როგორ მოვიშოროთ მტანჯველი სლოკინი რამოდენიმე წამში.

0
3701

ნებისმიერ ჩვენგანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია სლოკინი. დიაფრაგმის ეს უკონტროლო კრუნჩხვისებრი შეკუმშვა მრავალ დისკომფორტს იწვევს. სლოკინის უეცარი გაჩენა გარშემომყოფების ყურადღებას იქცევს და უხერხულ სიტუაციას წმნის. ხანდახან, იგი თავისით ქრება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, დამატებითი საშუალებების გამოყენება ხდება საჭირო. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ყველაზე ეფექტურ საშუალებას სლოკინის უსწრაფესად მოშორებისთვის.

ევოლუციის კუთხით, სლოკინის გაჩენას ხსნიან კუჭიდან ჭარბი ჰაერის ამოდევნის აუცილებლობით. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, კუმშვები ჩერდება. არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, გადაციება ან ზედმეტი ჭამა, ალკოჰოლური თრობა. თუ სლოკინი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ეს ნამდვილად გაძლევთ იმის საბაბს, რომ მიმართოთ ექიმს.

როგორ მოვიშოროთ სლოკინი სწრაფად

ეს ხრიკი ყველაზე ეფექტურ და სწრაფ საშუალებად ითვლება. მისთვის მხოლოდ 1 ჭიქა სუფთა წყალი გჭირდებათ.

პროცედურის დროს უნდა იდგეს. გადაწიეთ თავი უკან და დაიგროვეთ პირში ერთი ყლუპი წყალი.

გადაწიეთ თავი უფრო უკან, სადამდეც შეძლებთ. ახლა გადაყლაპეთ წყალი და ნელა დააბრუნეთ თავი ნორმალურ მდგომარეობაში.

გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ. დიდი ალბათობით, სლოკინი მეორე ჯერზე გაივლის. თუ ასე არ მოხდა, გაიმეორეთ მესამედაც. წყლის ყლაპვა ასეთ მდგომარეობაში დაგეხმარებათ ყველაზე ხანგრძლივი და რთული სლოკინის მოშორებაშიც.

ხალხური მეთოდები

თუ წყალთან ახლოს არ ხართ, სცადეთ სხვა საშუალებები. ერთ-ერთი მათგანია რეფლექტორული მეთოდი. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საყლაპავი მილის სპაზმი გამოიწვიოთ. დააჭირეთ თითები ენის ფუძეს, ღებინების რეფლექსი დიაფრაგმის სპაზმს მოსპობს.

პრეზიდენტ კენედის პირადმა ექიმმა მას ურჩია, ენა თითებით დაეჭირა და ასე რამდენიმე წუთით გაჩერებულიყო.

კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც ექიმები გვირჩევენ, გახლავთ სუნთქვის შეკავება. ღრმად ჩაისუნთქეთ რამდენჯერმე, შემდეგ შეიკავეთ სუნთქვა. წინასწარ მომზადებულ ქაღალდის პაკეტში ამოისუნთქეთ და ჩაისუნთქეთ ისევ ამ პაკეტიდან. ეს გაზრდის ნახშირორჟანგის რაოდენობას და შეაჩერებს სლოკინს.

დაიჭირეთ ცხივრზე თითები და რამდენჯერმე სცადეთ ნერწყვის ჩაყლაპვა. პროცესი ცოტათი რთული, თუმცა ძალიან ეფექტურია.

იპოვეთ ჩამოსაჯდომი ადგილი. მიიზიდეთ მუხლში მოხრილი ფეხები მკერდთან მაქსიმალურად. დაიჭირეთ ხელებით და წინ გადაიხარეთ. იჯექით ასე, სანამ სლოკინი არ გაივლის.

ორგანიზმზე სტრესული ზეგავლენაც აჩერებს სლოკინს. შიში, მკვეთრი სუნი ან გემო ტვინს ახალ შეგრძნებებზე გადართავს. ასე იგი შეწყვეტს დიაფრაგმისკენ მცდარი სიგნალების გაგზავნას.

ყველაზე ხშირად, სლოკინის შეტევა საფრთხეს არ წარმოადგენს და მხოლოდ რამდენიმე წუთით გრძელდება. თუმცა, ხანდახან იგი შეიძლება სერიოზულ დაავადებებზე მიუთითებდეს. მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, არ უგულებელყოთ საგანგაშო ნიშნები. ჯანმრთელობა ხომ ფასდაუდებელი რამაა.

თქვენ რას აკეთებთ სლოკინის დროს?