილის შემთხვევაში წყალს კორნევინი დაუმატეთ. ამის გაკეთება საჭიროა, რომ აღმონაცენი სწრაფად გაღვივდეს. აუცილებელი პროცედურა არაა.
  3. 1 კვირის შემდეგ აღმონაცენი მიწაში 2-3 სმ სიღრმეზე ჩარგეთ, წყლით დანამეთ.
  4. პატარა ქოთანი აიღეთ, ძირში დრენაჟი მოათავსეთ, ზემოდან – ფხვიერი მიწა. მცენარეს ფესვები სადღაც მესამე კვირას გაუჩნდება.

ფოთლოვანი მეთოდი პრაქტიკულად არაფრით გამოირჩევა. ფოთოლი შეგიძლიათ წყალში არ ჩადოთ, არამედ პირდაპირ სველ მიწაში მოათავსოთ. მცენარე ძალიან გამძლეა, ამიტომ არანაირი პრობლემა არ გექნებათ.

მოვლა

კრასულას უყვარს მიწა, რომელიც კაქტუსის და სუკულენტისთვის არის განკუთვნილი. თუ უნივერსალურ ნარევს იყენებთ, მას ქვიშა დაუმატეთ: 3 ნაწილი მიწა და 1 ნაწილი ქვიშა. მაღალ მჟავიან ნიადაგში არ ჩარგოთ ან ალპური ფქვილი დაუმატეთ, ასე სიტუაციას გამოასწორებთ.

ფართო ქოთანი დაგჭირდებათ, დაახლოებით ფესვების დიამეტრის ტოლი უნდა იყოს. ქოთანი ძალიან ღრმა არ უნდა იყოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დრენაჟი გამოიყენეთ. რამდენიმე სანტიმეტრი საკმარისი იქნება.

კრასულა აღმოსავლეთ მხარეს დადეთ. მზის პირდაპირმა სხივებმა ან სიჭარბემ შეიძლება მცენარე დაღუპოს, ამიტომ მას მუდმივი ჩრდილი სჭირდება. მცენარეს უხვი და ხშირი მორწყვა სჭირდება. ზამთრის პერიოდში მორწყვა შეამცირეთ.

მცენარის გამოკვება გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში ხდება. შეგიძლიათ კაკტუსის და სუკულენტისთვის განკუთვნილი სტანდარტული სასუქი გამოიყენოთ.

გადაჭრა და გვირგვინის ფორმირება

ფულის ხის გადაჭრა შეიძლება და საჭიროცაა. არ შეგეშინდეთ, რომ ამის გამო ცუდად გაიზრდება ან საერთოდ დაავადდება. ასე უნდა მოიქცეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო:

  • ხეს დეკორატიული ფორმა რომ მისცეთ;
  • ავადმყოფი ან დაზიანებული კვირტები მოაშოროთ;
  • მცენარის ზრდის სტიმულირებას ან, პირიქით, შეფერხებას ხელი შეუწყოთ;

მცენარის გადაჭრა და გვირგვინის ფორმირება გაზაფხულზე ხდება. ეს მარტივი პროცესია, მთავარია – ზედმეტი ტოტები ლამაზად გადაჭრათ და გააფორმოთ. კორექცია ჩვეულებრივ ზაფხულში ხდება, რის წყალობით ხე იდეალურ სიმეტრიას აღწევს.

გადაჭრის დროს მცენარის ახალ ქოთანში გადარგვა არ შეიძლება. გადაჭრისას მისგან შეიძლება მოთეთრო რძისფერი სითხე წამოვიდეს. ეს ნორმალურია, არ შეგეშინდეთ.

ახლა თავად გადაჭრის პროცესში გავერკვიოთ:

  1. სეკატორი ან ბაღის მაკრატელი მოამზადეთ, დეზინფექცია გაუკეთეთ. ხელთათმანები გაიკეთეთ.
  2. 2 ტოტი იპოვეთ, რომელიც ღეროსთან V ფორმას ქმნის. სწორედ ამ ადგილას უნდა იმუშაოთ და ლამაზი გვირგვინი შექმნათ.
  3. ღერო V ფორმიდან 1-3 სმ–ს ქვემოთ გადაჭერით. ამასთან მაკრატელი 45 გრადუსიანი კუთხით დაიჭირეთ, ეს შემდგომ ზრდაზე კარგ გავლენას მოახდენს. თქვენ სუფთა გადანაჭერი უნდა მიიღოთ.
  4. ტოტები ზემოთ და გვერდითა მხარეს მოაშორეთ. ხმელი და ყავისფერი ფოთლები იმწამსვე მოაშორეთ.
  5. გადაჭრის დროს მცენარის მოცულობის ნახევარი უნდა მოაშოროთ. უფრო მეტს არ გირჩევთ, რადგან ამან შეიძლება ზრდა შეაფერხოს.

სამკურნალო თვისებები

როგორც ჩინური ფენშუი ამბობს, კრასულას წარმატება და ფინანსური კეთილდღეობა მოაქვს. შესაბამისად, ამის გაგებას მისი სახელითაც შეძლებთ – „ფულის ხე“.

ამის გარდა, კრასულას სამკურნალო თვისებები აქვს: ჰაერს წმენდს, სტრესს აქრობს, შენობის მიკროფლორაზე გავლენას ახდენს. ეს ყველაფერი თქვენს ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას ახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს